x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამაზე გემრიელი შემწვარი თევზი არ არსებობს

image


ინგრედიენტები :


  • ვირთევზას ფილე — 500 გრ.
  • რძე — 1 ჭიქა
  • მდოგვი (პასტა) — 2 ჩ. კ.
  • მარილი — გემოვნებით
  • პილპილი — გემოვნებით
  • დაფქული ჯანჯაფილი — გემოვნებით

სოუსი, ამოსავლებად:

  • ფქვილი — 2 ს. კ.
  • კვერცხის ცილა — 2 ცალი
  • სახამებელი — 1 ს. კ.
  • საფანელი — საჭიროების მიხედვით
  • მარილი — გემოვნებით
  • წიწაკა (დაფქული) — გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება:imageI. გარეცხეთ და დაჭერით ულუფებად თევზის ფილე > მოათავსეთ თასში და დაასხით რძე > გააჩერეთ 1 სთ.

II. ამის შემდეგ, რძე გადაწურეთ > თევზი სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით კარგად გაამშრალეთ > შეურიეთ მარილი, პილპილი და ჯანჯაფილი > მოაყარეთ თევზის ნაჭრებს ორივე მხარეს, გადაუსვით მდოგვი > მოათავსეთ თასში და გადააკარით სამზარეულოს აპკი > 1 სთ-ით მოათავსეთ მაცივარში.

III. სოუსის მოსამზადებლად, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, საფანელის გარდა.

IV. თუ საჭირო გახდა, ფქვილი დაამატეთ (სოუსი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს).

V. ამოავლეთ თევზი სოუსში > შემდეგ საფანელში > შეწვით ზეთში, საშუალო სიძლიერის ცეცხლზე.

VI. შემდეგ სახურავი დაახურეთ, ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 5-7 წთ. გააჩერეთ ცეცხლზე.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image

1
811
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
811
  
2018, 12 იანვარი, 11:35
მმ... უგემრიელესი
0 1 1