თევზეული თევზეული – 10 საუკეთესო და მარტივი რეცეპტი 2019, 8 იანვარი, 11:21 თევზი ყველის «ქურქით»ინგრედიენტები: თევზის ფილე – 200 გრ. კვერცხი – 4 ც. ყველი (მაგარი) – 100 გრ. მაიონეზი – 60 მლ. მარილი და პილპილი – გემოვნებით ფქვილი – 80 გრ. ზეთი – შესაწვავად მომზადება: გახეხეთ ყველი მსხვილ ნახვრეტებიან სახეხზე > ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით > დაუმატეთ კვერცხს გახეხილი ყველი და მაიონეზი > კარგად მოურიეთ > დაუმატეთ მარილი და პილპილი > ჩააცერით ფქვილი, თან ურიეთ, რომ ფქვილმა პირი არ შეიკრას. დაჭერით ფილე პატარა ნაწილებად > ამოავლეთ უკვე მომზადებულ თევზის «კლარში» და შეწვით ზეთში. მიიტანეთ სუფრაზე თბილი სახით, გემრიელ გარნირთან ერთად.ფოლგაში გამომცხვარი თევზიინგრედიენტები: — თევზი (ნებისმიერი წითელი) — 2 ნაჭერი — ხახვი — 1/2 ცალი — ლიმონი — რამდენიმე ნაჭერი — პომიდორი — 1 ცალი — დაფნის ფოთოლი — 1-2 ცალი — შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით მომზადება: გაგრძელება >>> შემწვარი თევზის ფილე «კოტლეტი»ინგრედიენტები : ვირთევზას ფილე — 500 გრ. რძე — 1 ჭიქა მდოგვი (პასტა) — 2 ჩ. კ. მარილი — გემოვნებით პილპილი — გემოვნებით დაფქული ჯანჯაფილი — გემოვნებით სოუსი, ამოსავლებად: ფქვილი — 2 ს. კ. კვერცხის ცილა — 2 ცალი სახამებელი — 1 ს. კ. საფანელი — საჭიროების მიხედვით მარილი — გემოვნებით წიწაკა (დაფქული) — გემოვნებით ზეთი – შესაწვავად მომზადება: გაგრძელება >>> «ოქროს თევზი»ინგრედიენტები: ღურკანა (ვარდისფერი ორაგული) — 1, 5 კგ. მაიონეზი — 300 მგ. მარილი, სუნელები — გემოვნებით მომზადება: გაგრძელება >>> მაიონეზით შემწვარი ორაგულიინგრედიენტები: თევზი - 1, 5 კგ. მაიონეზი - 200 მლ. მარილი - 1 ჩ. კ. დაფქული შავი პილპილი - 1 ჩ. კ. ფქვილი - 1 ჭიქა ზეთი - შესაწვავად მომზადება: გაგრძელება >>> თევზი პეკინურადინგრედიენტები: თევზი (ორაგული) – 1 კგ. ხახვი – 2 თავი ნიორი – 5-6 კბილი ზეთი – 2 ს. კ. არაყი – 1 ს. კ. სოიოს სოუსი – 2 ს. კ. დაფქული წითელი წიწაკა – 1 ჩ. კ. მარილი – 1 ს. კ. ფქვილი – 1 ჭ. ზეთი – შესაწვავად მომზადება: თევზი გაასუფთავეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად > ხახვი და ნიორი გაატარეთ მანქანაში > დაამატეთ: სოიოს სოუსი, არაყი, წიწაკა და მარილი > ყველაფერი კარგად აურიეთ > თევზის ნაჭრები ამოავლეთ ნაზავში > ჩააწყეთ ემალირებულ ქვაბში, დაახურეთ სახურავი და 1 სთ. გააჩერეთ გრილ ადგილზე > ამოავლეთ ფქვილში > შეწვით ზეთში. სკუმბრია პომიდვრის სოუსითინგრედიენტები: სკუმბრია – 2 ცალი ნიორი – 2 კბილი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი პომიდორი – 5 ცალი (ან ტომატი – 200 მლ. + წყალი 200 მლ.) ზეთი – 2 ს. კ. რბილი ყველი – 4 ნაჭერი ფქვილი – 0, 5 ჭ. მარილი, პილპილი – გემოვნებით ოხრახუში – 6 ძირი ზეთი – შესაწვავად მომზადება: გაასუფთავეთ, სიგრძეზე გაჭერით და ფხები გამოაცალეთ სკუმბრიას > ერთმანეთს შეურიეთ მარილი და პილპილი > წაუსვით თევზს > ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში. დაჭერით ნიორი წვრილად, ბულგარული წიწაკა კუბიკებად > მოთუშეთ 2 ს. კ. ზეთში > დაამატეთ ქერქგაცლილი და დაჭრილი პომიდორი ან ტომატი წყლით > როდესაც წამოდუღდება, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი > ჩააწყეთ ტაფაში თევზი > ზემოდან დაალაგეთ ყველი > გამორთეთ ცეცხლი და დაახურეთ სახურავი ჰერმეტულად. კერძი მზად ყველის გადნობის შემდეგ იქნება.თევზი მარინადითინგრედიენტები: ორაგული - 1 კგ. სტაფილო - 4 დიდი ხახვი - 3 თავი ტომატ-პასტა - 6 ს. კ. ზეთი - 5-7 ს. კ. მარილი - გემოვნებით ოხრახუში - 1 კონა დაფნის ფოთოლი - 3-4 ც. შავი პილპილის მარცვლები - 10-15 ც. მომზადება: გაგრძელება >>> თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლოადამიანების უმრავლესობას არ უყვარს შემწვარი თევზიდან წვრილი ფხების გამორჩევა! ხოლო თუ საქმე ბავშვის კვებას ეხება, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და თევზის გარჩევა, უფრო დიდი ყურადღებით არის საჭირო. მაგრამ, არის თევზის შეწვის ხერხი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, თევზს წვრილი ფხები უქრება. ამ რეცეპტის გამოყენება ყველა სახის თევზის შეწვისას შეიძლება: გაგრძელება >>> თევზი ცომშიინგრედიენტები: თევზი – 1, 2 კგ. ზეთი – შესაწვავად ცომისთვის: კვერცხის ცილა – 2 კვერცხის წყალი – 1, 5 ჭ. ფქვილი – 3 ჭ. მარილი – 1 ჩ. კ. მარინადისთვის: ლიმონის წვენი – 0, 5 ჭ. მარილი და დაფქული პილპილი – გემოვნებით ოხრახუში – 1 კონა მომზადება: შეურიეთ ერთმანეთს მარინადის ინგრედიენტები > გაასუფთავეთ თევზი, მოახილეთ ფხები > დაჭერით თევზის ფილე > მოათავსეთ ემალირებულ თასში და დაამატეთ მარინადი > კარგად ამოურიეთ ხელით > გააჩერეთ 1-2 საათი. მოამზადეთ თხევადი ცომი, მოცემული ინგრედიენტებით > ამოავლეთ მასში თევზის ფილე და შეწვით დიდი რაოდენობით ზეთში. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 1852 8-ს მოსწონს
|