თევზეული ფოლგაში ცხობის 8 ხრიკი და გამომცხვარი თევზის რეცეპტი 2016, 13 აპრილი, 9:53 ფოლგაში ცხობის საშუალო დრო — 15-30 წუთია, 190-200 °С ტემპერატურაზე. ტემპერატურის შემცირების შემთხვევაში, მომზადების დრო იზრდება, თუმცა კერძის გამოშრობის რისკი მცირდება.
ცხობისთვის გამოიყენება ხორცი ძვლების გარეშე, უკიდურეს შემთხვევაში, ხორცი ისე უნდა იყოს შეხვეული, რომ ფოლგა არ გახეს. რაც შეეხება თევზს, მასაც არ უნდა ჰქონდეს გვერდებში წვეტიანი გამონაზარდები. — ფოლგის არჩევა — ნაკვერჩხალზე ცხობის შემთხვევაში, უმჯობესია სქელი ფოლგის გამოყენება — ასე კერძის დაწვის და ფოლგის გახევის რისკი შემცირდება. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება თხელი ფოლგის 2-3 ფენის გამოყენება. გარდა ამისა, ხორცის ცხობის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად ჰერმეტულად არის შეხვეული პროდუქტი. ეს იმისთვის, რომ ნაცარი შიგნით არ მოხვდეს და წვენი გარეთ არ გამოვიდეს. — ინგრედიენტების დამატების თანმიმდევრობა — იმისთვის, რომ ხორცი კარგად გამოცხვეს და სანელებლების არომატი გაუჯდეს, მისი ზედაპირი, რამოდენიმე მმ. სიღრმეზე, დანით დასერეთ, წესით – ჯვარი ჯვარზე. ხორცი რომ არ დაიწვას, მის ქვემოთ ბოსტნეული უნდა იყოს დალაგებული, ხოლო ზემოდან სანელებლების და ნივრის გადასმა არის საჭირო. ასე ხორცი მაქსიმალურად შეიწოვს როგორც ბოსტნეულის, ისე სანელებლების გემოს და არომატს. — ფოლგაში შეხვევის წესი — ფოლგაში ცხობის დროს გაითვალისწინეთ, რომ მისი პრიალა მხარე შიგნით უნდა იყოს. ფოლგა გადაკეცეთ შუაზე, ბოსტნეული და ხორცი, რაც შეიძლება ახლოს მოათავსეთ ფოლგის გადანაკეცთან. ჯერ გადაკეცეთ ფოლგის ის კიდეები, რომლებიც გადანაკეცის პარალელურად მდებარეობს, ხოლო შემდეგ, გვერდებიც დაამაგრეთ. მიღებული პაკეტი ხელით შეკუმშეთ. ამგვარი შეფუთვა, ხორცის მზადყოფნის შეტყობინებას იძლევა — ის იბერება, ხოლო გაკეცვის ადგილი შავდება. — ჰაერით და ჰაერის გარეშე — ხორცის ან თევზის ცხობის დროს, შეეცადეთ, რომ ფოლგა მჭიდროდ ეკვროდეს პროგუქტების ზედაპირს. ბოსტნეულის ცხობისას კი, პირიქით, ცოტა ჰაერი დატოვეთ — ასე, ბოსტნეული საკუთარ ორთქლში გამოცხვება და არ დაიწვება. — კერძი რომ არ დაიწვას — ნაკვერჩხალზე მომზადების შემთხვევაში, ნაკვერჩხალი ცოტა უნდა შეგრილდეს — ამის შემდეგ, ნახშირში ფოლგის პაკეტის ღრმად მოთავსება შეიძლება. ხოლო, თუ ლოდინი არ გინდათ, შეგიძლიათ ფოლგის პაკეტი ცხელ ნაკვერჩხალთან ახლოს, გადაღუნვის ადგილით ძირს მოათავსოთ და გვერდით ქვა დაუდით, რომ არ გადავარდეს. — ქერქის დავიწყება არ შეიძლება — იმისათვის რომ ხორცს ან თევზს დაბრაწული ქერქი ჰქონდეს, გახსენით ფოლგა და კიდევ 5-10 წუთი აცხვეთ. გაფრთხილება: ფოლგის გახსნისას, სიფრთხილე გამოიჩინეთ. როგორც კი შეფუთვის ჰერმეტულობა დაირღვევა, შიგნიდან ცხელი ორთქლი გამოვა და მოერიდეთ. თევზი ფოლგაში ამ რეცეპტით მომზადებული თევზი, ძალიან არომატული და გემრიელია! ინგრედიენტები: — თევზი (ნებისმიერი წითელი) — 2 ნაჭერი — ხახვი — 1/2 ცალი — ლიმონი — რამდენიმე ნაჭერი — პომიდორი — 1 ცალი — დაფნის ფოთოლი — 1-2 ცალი — შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით მომზადება: 1. ცეცხლგამძლე ფორმაში ჩაფინეთ ფოლგა > პირველ ფენად მოათავსეთ დაჭრილი ხახვი > ზემოდან დაალაგეთ ლიმონის ნაჭრები > შემდეგ თევზის ნაჭრები.
3672 10-ს მოსწონს
|