x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პურის შემცვლელი, ინდური ჰაეროვანი ,,პური" და ფუმფულა, არომატული, ძალიან გემრიელი პური საფუარის გარეშე

პურის შემცვლელი,  ინდური ჰაეროვანი “პური"

ინდოეთში “პურის" მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ წარმოდგენილი რეცეპტი საბაზო და ყველაზე მარტივად მოსამზადებელია.


ინგრედიენტები:


ფქვილი - 1 ჭიქა

თბილი წყალი - ½ ჭიქა


ზეთი - 1 ჩ. კ.

მარილი - ½ ჩ. კ.

ზეთი - შესაწვავად


მომზადება:


1. თასში ჩაყარეთ მარილი, ფქვილი და დაამატეთ წყალი > მოზილეთ სქელი ცომი > დაამატეთ ზეთი და ისევ მოზილეთ.

2. გაახვიეთ ცომი სამზარეულოს აპკში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ.

3. გაყავით ცომი 6 ტოლ ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ ჯერ ხელით, ხოლო შემდეგ გასაბრტყელებელიც გადაატარეთ.

4. ტაფაში ჩაასხით ზეთი, ისე რომ ძირი მთლიანად დაიფაროს > ზეთი რომ გაცხელდება, ჩადეთ კვერი და ორივე გვერდიდან გამოაცხვეთ. ქაფქირით გადააბრუნეთ.

თითოეული კვერი ცალ-ცალკე უნდა გამოაცხოთ და ტაფიდან ამოღების შემდეგ, ქაღალდის პირსახოცზე მოათავსოთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.

მიირთვით ცხელ-ცხელი.


ფუმფულა, არომატული და ძალიან გემრიელი პური საფუარის გარეშე


უსაფუარი პური


ინგრედიენტები:


კეფირი - 1 ჭიქა
ქვამარილი - 1 ჩ. კ.
ყავისფერი შაქარი - 1 ს.კ.
სოდა - 1 ჩ. კ.
ლიმონმჟავა - ½ ჩ. კ.
უმაღლესი ხარისხის ფქვილი - 2 ჭიქის ფარგლებში (რამდენსაც შეიზელს)


მომზადება:


1. კეფირში დაამატეთ მარილი, შაქარი, სოდა და იქამდე ურიეთ, ვიდრე შაქარი არ გადნება > ფქვილს შეურიეთ ლიმონმჟავა > დაუმატეთ ფქვილი კეფირს > მოზილეთ რბილი ცომი.
2. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი > ცომს ცოტა ფქვილი მიაფიფქეთ რომ ხელებზე არ მიგეკრათ და ფორმაში გადაიტანეთ.
3. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე, რეჟიმით ქვემოთ-ზემოთ და გამზადებული ფორმა შედგით 18-20 წუთით, ვიდრე ქერქი არ დაებრაწება.

1
3061
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3061
  
2015, 3 ოქტომბერი, 20:52
ქვამარილმა დაგლიჯა......
0 1 1