კერძები ბოსტნეულისაგან ფარშირებული წიწაკა ანტალიურად 2021, 28 ივნისი, 9:41 ეს კერძი ანტალიის ბევრი ძვირიანი სასტუმროს რესტორნის მენიუშია და წიწაკის ტოლმისგან განსხვავებით, ხორცის გარეშე მზადდება. თუმცა, ბევრად უფრო გემრიელია! ხოლო, დახვეწილი გემოს საიდუმლო, სანელებლებში და გულსართის კარგად შერჩეულ ინგრედიენტებშია. ინგრედიენტები: ბულგარული წიწაკა (მწვანე ან წითელი) — 12 ცალი კარტოფილი — 7 ცალი ხახვი — 1 ცალი სტაფილო — 1 ცალი პომიდორი — 3 ცალი ქამასოკო — 200 გრ. ზეთი — 110 მლ. არაჟანი — 2 ს. კ. ნაღები — 100 მლ. მარილი — 2 ჩ. კ. (ან გემოვნებით) პიტნა — 1 ჩ. კ. დაფქული წითელი წიწაკა — 1 ჩ. კ. წყალი — 200 მლ. კამა და ხახვი — თითო კონა. ტომატი — 3 ს. კ. მომზადება: I. ხახვი დაჭერით კუბიკებად > მსხვილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო > ეს ინგერდიენტები ერთმანეთს შეურიეთ და 3–4 წუთი, საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ ზეთში. II. დაჭერით კუბიკებად ნიორი და სოკო > დაამატეთ უკვე მოთუშულ ინგრედიენტებს და კიდევ 5 წთ–ის მანძილზე თუშეთ. III. დაჭერით მწვანილი და დაამატეთ ბოსტნეულს. IV. ბულგარულ წიწაკას მოაცილეთ ყუნწი და თესლი > დაასხით ადუღებული წყალი და 10 წთ. გააჩერეთ მასში. V. მსხვილ სახეხზე გახეხეთ კარტოფილი > გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით პომიდორი > ეს ორი ინგრედიენტი ერთ თასში მოათავსეთ > დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ხახვი, არაჟანი, ნაღები და სანელებლები > შეურიეთ ერთმანეთს თასში და ტაფაში მოთავსებული ინგრედიენტები. VI. გულსართით შეავსეთ წიწაკა და ჩააწყეთ ისეთ ქვაბში, რომ მომზადების პროცესში, ფეხზე იდგეს > წყალს შეურიეთ ტომატი (ტომატის ნაცვლად, შეგიძლიათ 2–3 პომიდორი დაჭრათ და წიწაკებს შორის ჩაალაგოთ) და ჩაასხით წიწაკებს შორის > მოაყარეთ ზემოდან 1 მწიკვი მარილი. VII. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ 1 სთ-ს მანძილზე. 295 2-ს მოსწონს
|