თევზეული სამი რეცეპტი ორაგულის მოსამზადებლად: მაიონეზით შემწვარი, მარინადით და კოტლეტი 2015, 16 ივლისი, 17:02
მასალა: თევზი - 1, 5 კგ. მაიონეზი - 200 მლ. მარილი - 1 ჩ. კ. დაფქული შავი პილპილი - 1 ჩ. კ. ფქვილი - 1 ჭიქა ზეთი - შესაწვავად მომზადება: 1. გაასუფთავეთ ორაგული და კარგად გაამშრალეთ ქაღალდის ხელახოცებით. 2. დაჭერუთ სიგანეზე 1, 5 სისქის ნაჭრებად. 3. აურიეთ ერთმანეთში მარილი, პილპილი და მაიონეზი. წაუსვით თითოეულ ნაჭერს ცალ-ცალკე და მოათავსეთ ემალირებულ ან მინის თასში. თასი ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და 30 წთ. მაცივარში შედგით. 4. ტაფაში ზეთი ჩაასხით და კარგად გააცხელეთ. თევზის ნაჭრები ფქვილში ამოავლეთ და შეწვით საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. ერთი გვერდი რომ შეოწვება და მეორე მხარეს გადააბრუნებთ, ტაფას 5 წთ. სახურავი დაახურეთ. შემდეგ, ახადეთ და შეწვა გააგრძელეთ. თევზი მარინადით მასალა: ორაგული - 1 კგ. სტაფილო - 4 დიდი ხახვი - 3 თავი ტომატ-პასტა - 6 ს. კ. ზეთი - 5-7 ს. კ. მარილი - გემოვნებით ოხრახუში - 1 კონა დაფნის ფოთოლი - 3-4 ც. შავი პილპილის მარცვლები - 10-15 ც. მომზადება: 1. გაასუფთავეთ და გარეცხეთ თევზი. გაყავით სამ ნაწილად და მოხარშეთ მარილიან წყალში, დაფნით და პილპილით. 2. გაფცქვენით ხახვი და სტაფილო. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო სახეხზე გახეხეთ. 3. ზეთში ერთად მოთუშეთ სტაფილო და ხახვი. 4. ვიდრე სტაფილო და ხახვი მოითუშება, თევზს კანი გააცალეთ და თითისხელა ნაწილებად დაჭერით. 5. სტაფოლო რომ მოითუშება, დაამატეთ ტომატი (თუ წვნიანი გინდათ რომ იყოს, შეგიძლიათ 2-3 წვრილად დაჭრილი პომიდორიც დაამატოთ), მარილი, დაჭრილი მწვანილი. 6. მიღებული მასის ნახევარი ამოიღეთ და დარჩენილი კარგად გაშალეთ. ზემოდან გაანაწილეთ თევზი და მესამე ფენად, თევზზე გაანაწილეთ ტაფიდან ამოღებული ბოსტნეული. 7. დაახურეთ სახურავი და ერთი რომ წამოდუღდება, ცეცხლი გათიშეთ. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი სახით (გემო რომ გაუჯდება, უფრო გემრიელი იქნება). ორაგულის კოტლეტები მასალა: ორაგულის ფილე - 400 გრ. ხახვი - 1 ც. წიწაკა ჩილი - 1/2 ც. მდოგვი - 1 ს. კ. კვერცხი - 1 ც. მარილი - გემოვნებით ოხრახუში და კამა - თითო კონა საფანელი - რასაც შეიზელს ზეითუნის ზეთი - შესაწვავად მომზადება: 1. წვრილად დაჭერით თევზის ფილე, ხახვი, წიწაკა, მწვანილი და ერთმანეთში კარგად აურიეთ; დაამატეთ მარილი, მდოგვი და კვერცხი. 2. იმდენი საფანელი დაამატეთ, რომ ფორმის მიცემის შემდეგ, კოტლეტი არ დაიშალოს. 3. ზეთი კარგად გაცხელეთ და ისე შეწვით სრულ მზადყოფნამდე. 2105 6-ს მოსწონს
|