შემწვარი თევზი ინდურად (გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი, + სოუსის რეცეპტი, შემწვარი თევზისთვის)
ეს კერძი მხოლოდ დახვეწილი გემოთი კი არ გამოირჩევა, – ის, ამავდროულად, სწრაფად და მარტივად მოსამზადებელიც არის. სუფრასთან მისი მიტანა, რეკომენდირებული ცხელი სახით. თუმცა, ცივიც ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
მინტაი (ან ნებისმიერი სხვა თევზი 1 კგ-ს ფარგლებში) — 1 ც.
მარილი, პილპილი — თითო ჩ. კ.
ლიმონის წვენი — გემოვნებით
ზეთი — 60 მლ.
ძმარი (9% ) — 1 ჩ. კ.
თევზის ხმელი სანელებლები (ან გემოვნებით) — 1 შეკვრა
მომზადება:
I. თევზი გაასუფთავეთ > სიგრძეზე გაჭერით 2 ნაწილად და ხერხემალი მოაცილეთ > ფილე დაჭერით ნაჭრებად.
II. თასში ჩაწურეთ ლიმონის წვენი > ჩაამატეთ მარილი, პილპილი და სანელებლები > დაამატეთ ძმარი.
III. ჩააწყეთ მარინადში თევზის ნაჭრები და გააჩერეთ მასში 20 წ–თი > ამის შემდეგ, თევზის ნაჭრები დააწყეთ უკვე გაცხელებულ ტაფაზე და თავისი მარინადი ზემოდან მოასხით.
თევზი საშუალო ცეცხლზე უნდა შეწვათ.
სუფრაზე კერძთან ერთად, აუცილებლად უნდა მიიტანოთ სოუსი. მაგ. ასეთი:
ინგრედიენტები:
მაიონეზი — 4 ს. კ.
ნიორი — 2 კბილი
კიტრი (პატარა) — 1 ცალი
ოხრახუში — 3-4 ღერი
პილპილი — 1 მწიკვი
მარილი — გემოვნებით
მომზადება:
I. ნიორი მაიონეზში ჩააჭყლიტეთ > დაუმატეთ მარილი და პილპილი.
II. კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე.
III. მწვანილი წვრილად დაჭერით
IV. ყველა ინგრედიენტი ერთ თასში მოათავსეთ და ერთმანეთს კარგად შეურიეთ.






