სხვა დასახელდა ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო 10 პროდუქტი 2021, 4 მარტი, 9:49 მათ, ვინც ყოველდღიურად გონებრივი სამუშაოთი არიან დაკავებულნი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციონ საკუთარი კვების რაციონს, რადგან ტვინი ორგანიზმის მიერ წარმოებული ენერგიის, დაახლოებით, 25% მოიხმარს. ამიტომ, მიღებული პროდუქტი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, მისი ათვისება ორგანიზმის მიერ მარტივად უნდა ხდებოდეს და რა თქმა უნდა, გემრიელი უნდა იყოს. აქ ამ კატეგორიის 10 პროდუქტს წარმოგიდგენთ, რომელიც მხოლოდ სასარგებლო კი არა, ტვინისთვის ყველაზე «საყვარელია». ![]() კვერცხი
თევზი და ზღვის პროდუქტები
თევზის და ზღვის პროდუქტების რეგულარულად მიღების შემთხვევაში, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს გექნებათ. პომიდორი აღმოჩნდა რომ პომიდორი — მხოლოდ გემრიელი და ხელმისაწვდომი პროდუქტი კი არა, იმის გამო რომ ის ანტიოქსიდანტ ლიკოპენს შეიცავს, ტვინის მუშაობისთვისაც სასარგებლო ყოფილა. ბროკოლი
მწვანილი ნებისმიერი მწვანილი, იქნება ეს სალათის ფოთლები, რეჰანი, თუ ქინძი — სასარგებლო ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საცავია, რომელიც დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე. მაგ., თუთია დამახსოვრების პროცესის ხარისხს ამაღლებს. ვიტამინი B3, თავის ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს. ხოლო, B ჯგუფის სხვა ვიტამინები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანილი, ჩვენს ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში ეხმარება. მწვანე ჩაი
კაკალი კაკალი მდიდარია ცილებით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ენერგიით ავსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის ტვინი უფრო ენერგიულად, სწრაფად და პროდუქტიულად მუშაობს. ხოლო, მის შემადგენლობაში შემავალი В ჯგუფის ვიტამინები ნერვული სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელსაც კაკალი ასევე შეიცავს, დეპრესიას ებრძვის და აპათიის განვითარებას უშლის ხელს. კაკაო და შავი შოკოლადი შავი შოკოლადი ასტიმულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ააქტიურებს ნერვული უჯრედების მოქმედებას, რაც დამახსოვრების პროცესზე და ყურადღების კონცენტრაციაზე დადებითად აისახება. შედეგად, ადამიანის კოგნიტური უნარები საგრძნობლად იზრდება.
კენკრა ჟოლო, მოცხარი და მოცვი ანტიოქსიდანტების წყაროს წარმოადგენს, რომლებიც ხელს უშლის ტვინის უჯრედების დაბერებას. ხოლო, კენკრის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მიკროელემენტები ხელს უწყობენ ტვინში სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას, რაც დადებითად აისახება ადამიანის კოგნიტურ უნარებზე. მოცვი ასევე ხელს უშლის მხედველობის პრობლემების განვითარებას. ამის გამო, ის ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც სამუშაო დღის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებს. არხის სხვა სიახლეები:![]()
2. მსახიობები, რომლებმაც წარმატებული კარიერა სილამაზის კონკურსებზე გამოსვლით დაიწყეს 3. ღმერთის პირობა, სამოთხეში მოსახვედრად და ცხოვრების წესი დედამიწაზე 4. საბჭოთა სერიალები, რომლის ჩვენების დროს, ქუჩები და ეზოები ცარიელდებოდა 5. სიმდიდრე, იღბალი და სიყვარული — თქვენ რომელს ირჩევთ?
290 4-ს მოსწონს
|