x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მწვანე ჩაის დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ, 10 დღეში – 14-16 კგ. + ორგანიზმის გაწმენდა)

image


დიეტა, რომლის საფუძველსაც მწვანე ჩაი წარმოადგენს, არ შეიძლება არაეფექტური იყოს, რადგან მწვანე ჩაი მადას აქვეითებს. მაგრამ ის, ამავდროულად, ორგანიზმს ტონუსს მატებს. მწვანე ჩაი ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს. ბევრი დიეტა არსებობს, რომლის შემადგენლობაში მწვანე ჩაი შედის, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ეფექტური “გეიშას" სახელით ცნობილი დიეტა არის.

გეიშას დიეტის რაციონში მწვანე ჩაის გარდა, ბრინჯი და რძეც შედის. ამის გამო, მისი მოქმედება საჭმლის მომნელებულ ორგანოებზე ძალიან მსუბუქია და ვინც მას იცავს, გამუდმებით შიმშილის გრძნობას არ განიცდის.
დიეტა 5 დღეზე არის გათვლილი, მაგრამ მათ, ვინც ამ დიეტით კარგი შედეგები მიიღეს, ამბობენ, რომ საუკეთესო ეფექტი მაშინ მიიღწევა, თუ დიეტის დაცვა ზედიზედ 2-ჯერ ხდება, მათ შორის 1 ან 2 კვირიანი შუალედით. ამასთან, პირველი 5 დღის მანძილზე, ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან და მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება და მისი მომზადება ხდება დიეტის II ეტაპისთვის. ხშირ შემთხვევაში, დიეტის მეორე ეტაპზე (ამ დროს უკვე ცხიმი იწყებს “დნობას"), ადამიანი 2-ჯერ მეტ წონას კარგავს, ვიდრე I ეტაპზე და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიეტის უფტო მეტი დროით გახანგრძლივება არ შეიძლება!
imageდიეტის მენიუ კი ასეთია:
imageსაუზმე: მწვანე ჩაი რძით (50/50) — 2 ჭიქა.
სადილი: 1 თეფში უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა თბილი რძე.
ვახშამი: 1 თეფში უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი რძით (50/50).
imageგარდა ამისა, დღის მანძილზე, დამატებით კიდევ 2 ჭიქა მწვანე ჩაის (რძის გარეშე) და მინერალური (გაზგასული) წყლის დალევა შეიძლება.
imageდიეტა სრულად გამორიცხავს მარილს, შაქარს და სანელებლებს. არ შეიძლება კარაქიც. მაგრამ, უმრავლესობა, ვინც დიეტას იცავს, სადილზე, ბრინჯის ფაფას რძეს ამატებს, დიეტის დადგენილი ულუფიდან — ამბობენ, რომ ასე უფრო ადვილია ფაფის ჭამა.
imageყველაზე ხშირად დასმული კითხვები დიეტასთან დაკავშირებით:

imageრომელი ბრინჯი უკეთესია?

imageვისაც ეს დიეტა დაუცვავს, ამბობენ, რომ ბრინჯის სახეობას მნშვნელობა არა აქვს და ნებისმიერი ბრინჯის გამოყენება შეიძლება და რომ ბრინჯის სახეობა შედეგზე არ მოქმედებს. მაგრამ, დიეტის ორიგინალში წერია, რომ ბრინჯი რუხი უნდა იყოს.
imageრამდენი კილოგრამის დაკლება შეიძლება?
image5 დღის მანძილზე 4-დან – 7 კილოგრამამდე. დიეტის 7-14 დღის შემდეგ გამეორების შემთხვევაში – საერთო ჯამში, 14-16 კგ-ს დაკლება არის შესაძლებელი.
imageუკუჩვენება თუ აქვს ამ დიეტას?
imageაქვს. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დიეტას — გასტრიტის, კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის ტკივილის შემთხვევაში, დიეტის დაცვა არ შეიძლება. დიეტა არ შეიძლება ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვისაც. ნებისმიერ შემთხვევაში, დიეტის დაწყების წინ, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ.
imageრძის ცხიმიანობა როგორი უნდა იყოს?
imageსაუკეთესო ვარიანტი – 1, 5% ან 2, 5%-ია.

image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ...

* მიიღეთ ეს ერთი კვირის მანძილზე და შედეგი განგაცვიფრებთ!

* მხოლოდ 5 პროცედურა და მინუს რამდენიმე სანტიმეტრი!

* დიეტა “კიბე"

* სუპერ დიეტა: ნაწლავების სრული გაწმენდა 1 დღეში. გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში!

* წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტის გარეშე

2
19278
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19278
  
2017, 13 დეკემბერი, 21:33
ნებისმიერი, მთავარია მწვანე იყოს.
2017, 13 დეკემბერი, 20:51
Mwvane chai nebismieri tu romelime konkretuli mwarmoeblis unda iyos?
0 1 2