x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად

«დაალაგე სათამაშოები!», «დაიბანე ხელები!», «ჩქარა წადი დასაძინებლად!» — ამ მითითებების შესრულებას ბავშვები რატომღაც არასოდეს ჩქარობენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათ არ უნდათ დროის დახარჯვა ასეთ უინტერესო საქმეებზე. ერთადერთი საშუალება რომ ბავშვმა სწრაფად შეასრულოს დავალება ის არის, რომ ეს ყველაფერი, მათთვის საინტერესო გახადოთ. დაღლილი მშობლები იტყვიან: სამაგისოდ არა გვცალია, მაგის ძალა და ნერვები არა გვაქვს, არ ვიცით… რა თქმა უნდა იცით! უბრალოდ, თამაშში უნდა ჩაერთოთ. ბავშვსაც ესიამოვნება და თქვენც გახალისდებით.


image

image

«მიდი ჩქარა, რამდენ ხანს შეიძლება ზოზინი?» ნაცვლად,

უთხარით: «მოდი შევეჯიბროთ. სტარტი, ყურადღება, გავიქეცით!».

image

image

«ახლავე მივდივართ აბაზანაში! სამამდე ვითვლი!» ნაცვლად,
უთხარით: «სტარტი, გემის გასვლამდე სულ ცოტა დარჩა. ათვლა დაიწყო: 10, 9, 8…».

image

image

«ვიდრე სუპს არ გაათავებ, ტკბილეულს ვერ მიიღებ» ნაცვლად,
უთხარით: «როგორც კი სუპი გაქრება თეფშიდან, მაგიდაზე დესერტი გაჩნდება!».

image

image

«სწრაფად დაიძინე!» ნაცვლად,
უთხარით: «რა გინდა რომ სიზმარში ნახო?».

image

image

«ნუ მიშლი ტელეფონზე საუბარს» ნაცვლად,
უთხარით: «როდესაც საქმეს დავასრულებ, სიურპრიზი გელოდება».

image

image

«ახლავე მორჩი ჭირვეულობას!» ნაცვლად,
უთხარით: «ვაიმე, ეტყობა ჭირვეულა ჩაგვისახლდა, მოდი სასწრაფოდ გავაგდოთ, თორემ ხასიათს გაგვიფუჭებს!».

image

image

«ჩემი რატომ არ გესმის? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?» ნაცვლად,
უთხარით: «კაკტუსო, კაკტუსო, მე — ფიკუსი ვარ, ხაზის შემოწმება, მომახსენე, როგორ გესმის ჩემი! გადმოვცემ მნიშვნელოვან ინფორმაციას».

image

image

«არ შეიძლება ჭუჭყიანი ტანსაცმლით სიარული, სხვა რამეს ჩაგაცმევ, ეს უნდა გავრეცხო!» ნაცვლად,
უთხარით: «შენი საყვარელი კაბა (შარვალი...) საბანაოდ წავიდა და თავისი და გამოგიგზავნა».

image

image

«ღმერთო, რა უწესრიგობაა! შენ ნამდვილი ფეთხუმი ხარ!» ნაცვლად,
უთხარით: «ნეტა ჯადოქრად იქცე და ოთახი მოაწესრიგო».

image

image

«მოდი აქ უნდა გცემო!» ნაცვლად,
უთხარით: «როდესაც ბავშვები ცუდად იქცევა, დედეა ბოროტ ჯადოქრად გადაიქცევა».

image

image

«როგორ დავირალე შენგან!» ნაცვლად,
უთხარით: «ჩემი ქვაბი დუღდება, დუღდება და უკვე ადუღდა, სულ მალე აფეთქდება, თავს გაუფრთხილდი!»

image

image

«ახლავე დაიძინე!» ნაცვლად,
უთხარით: «დაიძინე, და ვიდრე გეძინება, მოვა კეთილი ფერია და შენს საყვარელ კანფეტს (ან ნებისმიერი რამ, რაც უყვარს) მოგიტანს» (ღამე ბალიშის ქვეშ ის დაუდეთ, რასაც შეპირდებით).

image

image

«შენმა ნახატმა კიდევ ვერ მიიღო საპრიზო ადგილი გამოფენაზე? ხო, შენგან მხატვარი არ გამოვა» ნაცვლად,
უთხარით: «ვერ დაიკავე და ნუ დაიკავე. სამაგიეროდ, (მაგ.) პეიზაჟები ყველაზე კარგად გამოგდის».

image

image

«აბა, გაკვეთილებს მიხედე!» ნაცვლად,
უთხარით: «მოდი შენ გაკვეთილებს მიხედე, მე დავალაგებ — ვინც სწრაფად დაამთავრებს, მარწყვის ნაყინს მიიღებს. მეორე ადგილზე გასული — უბრალოდ თეთრს (ვანილის)».

image

image

«ჩაიცვი, სასეირნოდ მივდივართ» ნაცვლად,
უთხარით: «გინდა ეზოში ჩავიდეთ. ვნახოთ, ერთი, საინტერესო რა ხდება?».

image

image

«სწრაფად გამორთე ტელევიზორი!» ნაცვლად,
უთხარით: «ტელევიზორის დასვენების დრო მოუვიდა».

image

image

«მორჩი ტირილს!» ნაცვლად,
უთხარით: «ვაიმე, მალე შენი ცრემლებით გუბე დადგება. არ ვიცი დახრჩობისგან თავი როგორ გადავირჩინოთ?»

image

image

«შენ რა, ხარბი ხარ?! აბა მიეცი კანფეტების ნაწილი ბავშვს!» ნაცვლად,
უთხარით: «გემრიელია კანფეტი არა? მოდი სხვებსაც გაუმასპინძლდეთ, რომ მათთვისაც გემრიელი იყოს».

image

image

«ნახე იმ ბავშვმა როგორ ლამაზად გააკეთა, შენ რატომ არ შეგიძლია ამის გაკეთება?» ნაცვლად,
უთხარით: «ნახე მან რა კარგად გააკეთა. მე მგონი, შენ უკეთესად შეგიძლია ამის გაკეთება!».

image

image

imageფსიქოლოგის კომენტარი თემასთან დაკავშირებით


— რაც უფრო მეტია თამაში, ჯადოსნობა და «საინტერესობები» საუბარში, დარწმუნებაში და თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, მით უფრო გაგიადვილდებათ მოლაპარაკება ბავშვთან და მით უფრო ახლოს იქნებით მასთან. ზოგ ბავშვს ჯადოსნობა იზიდავს, ზოგს — შეჯიბრი, ზოგი კი რომ დაამშვიდოდ, უნდა გულში ჩაიკრათ და მოეფეროთ.
მაგრამ არის მომენტები, როდესაც მსგავსი ხრიკები საჭირო არ არის. მაგალითად, როდესაც მართლა გაბრაზებული ხართ და თამაშის და ხუმრობის განწყობა არა გაქვთ. არ არის საჭირო ძალდატანებითი სიცილი და «კბილებიდან გამოცრილი» ხუმრობა. ბავშვი მაშინვე მიხვდება სიყალბეს და დაიბნევა.
თუ გაბრაზებული ხართ, აუხსენით ბავშვს თქვენი მდგომარეობა. მაგ., «მე ძალიან განვიცდი, რომ ჭირვეულობ». არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ, უბრალოდ აუხსენით.

4
19636
16-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19636
  
2016, 19 ოქტომბერი, 13:54
დიდი მადლობა შეფასებისთვის რაც შეეხება დაპირებებს, ის ცრუ არ უნდა იყოს. ბავშვს თუ რამეს დაპირდები, კიდეც უნდა შეუსრულო. ხოლო მწარე სიმართლეს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ სანამ ბავშვი პატარაა, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ზღაპარში იცხოვროს, რომ გაიზედება, მერეც ეყოფა ეგ სიმართლე.
2016, 18 ოქტომბერი, 23:40
ეხლა ისეთი ბავშვები არიან (ალბათ დრომ და თაობამ განაპირობა) ან არ სჯერათ ჯადოსნობის, ან არ ღირს ილუზიებით აცხოვროთ, რადგან რეალობა უფრო მწარეა. პლუს ამას ცრუ დაპირებებიც არაა სარგებელის მომტანი, რადგან ვფიქრობ მწარე სიმართლე სჯობს, ვიდრე ბავშვი სიხარულით დააიმედო და მერე გაუმტყუნდეს მოლოდინი, რასაც ნდობის დაკარგვა მოყვება. მაგრამ აქედან ბევრი რჩევა ძალიან მომეწონა, ზოგიერთს კი ჩემი 4 წლის ქალიშვილის აღზრდაში ვიყენებ ხოლმე :) მთლიანობაში კი საინტერესო და სასარგებლო იყო.
2016, 18 ოქტომბერი, 20:40
სასარგებლო სტატიაა, პირველი ფოტო კი განსაკუთრებით მომეწონა :D
0 1 4