x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კარგი «წყვილები» – პროდუქტი, რომელიც ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს აძლიერებს

იმის გარდა, რომ არსებობს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები, არსებობს კიდევ პროდუქტები, რომლის შემადგენლობაში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს, ჩვენი ორგანიზმი კარგად ან ცუდად ითვისებს. ხოლო, საკვებისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ პროდუქტებს ისეთ კომბინაციებში მოვიხმართ, რომ ერთის სასარგებლო თვისებების გაძლიერება, მეორეს საშუალებით მოხდეს. არის შემთხვევები, როდესაც კომბინაციაში შესული პროდუქტის სასარგებლო თვისებები, სხვა პროდუქტების დახმარებით, კი არ ორმაგდება, სამმაგდება კიდეც! ხოლო აქ, დიეტოლოგების მიერ შედგენილი სასარგებლო კომბინაციების სიას წარმოგიდგენთ:


ყველი და პური / რძიანი ფაფა / თევზის და ხორცის კერძები, ბოსტნეულის გარნირით = ძლიერი ძვლები და ნერვები

image

image

კალციუმის ათვისება, რაციონში არსებული ცხიმების, ცხიმოვანი მჟავების, ცილების, კალციფეროლების (D ჯგუფის ვიტამინები), მაგნიუმის, ფოსფორის რაოდენობის და მისი რაოდენობის თანაფარდობაზე არის დამოკიდებული. ხოლო, საკმარისი ცილის არა არსებობა, კალციუმის ათვისებას აფერხებს. ამიტომ, სასარგებლოა პური ყველთან ერთად, რძეზე მომზადებული ფაფა, ხორცის და თევზის კერძები ბოსტნეულის გარნირით.



მწვანე ჩაი ლიმონით = სიმსივნის პროფილაქტიკა

imageცოტა ხნის წინ, იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის მოყვარულებს, რომლებიც დღის მანძილზე 2 ფინჯან ჩაის მაინც სვამენ, ინსულტის ან გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი საგრძნობლად უმცირდებად. ასეთი დამცავი ეფექტის მიზეზი კი, კატექინები არის — მწვანე ჩაის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია და ამავდროულად, კიბოს უჯრედების ზრდასაც აფერხებენ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კუჭში მოხვედრის შემდეგ, ამ სასარგებლო ნივთიერების განადგურება ხდება, — გადარჩენის შანსი მხოლოდ 20% აქვს. მაგრამ, მწვანე ჩაიში ლიმონის ჩაწურვის შემდეგ, კატექინები ისეთ თვისებებს იძენენ, რომლის წყალობითაც, მათი «გადარჩენიის» შანსი 80%-მდე იზრდება.



ვაშლი შოკოლადით / წიწიბურა ხახვით = ჯანმრთელობა და კარგი განწყობა

image

ვაშლი მდიდარია ანთებისსაწინააღმდეგო კვერცეტინით, რომელიც ამცირებს ალერგიის, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, პროსტატის და ფილტვის კიბოს განვითარების რისკებს. შოკოლადი კი, კატექინებს შეიცავს, რომლიც ამცირებენ ათეროსკლეროზისა და კიბოს განვითარების რისკს. ხოლო, კვერცეტინი და კატექინი ერთად, თრომბოზის განვითარების პრევენციას ახდენს და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. იგივე მიზეზების გამო, ასევე სასარგებლოა, წიწიბურის ფაფა ხახვით.
ასე, რომ, თუ გინდათ, რომ ვაშლი სასარგებლო კი არა, ძალიან სასარგებლო იყოს, ის, მირთმევის წინ, შოკოლადის ფონდიუში უნდა ამოავლოთ.

imageimageშვრია + ვაშლი + ფორთოხლის წვენი = ჯანმრთელი გული და სისხლძარღვები

image

image

შვრიის ბურღული შეიცავს β-გლუკანს და ავენანთრამიდებს, რომელიც სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან იცავს. ხოლო, ამ ეფექტის გაძლიერება, შვრიის ფაფასთან ერთად, ვასლის რამდენიმე ნაჭრით შეიძლება. ვაშლში ბევრი ფლავონოიდია — მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ და ამავდროულად, ანთებით პროცესებსაც ებრძვიან.
შვრიის ფაფის მირთმევის შემდეგ, შეგიძლიათ მას ფორტოხლის წვენიც დააყოლოთ, რადგან როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ფორთოხლის წვენი და შვრია ერთად, სისხლძარღვების გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა.

imageimageიოგურტი + დანაყული სელის თესლი = ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის

image

image

იოგურტი იმისთვის არის შექმნილი, რომ კუჭ–ნაწლავის სისტემამ გამართულად იმუშაოს. მაგრამ, მის შემადგენლობაში არსებული პრობიოტიკები, ამ მიზნებისთვის საკმარისი არ არის. იმისთვის რომ «კარგმა» ბაქტერიებმა გადარჩენა და გამრავლება შეძლონ, განსაკუთრებული მცენარეული ბოჭკოებია საჭირო, რომლითაც, მაგ., სელის თესლია მდიდარი.
საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჯანმრთელი ბალანსის შესანარჩუნებლად, იოგურტში, მხოლოდ 1 ჩ. კ. დანაყული სელის თესლის დამატება არის საჭირო.

imageimageimageimageimageimageimage






0
208
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0