x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ოქროს თევზი» საახალწლო სუფრისთვის

არიან ადამიანები, რომლებსაც თევზი მაინცა და მაინც არ უყვართ. მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი ჩართვა მენიუში აუცილებელია, თევზის სასარგებლო თვისებების გამო.
აქ მოცემულია რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებული თევზის დაგემოვნების შემდეგ, მათ ვისაც თევზი არ უყვართ, იძულებით აღარ დასჭირდებათ თევზიანი კერძის მირთმევა — ნაზი, წვნიანი და არომატული თევზი პირდაპირ პირში დნება. კულინარიის ამ შედევრისადმი, სუფრასთან არავინ დარჩება გულგრილი.


image


ინგრედიენტები:

ღურკანა (ვარდისფერი ორაგული) — 1, 5 კგ.
მაიონეზი — 300 მგ.
მარილი, სუნელები — გემოვნებით

მომზადება:

1. თევზი გაასუფთავეთ > 1, 5 - 2 სმ-ს სიგანის ნაჭრებად დაჭერით ხერხემლის ვერტიკალურად > წაუსვით თითოეულ ნაჭერს მარილი და სუნელები > მოასხით მაიონეზი.
2. ყველაფერი კარგად აურიეთ და გრილ ადგილზე გააჩერეთ 2-3 საათით.
3. გამოაცხვეთ აეროგრილში 235 გრადუსზე, დაახლოებით, 30-40 წუთის მანძილზე (აეროგრილის ნაცვლად, აირღუმელის გამოყენებაც შეიძლება), ვიდრე ოქროს ფერს არ მიიღებს.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* 2017 წლის საახალწლო მენიუ

* თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლო!

* სამი რეცეპტი ორაგულის მოსამზადებლად: მაიონეზით შემწვარი, მარინადით და კოტლეტი

* ხეკის ფუმფულა კოტლეტები

* ფოლგაში ცხობის 8 ხრიკი და გამომცხვარი თევზის რეცეპტი

* საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი, ყველა სახის ღვეზელისთვის

0
409
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0