x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვამსხვრევთ მთავარ მითს პურის შესახებ

ამ მითს, პურის შესახებ, არანაირი საფუძველი არ გააჩნია!
ის, რომ პური ასუქებს – პოპულარული მცდარი აზრია, რომელსაც რეალობასთან არაფერი აკავშირებს. პური – ისეთივე საკვებიი პროდუქტია, როგორიც ნებისმიერი სხვა: ზომიერად კალორიული და დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი.

და კიდევ, ადამიანს პური კი არა, – ჭარბი რაოდენობით კალორიების მიღება ასუქებს.


image


რაციონიდან პურის ამოღების შემდეგ, ჭარბი რაოდენობის კალორიების მიღების შემთხვევაში, პურზე უარის თქმით, გაღებულ «მსხვერპლს», არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რა რაოდენობის პურის მიღება შეიძლება დღის მანძილზე?
როგორც დიეტოლოგები ამბობენ, 19–დან – 50 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, დღის მანძილზე, რეკომენდირებულია 6 ულუფა მარცვლეულის მიღება.
მარცვლეულის ერთ ულუფაში იგულისხმება: ერთი ნაჭერი პური, ნახევარი ფუნთუშა ან ნახევარი ჭიქა მარცვლეული (მაკარონი, ბრინჯი და ა. შ.).


შენიშვნა: აქ ნახევარი ჭიქა მარცვლეული და ბურღულეული, უმი სახით იგულისხმება.


პურის ოპტიმალური დღიური ნორმა – 2 ნაჭერი არის, ხოლო დანარჩენი მარცვლეული – კერძის სახით უნდა იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მარცვლით გამომცხვარი პური უფრო მეტ ბოჭკოვანას და ვიტამინებს შეიცავს და შესაბამისად, უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი პური.

imageimageimage

არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


სამოთხე ნარკომანებისთვის – ეპოქა, რომელშიც «მთავარი წამალი» ჰეროინი, ოპიუმი და მორფინი იყო


თანამედროვე ადამიანი 200 000 წლისაა, ცივილიზაცია – 10 000 წლის. რა ხდებოდა 190 000 წლის მანძილზე?


15 საინტერესო და საოცარი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ


წარმატების ფორმულა ამერიკელი ბიზნეს–ტრენერისგან

0
826
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
826
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0