x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამოსის სტილი. კლასიფიკაცია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
image

image

გინდათ, რომ სამოსის მიხედვით, ადამიანის ზოდიაქო გამოიცნოთ? ან იქნებ, თქვენთვის შესაფერისი, იდეალური ჩაცმის სტილის შერჩევის სურვილი გაქვთ?

გაიგეთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის, რომელი სტილია ყველაზე მისაღები და საუკეთესო!



ვერძი


image
ვერძებისთვის იდეალური თავისუფალი, სპორტული სტილი არის. ასეთ სამოსში ისინი ყველაზე კარგად გრძნობენ თავს. მათთვის მთავარი, თავისუფლება არის და რომ არაფერი აწუხებდეთ და ხელს არაფერი უშლიდეთ, საქმიანობის დროს. საყვარელი ფერებია: წითელი, შავი, ნარინჯისფერი და ყვითელი.


კურო


image
კუროებს ხარისხიანი, მაგრამ არაგამომწვევი სამოსი მოსწონთ. ფერებიდან: ცისფერი, მწვანე, ვარდისფერი და პასტელის ყველა ფერი.


მარჩბივი


image
ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის casual (ყოველდღიური) სტილი ყველაზე მისაღები არის. მათ ნატურალური მასალისგან შექმნილი სამოსი მოსწონთ. ძირითადად, მკვეთრი ფერები უყვართ, მაგრამ არც შავ ფერზე ამბობენ უარს.



კირჩხიბი


image

image

კირჩხიბები, ყველაზე მეტად, რომანტიულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. კირჩხიბი ქალები, ყოველთვის ცდილობენ ხაზი გავსვან თავიაანთ ქალურობას. ხოლო მამაკაცები – კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას. მათთვის სამოსი გარე სამყაროსგან თავდასაცავი ჯავშანი არის, რომელშიც თავს მყუდროდ გრძნობენ. ფერები: თეთრი, ლურჯი, ვერცხლისფერი და ღია ცისფერი, მოსწონთ ნარინჯისფერიც.



ლომი


image

image

ლომები, რომლებიც მსოფლიოს ისე უყურებენ, როგორც სცენას, სამოსშიც შესაბამის ნივთებს ანიჭებენ უპერატესობას. ძვირფასი, ხარისხიანი და ყველაზე ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი – ეს არის ლომებისთვის ყველაზე მისაღები სტილი. საყვარელი ფერები: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი, შავი და თეთრი.



ქალწული



image

image

ქალწულებს კლასიკური სტილი მოსწონთ. ყველაფერი აკურატული და სუფთა უნდა იყოს. ეს ზოდიაქოს ნიშნები, სისუფთავეზე, პირდაპირ შეშლილები არიან. ფერებიდან, მათთვის ყველაზე მისაღებია: თეთრი, ღია ცისფერი, მწვანე და ლურჯი.



სასწორი


image
სასწორებს გლამურული სტილი მოსწონთ. პეწი, ლაზათი, ნათება, ბზინავარება – აი რა არის მათთვის მთავარი პრიორიტეტები სამოსში. ამის მიუხედავად, ისინი არასოდეს გამოიყურებიან ვულგარულად და მოუწესრიგებლად. მათთვის მისაღები ფერებია: ღია ლიმონისფერი, მუქი ცისფერი, მუქი მწვანე.



ღრიანკალი


image
მორიელებს განსაკუთებული სტილი არა აქვთ. ისინი ინდივიდუალურობას ანიჭებენ უპირატესობას. ყოველთვის ცდილობენ საკუთარი, უნიკალური სტილი შექმნან, რომელშიც თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობენ. და კიდევ, მათთვის მთავარია გამოირჩეოდნენ, როგორც ისინი ამბობენ, “ნაცრისფერი" მასისგან. საყვარელი ფერები: წითელი და წითელის ყველა ტონალობა (ვარდისფერიდან –ბორდომდე), ყვითელი, მუქი ლურჯი და მუქი მწვანე.



მშვილდოსანი

image


მშვილდოსნები ეკლექტიკას (უპრინციპო შეერთება) ანიჭებენ უპირატესობას. სხვადასხვა სტილის სამოსის შერევისას, ისინი ამ სტილების საუკეთესო ნიმუშებს ირჩევენ. ფერებიდან, ყველაზე მეტად მოსწონთ: ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ბორდოსფერი.



თხის რქა


image


თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, მთავარი ელეგანტურობა არის. ამიტომ, ისინი თვლიან, რომ სამოს დიდი მნიშვნელობა არა აქვს და მას შინაგანი მდგომარეობის ანასახად აღიქვამენ. მათთვის მთავარია, რომ ტანსაცმელი ხარისხიანი და ძალიან გამომწვევი არ იყოს. ფერებიდან, ყველა მუქი ფერი მოსწონთ: მუქი ლურჯი, მუქი მწვანე, ყავისფერი, შავი. ღია ფერებიდან – უპირატესობას ანიჭებენ თეთრს, ღია ყვითელს და ფერფლისფერს.



მერწყული


image


ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები ბოჰემურ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ეს საკმაოდ იშვიათი – ჰიპის, casual, ვინტაჟის და ბოშური სტილების ერთობას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ზომიერად თვალშისაცემი, ელეგანტური და განსხვავებული უნდა იყოს. უყვართ თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და იისფერი ფერები.



თევზები


image
თევზებს უყვართ smart-casual (მოდური - ყოველდღიური) სტილი. ჯერ ერთი, ეს ძალიან მოსახერხებელია. მეორეც, ურთიერთჩანაცვლებადია. და მესამე – არ იპყრობა არასასურველ ყურადღებას. საყვარელი ფერებია: იისფერი, მომწვანო-მოლურჯო, ღია ცისფერი, მოწითალო-იისფერი.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

2017 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ნომინაციები გაანაწილეს. ყველაზე: ძლიერი, სექსუალური, ვერაგი, ერთგული, კეთილი...

უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის. დამთხვევა 99, 99%.

ოთახის მცენარეები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

0
516
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0