ცომეული საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი, ყველა სახის ღვეზელისთვის 2016, 3 აპრილი, 9:07 ინგრედიენტები: რძე – 2 ჭ. მარგარინი – 200 გრ. ზეთი (სუნის გარეშე) – 3 ს. კ. მშრალი საფუარი – 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ. ან სოდა 0, 5 ჩ. კ. შაქარი – 2 ს. კ. მარილი – 1 ჩ. კ. კვერცხი – 2 ც. + 1 ც. კვერცხის გული, გადასასმელად ფქვილი – 6 –7 ჭ. (250 გრ) ვანილინი – 0, 7 გრ. გულსართი: ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო გემრიელია ღვეზელი სიტკბოს გარეშე. რჩევა:
1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე. 3. ფქვილი შუაზე გაყავით > ერთ ნაწილს გამაფხვიერებელი ან სოდა შეურიეთ (მშრალი სახით) > ეს ფქვილი შეურიეთ თხევად მასას და კარგად მოურიეთ > დაამატეთ 2 ს. კ. ზეთი და კარგად შეაზილეთ > დარჩენილი ფქვილი ნაწი-ნაწილ დაამატეთ. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი და ელასტიური. იმ შემთხვევაში, თუ ცომი წებოვანი იქნება და ხელებზე მიგეკვრებათ, 1 ს. კ. ზეთი დაამატეთ და კიდევ ერთხელ მოზილეთ. 4. გადააფარეთ ცომს სამზარეულოს აპკი ან ტილო და გააჩერეთ 30-40 წუთი. 5. თუ ცომი ამოვიდა და გულსართი ჯერ მზად არ არის, ცომი უნდა ჩაზილოთ და ისევ აპკი გადააფაროთ. 7. როდესაც ღვეზელი გაფუვდება, ცოტა რძეში ან წყალში გახსნილი ვანილინიანი კვერცხის გული გადაუსვით ზემოდან. ღვეზელი უფრო ლამაზი რომ იყოს, მეორედაც გადაუსვით კვერცხის გულიანი ნაზავი. 625 10-ს მოსწონს
|