თევზეული ხეკის ფუმფულა კოტლეტები 2015, 6 სექტემბერი, 11:19 ინგრედიენტები: ხეკის ფილე - 400 გრ. კარაქი - 100 გრ. კვერცხი - 1 ც. თეთრი პური - 150 გრ. ხახვი - 1 დიდი ან 2 პატარა რძე - 50-70მლ. ოხრახუში და ქინძი - თითო კონა მარილი და შავი დაფქული პილპილი - გემოვნებით საფანელი ზეთი მომზადება: 1. თევზს მოაცილეთ ტყავი და ძვალი > წვრილად დაჭერით მწვანილი > ხახვი დაჭერით და მოთუშეთ ზეთში. 2. თევზის ფილე, პური და ხახვი (შეგრილებული) გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. 3. ფარშს დაამატეთ კვერცხი, რძე, მწვანილი და დარბილებული კარაქი > კარგად აურიეთ ყველაფერი > შეანელეთ მარილით და პილპილით. 4. თუ ფარში თხელი გამოვა, დაამატეთ საფანელი > დაყავით გუნდებად, მიეცით კოტლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში. 309 6-ს მოსწონს
|