x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოლგაში ცხობის 8 ხრიკი და გამომცხვარი თევზის რეცეპტი

image

image

ფოლგაში ცხობის საშუალო დრო — 15-30 წუთია, 190-200 °С ტემპერატურაზე. ტემპერატურის შემცირების შემთხვევაში, მომზადების დრო იზრდება, თუმცა კერძის გამოშრობის რისკი მცირდება.


— რისი გამოცხობა შეიძლება —

image

image

image

ცხობისთვის გამოიყენება ხორცი ძვლების გარეშე, უკიდურეს შემთხვევაში, ხორცი ისე უნდა იყოს შეხვეული, რომ ფოლგა არ გახეს. რაც შეეხება თევზს, მასაც არ უნდა ჰქონდეს გვერდებში წვეტიანი გამონაზარდები.
image

— ფოლგის არჩევა —


image

image

ნაკვერჩხალზე ცხობის შემთხვევაში, უმჯობესია სქელი ფოლგის გამოყენება — ასე კერძის დაწვის და ფოლგის გახევის რისკი შემცირდება. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება თხელი ფოლგის 2-3 ფენის გამოყენება. გარდა ამისა, ხორცის ცხობის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად ჰერმეტულად არის შეხვეული პროდუქტი. ეს იმისთვის, რომ ნაცარი შიგნით არ მოხვდეს და წვენი გარეთ არ გამოვიდეს.

image— ინგრედიენტების დამატების თანმიმდევრობა —

imageimage

image

იმისთვის, რომ ხორცი კარგად გამოცხვეს და სანელებლების არომატი გაუჯდეს, მისი ზედაპირი, რამოდენიმე მმ. სიღრმეზე, დანით დასერეთ, წესით – ჯვარი ჯვარზე. ხორცი რომ არ დაიწვას, მის ქვემოთ ბოსტნეული უნდა იყოს დალაგებული, ხოლო ზემოდან სანელებლების და ნივრის გადასმა არის საჭირო. ასე ხორცი მაქსიმალურად შეიწოვს როგორც ბოსტნეულის, ისე სანელებლების გემოს და არომატს.

image— ფოლგაში შეხვევის წესი —

image

image

image

ფოლგაში ცხობის დროს გაითვალისწინეთ, რომ მისი პრიალა მხარე შიგნით უნდა იყოს. ფოლგა გადაკეცეთ შუაზე, ბოსტნეული და ხორცი, რაც შეიძლება ახლოს მოათავსეთ ფოლგის გადანაკეცთან. ჯერ გადაკეცეთ ფოლგის ის კიდეები, რომლებიც გადანაკეცის პარალელურად მდებარეობს, ხოლო შემდეგ, გვერდებიც დაამაგრეთ. მიღებული პაკეტი ხელით შეკუმშეთ. ამგვარი შეფუთვა, ხორცის მზადყოფნის შეტყობინებას იძლევა — ის იბერება, ხოლო გაკეცვის ადგილი შავდება.
image

— ჰაერით და ჰაერის გარეშე —

image

image

image

ხორცის ან თევზის ცხობის დროს, შეეცადეთ, რომ ფოლგა მჭიდროდ ეკვროდეს პროგუქტების ზედაპირს. ბოსტნეულის ცხობისას კი, პირიქით, ცოტა ჰაერი დატოვეთ — ასე, ბოსტნეული საკუთარ ორთქლში გამოცხვება და არ დაიწვება.

image

— კერძი რომ არ დაიწვას —

image

image

image

ნაკვერჩხალზე მომზადების შემთხვევაში, ნაკვერჩხალი ცოტა უნდა შეგრილდეს — ამის შემდეგ, ნახშირში ფოლგის პაკეტის ღრმად მოთავსება შეიძლება. ხოლო, თუ ლოდინი არ გინდათ, შეგიძლიათ ფოლგის პაკეტი ცხელ ნაკვერჩხალთან ახლოს, გადაღუნვის ადგილით ძირს მოათავსოთ და გვერდით ქვა დაუდით, რომ არ გადავარდეს.

image — ქერქის დავიწყება არ შეიძლება —

image

image

image

იმისათვის რომ ხორცს ან თევზს დაბრაწული ქერქი ჰქონდეს, გახსენით ფოლგა და კიდევ 5-10 წუთი აცხვეთ.

გაფრთხილება: ფოლგის გახსნისას, სიფრთხილე გამოიჩინეთ. როგორც კი შეფუთვის ჰერმეტულობა დაირღვევა, შიგნიდან ცხელი ორთქლი გამოვა და მოერიდეთ.


image


თევზი ფოლგაში

ამ რეცეპტით მომზადებული თევზი, ძალიან არომატული და გემრიელია!



image

ინგრედიენტები:


— თევზი (ნებისმიერი წითელი) — 2 ნაჭერი
— ხახვი — 1/2 ცალი
— ლიმონი — რამდენიმე ნაჭერი
— პომიდორი — 1 ცალი
— დაფნის ფოთოლი — 1-2 ცალი
— შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით


მომზადება:


1. ცეცხლგამძლე ფორმაში ჩაფინეთ ფოლგა > პირველ ფენად მოათავსეთ დაჭრილი ხახვი > ზემოდან დაალაგეთ ლიმონის ნაჭრები > შემდეგ თევზის ნაჭრები.


2. მოაყარეთ პილპილი, მარილი > მოასხით ლიმონის წვენი > ზემოდან დააწყეთ პომიდვრის ნაჭრები > ბოლოს – დაფნის ფოთოლი.


3. ზემოდან ფოლგა გადაახვიეთ და გვერდები კარგად შეუკარით > გამოაცხვეთ 30 წთ-ის მანძილზე, 180-200° С გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

1
3676
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3676
  
2016, 13 აპრილი, 14:42
აუჰ, მომინდაა :( მაგარიაა
0 1 1