სასარგებლო პროდუქტები წარმოუდგენელი ფაქტები ლუდის შესახებ. კოქტეილი «შავი ხავერდის» რეცეპტი 2020, 26 აგვისტო, 9:52 ეს დაბალალკოჰოლური სასმელია, რომელიც წყურვილსაც კლავს და ორგანიზმს ვიტამინებით და მიკროელემენტებით ამარაგებს. ლუდი — В1, В2, В6 ვიტამინების, ფოლიუმის მჟავის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის და სხვა მინერალების წყაროა. სასმელის კლასიფიკაცია ფერის, სიმაგრის, დუღილის ხერხების და იმ ნენდლეულის მიხედვით ხდება, რომლისგანაც ის იწარმოება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს უალკოჰოლო ლუდიც, რომლის შემადგენლობიდან გრადუსი ამოღებულია. ლუდის დამზადებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და სასმელთან დაკავშირებით, არაერთი ფაქტი არსებობს. აქ კი, ამ უდაოდ, სასარგებლო სასმელის შესახებ, ყველაზე საინტერესო და დაუჯერებელ ფაქტებს წარმოგიდგენთ. მაგრამ მანამდე, უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც ყველაფერში, ამ სასმელთან მიმართებაშიც, ზომიერების დაცვა არის საჭირო: ლუდის დღიური ნორმა მამაკაცებისთვის — არაუმეტეს, 1 ლ-ია, ხოლო, ქალბატონებისთვის — 750 მლ. მისი მოხმარება კი, კვირაში, მხოლოდ 5 დღე შეიძლება. სარიტუალო სასმელი. ეგვიპტეში სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. 1200 წლით არის დათარიღებული. მასში ნაპოვნი არტიფაქტებიდან გაირკვა, რომ სამარხი ლუდის მხარშავს ეკუთვნოდა, რომელიც სასმელს მუტს (ქალღმერთების დედოფალი ეგვიპტურ მითოლოგიაში) უხარშავდა. სიკვდილით დასჯა ფალსიფიცირებისთვის. ძველ ბაბილონში, ლუდის მხარშავს სიკვდილით სჯიდნენ, თუ ის ლუდს წყლით გააზავებდა — მას თავისსავე მოხარშულ ლუდში ახრჩობდენე. ბანანის ლუდი. ჩვენი ბავშვობის სტერეოტიპები დაიმსხვრა — გვეგონა, რომ აფრიკაში მხოლოდ ბაბანს ჭამდნენ... და აღმოჩნდა, რომ იქ ბანანს მხოლოდ კი არ ჭამენ, მისგან ლუდსაც ამზადებენ. 67, 5% — ყველაზე მაღალალკოჰოლური ლუდის სიმაგრეა. ჩვეულებრივი წესით, ასეთი შემადგენლობის ლუდის მიღება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია — ყველაზე გამძლე საფუარი 18%-ზე უკვე იღუპება. ამიტომ, მას მრავალჯერადად ყინავენ, აცალკევებენ გაყინულ უალკოჰოლო ნაწილს და გაუყინავი სპირტის კონცენტრაციას ზრდიან. ამ ლუდს «გველის შხამი» ჰქვია და მას მხოლოდ შოტლანდიაში აწარმოვებენ. Table d'hôte - იგივე table beer (2-3% ალკოჰოლის შემცველობით), რომელსაც ბელგიაში აწარმოებენ, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე, ამ ქვეყნის სასკოლო კვების რაციონში შედიოდა. ბოთლი-აგური. გასული საუკუის 60-იან წლებში Heineken-მა ლუდი კვადრატული ბოთლებით გამოუშვა, რომ მოხმარების შემდეგ, ხალხს ბოთლი, აგურის სახით გამოეყენებინა. ატომური ლუდი. 1956 წელს ამერიკაში ექსპერიმენტი ჩაატარეს, იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს ლუდზე ატომური აფეთქება: მათ ლუდის ბოთლი აფეთქების ეპიცენტრის გვერდით მოათავსეს... ბოთლი გადარჩა, ხოლო დეგუსტატორმა თქვა, რომ მისი საგემოვნო თვისებები დიდად არ იყო შეცვლილი. რაც შეეხება რადიაციის დონეს, გაირკვა, რომ ერთჯერადი მიღებისთვის, ასეთი ლუდი, ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დისკვალიფიკაცია. ისტორიაში პირველი, დოპინგური სკანდალი ოლიმპიადაზე, სწორედ ლუდის გამო ატყდა. შვედმა ხუთჭიდელმა, დასამშვიდებლად, 1-2 ჭიქა ლუდი დალია... და თურმე, არ შეიძლებოდა! ჰოპი. (Humulus, hop — მცენარე კანაფისებრთა ოჯახიდან). ამჟამად, ლუდის ყველა მწარმოებელი, სასმელში სწორედ ამ მცენარეს ამატებს. მაგრამ, ადრე, კონსერვანტის სახით, შეიძლება კანაფი (ჰოპის ყველაზე ახლო ნათესავი), ბეგქონდარა, ავშანი ან ფარსმანდუკი ყოფილიყო გამოყენებული. 992 გრამი. პირველი ქილის ლუდი 1935 წ. ლუდსახარშმა Krueger-მა (ნიუ-ჯერსი, აშშ) გამოუშვა და ის, თითქმის, კილოგრამს იწონიდან. ფერი. რაც უფრო მუქია ბოთლი, მით უკეთესად ინახება მასში ლუდი. ლუდის კოქტეილი «შავი ხავერდი». ლეგენდის თანახმად, ეს «ფენოვანი» სასმელი 1861 წ. ლონდონის ერთ-ერთი კლუბის ბარმენმა შექმნა და ის ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას მეუღლის, პრინცი ალბერტის ხსოვნას მიუძღვნა. ამ კოქტეილის მომზადება ძალიან მარტივია, რადგან მასში მხოლოდ ორი ინგრედიენტი — ლუდი და შამპანური შედის. რეცეპტი კი, ასეთია: შამპანურის ბოკლში ჩაასხით 150 მლ. შავი ცივი ლუდი და ძალიან ფრთხილად, ისე, რომ სასმელები ერთმანეთს არ შეერიოს, დანაზე ჩაყოლებით ან სუფრის კოვზის შიდა მხარის მეშვეობით, დაამატეთ 100 მლ. ცივი შამპანური. * თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! * რჩევა: რა არის საჭირო, ღვინის სუფრასთან მიტანის წინ, რომ მან თავი სრულად წარმოაჩინოს? * მშრალი, «გამომცხვარი» და სამკურნალო მურაბები (10 რეცეპტი)
134 8-ს მოსწონს
|