x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ყველაზე ლამაზი ბუჩქოვანი მცენარე

გაზაფხულზე ჰაერი ბუჩქებსა და ხეებზე გაშლილი ყვავილების ჯადოსნური არომატით ივსება. არ შეიძლება ადამიანმა ამ მცენარეებთან უბრალოდ ჩაიაროს, არ გაჩერდეს და ღრმად არ ჩაისუნთქოს, რომ წუთით მაინც არ შეჩერდეს და მათი სურნელით, მოცულობითი, ფუმფულა, ულამაზესი ყვავილებით არ დატკბეს. ალბათ, ასეთი სილამაზის ნახვის შემდეგ, ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ საკუთარ ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთზე მსგავსი, ან სხვა რომელიმე, ლამაზი მცენარე გაახაროს. ამიტომ, არჩევანის უბრო მარტივად გასაკეთებლად, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ლამაზ ბუჩქოვან მცენარეს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბაღის და ეზოს გალამაზება:


ჰორტენზია

image


მცენარის სახელი, ბერძნულიდან, სიტყვა-სიტყვით ითარგმნება — როგორც «ჭურჭელი წყლით». სახელიდანვე ჩანს მისი უმთავრესი მახასიათებელი — სინოტივის სიყვარული არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენი ზრუნვა აუცილებლად დაფასდება და საპასუხოდ, ის ულამაზესი ყვავილებით დაგაჯილდოვებთ.


ძახველა

image


წითელი ძახველას სასარგებლო თვისებების შესახებ, ძველთაგანვე არის ცნობილი. ბუჩქი კარგად გრძნობს თავს ჩრდილში და უყვარს ტენიანი ნიადაგი. ყოველწლიურად, გაზაფხულსა და ზაფხულში, ბუჩქი ულამაზესი ყვავილებით იფარება, ხოლო შემოდგომაზე, ფოთოლცვენის შემდეგ, მისი ტოტები წითელი, მწიფე კენკრით არის დახუნძლული.



image


იასამანი

image


გაზაფხულის წარმოდგენა, დამათრობელი სურნელის მქონე, იასამნის გარეშე ნამდვილად შეუძლებელია. განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და ნებისმიერ კლიმატურ პირობებს კარგად ეგუება.


როდოდენდრონი

image


ამ საოცარი მცენარის სხვადასხვა სახეობას, განსხვავებული პირობები ესაჭიროება. ზოგიერთი როდოდენდრონისთვის მზიანი გარემო არის საჭირო, ზოგიერთი სახეობა, უპირატესობას უფრო მყუდრო, მოჩრდილულ გარემოს ანიჭებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახეობის ყველა მცენარეს, ერთნაირად უყვარს სინოტივე და წყალთან სიახლოვე.


ცხრატყავა

image


გაზაფხულის მეორე ნახევარში, ამ მცენარეზე კაშკაშა ფერის ყვავილები იშლება, რომლებიც თავიანთი ტკბილი სურნელით მწერებს იზიდავენ. ხოლო, დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ცხრატყავას ყვავილების ადგილზე, ლურჯი ფერის, ძალიან სასარგებლო კენკრის ფორმირება ხდება.

imageimageimage
კულტივირებული ასკილის ვარდი

image


კულტივირებული ასკილი ლამაზი ფერით, მხოლოდ თვალს კი არ ახარებს, სასარგებლო ნაყოფსაც ისხავა. ბუჩქი კარგად იტანს ყინვას, არ არის პრეტენზიული და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვა და არც ყოველწლიურად გასხლვას საჭიროებს.


უცვეთელა ანუ ბაღის ჟასმინი

image


ეს ბუჩქი, ყვავილობის სეზონზე, ეზოს წარმოუდგენელი არომატით, - მარწყვის სურნელით ავსებს. გარდა ამისა, ქათქათა თეთრი ყვავილები, რომლებითაც გადაპენტილია მცენარე, გარემოს ანაზებს და ალამაზებს.


ფორზიცია

image


ფორზიციას სამშობლო აღმ. აზია არის. იქ ამ მცენარის 6 სახეობა ხარობს, ხოლო ჩვენთან მხოლოდ ერთი, – ჩინეთიდან შემოტანილი, Forsythia europaea არის. ადრე გაზაფხულზე ბუჩქი კაშკაშა ყვითელი ყვავილებით იფარება და ითვლება, რომ ფორზიცია გაზაფხულის დადგომის პირველი ნიშანი არის.


გრაკლა

image


ამ ბუჩქის მეშვეობით, ხშირად ცოცხალ ღობეეს ქმნიან, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება და ორგანულად ეწერება გარემოში. ცოცხალი ღობე შეიძლება იყოს თეთრი ან ვარდისფერი (სახეობაზე არის დამოკიდებული). არის ყინვაგამძლე და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

imageimageimageკალუნა

image


ამ, არც ისე მასიური, ბუჩქოვანი მცენარის ყვავილობის პერიოდი ზაფხული არის. აქვს უნაზესი ყვავილები და დახვეწილი არომატი. შემოდგომაზე, დამჭკნარი ყვავილები ღეროებზე რჩება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისევ ყვავის. კალუნა საკმაოდ გამძლე და ნაკლებად პრეტენზიული მცენარეა და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageვარდის ყველაზე ლამაზი ჯიშები
ყველაზე ლამაზი ყვავილოვანი მცენარე მსოფლიოში (მოვლა და გამრავლება სახლის პირობებში)

12 ლამაზი ყვავილი, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ და ყველაზე უჩვეულო ყვავილი დედამიწაზე

ლამაზი და უცნაური ყვავილები (ყვავილი, რომელიც მღრღნელებით იკვებება)




1
6216
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6216
  
2018, 29 აპრილი, 10:37
ახლა თეთრი ჟასმინი ყვავის ჩემთან, სოფელში და ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებს :(
0 1 1