x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არსება, რომლის მსხვერპლი, 750 000 ადამიანი არის, წელიწადში

image

image

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, დაახლოებით, 107 მილიარდი ადამიანი დაიბადა და მათგან, დაახლოებით, 48 მილიარდი — მდედრი კოღოს (მამრები ყვავილის ნექტრით იკვებებიან) მიზეზით დაიღუპა.

კოღო 100-ზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების გადამტანია. მათ შორის ისეთი დაავადებების, როგორიც არის: მალარია, ყვითელი ციება, დენგეს ციება, ენცეფალიტი, ელეფანტიზმი (სპილოს დაავადება). დღესაც კი, ყოველ 12 წამში, ეს მწერი ერთ ჩვენგანს კლავს. რისკის ქვეშ, ძირითადად, ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც აზიის, აფრიკის, ცენტრ. და სამხ. ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში ცხოვრობენ.
საკვირველია, მაგრამ XIX საუკუნის ბოლომდე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ კოღო ამდენად სახიფათო არის. მხოლოს 1877 წ. პატრიკ მენსონმა (ექიმი პარაზიტოლოგი), რომელიც ასევე «მოსკიტი» მენსონის სახელით არის ცნობილი, დაამტკიცა, რომ სპილოს დაავადებას კოღოს ნაკბენი იწვევს. ამ აღმოჩენიდან, 17 წლის შემდეგ, მენსონს აზრი გაუჩნდა იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო, მალარიის მიზეზიც კოღო ყოფილიყო. მან თავის მოსწავლეს რონალდ როსს (მაშინ ის ახალგაზრდა ექიმი იყო ინდოეთში) ამ ჰიპოთეზის შემოწმება სთხოვა.
როსი იყო პირველი, ვინც აჩვენა, თუ როგორ გადასცემს კოღო, საკუთარი ნერწყვით, Plasmodium პარაზიტს. ამ თეორიას ის ფრინველებზე ამოწმებდა. რაც შეეხება მენსონს, ის თავის მოსწავლეზე შორს წავიდა და იმისთვის, რომ აღნიშნული თეორიის ჭეშმარიტება დაემტკიცებინა, საკუთარი შვილი დააავადა — გამოიყენა რა, მალარიით დაავადებული კოღოები, რომლებიც რომიდან შოტლანდიაში, დიპლომატიური ტვირთით გადაიტანა. (საბედნიეროდ, ქინაქინის დროული მიწოდების შემდეგ, ბიჭი გამოჯანმრშელდა.)
1902 წელს ექიმმა როსმა ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში. სოლო, მენსონი სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს და რაინდობა მიანიჭეს. იმავე პერიოდში, მან ტროპიკული მედიცინის სკოლა დააარსა ლონდონში.
ამჟამად, 2500 სახეობის კოღო არის ცნობილი, მათგან 400 Anopheles ოჯახის წარმომადგენელია და 40-ს მალარიის გადატანა შეუძლია.

მალარიით წელიწადში 725 000 ადამიანი იღუპება (შედარებისთვის, ისეთი მრისხანე ცხოველებიც კი, როგორებიც მაგ., ლომი (100), ნიანგი (1000) და ზვიგენია (10) წელიწადში, დაახლოებით, 1200-მდე ადამიანს კლავენ.

დღეს მილიარდობით დოლარი იხარჯება კოღოებთან და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლაზე. 2012 წლიდან მოყოლებული, სიკვდილიანობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, ძირითადად, დროული და ზუსტი დიაგნოსტირების და ეფექტური მკურნალობის ხარჯზე. მაგრამ, შეიძლება თუ არა, კოღოების საერთოდ გაწყვეტა?

როგორც ფლორიდის უნივერსიტეტის ენტომოლოგი ფილ ლუნინბოსი აცხადებს, კოღოების გაქრობა, «მეტისმეტად არასასურველ უკუეფექტს გამოიწვევს — კოღოები, რომლებიც ყვავილის ნექტრით იკვებებიან, უდიდეს როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვის საქმეში. ისინი ასევე საკვებს წარმოადგენენ ფრინველებისთვის და ღამურებისთვის, ხოლო მათი ჭუპრებით, თევზები და ბაყაყები იკვებებიან. ასე, რომ, კოღოების განადგურება, ცვლილებებს, კვების ჯაჭვშიც გამოიწვევს, რამაც საბოლოო ჯამში, შეიძლება ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს» .

image

image
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფეხმძიმე ქალებს და ოფლიან ადამიანებს, კოღოებით დაკბენის ყველაზე მეტი შანსი აქვთ.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* 7 მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდით კოღოს სამიზნე თქვენ და არა სხვა. კოღოებისგან თავდაცვის ბუნებრივი საშუალებები

* როგორ გავასუფთავოთ ბაღი და აგარაკი მავნებლებისგან. და არანაირი ქიმია

* კოღოებისგან თავის დაცვის ხერხები!

0
1086
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1086
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0