საზოგადოებრივი მინოსი - კრეტის დიდებული მეფე 2019, 21 დეკემბერი, 13:56 მინოსი (Minos) იყო ზევსისა და ევროპის (ევროპე) მრისხანე შვილი, დიდებული კრეტის განთქმული მეფე. კოლხი დედოფლის - პასიფაესგან მინოსს ჰყავდა შვილები: აკაკალისი (Acacallis), არიადნე (Ariadne), ანდროგეა (Androgeus), გლავკე (Glaucus), დევკალიონი (Deucalion), ფედრა (Phaedra), ქსენოდიკე (Xenodice) და კატრევსი (Catreus). პასიფაე გარდაცვალების შემდეგ ღმერთად აღიარეს. ძალზე საგულისხმოა, რომ კრეტის დედოფალი, რომელიც იმდენად დიადი იყო, რომ შემდგომში მითოლოგიურ საბურველში გაეხვია, არის კოლხეთის მეფის, აიეტის და. ეს კოლხეთისა და კრეტა-მიკენის კულტურების სიძველესა და სიმაღლეს, მათ შორის ძალიან ახლო ნათესაობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მინოსს კიდევ ჰყავდა შვილები რამდენიმე ქალისგან, ეს ქალები იყვნენ: ნიმფა პარეია, როდოსელი (თელქინელი) დექსითეა და ფესტოსელი ანდროგენეია. პარეიასგან მინოსს ჰყავდა ვაჟები: ევრიმედონი, ნეფალიონი, ქრისე და ფილოლავსი, რომლებიც შემდეგ ჰერაკლემ ამოხოცა, რომ თავისი ორი მეგობრის გამო შური ეძია. დექსითეასგან ჰყავდა ევქსანთიუსი. ანდროგენეასგან კი მინოსს ასტერიოსი (ასტერიონი) შეეძინა. მინოსი იყო ტროას ომის წინ, კრეტის საზღვაო ძალაუფლების დამფუძნებელი - თალასოკრატი მთელ მახლობელ კუნძულებზე (ჰეროდ. თუკიდიდე). მისივე სახელი ეწოდა ამ კუნძულის ძველ კულტურას. მისი სახელობისაა ძველი კრეტის ძირითადი კანონი (მინოსის კანონები) და მის სახელთანაა დაკავშირებული კნოსოსის სასახლის კომპლექსი, აგრეთვე უძველესი კრეტული ანბანი, იგივე A-ხაზოვანი ანბანი (რომელიც გ. კვაშილავას მიერ უკვე გაშიფრულია), თითქმის ყველაფერი, რაც მოხდა კუნძულ კრეტაზე ტროას ომამდე 200 წლის განმავლობაში. გვიანდელ თქმულებებში გულქვა ტირანი, უძველეს მიტებში ბრძენ და სამართლიან განმგებლად ითვლებოდა. ასე რომ ქვესკნელის მსაჯულთა დიდ სამეულში ღმერთებმა ორი ტახტი მიაკუთვნეს მინოსსა და მის ძმას - რადამანთისს. მესამე კი ეაკი იყო. ჰომეროსის მინოსი ზევსისა და ფენიქსის ასულ ევროპეს ვაჟია. დევკალიონისა და არიადნეს მამა, ზევსის სასურველი სტუმარი, იდომენევსის პაპა, რადამანთისის ძმა. ოდისეაში ვხვდებით გამოთქმას - "ენეოროს ბაზილევსი" ანუ ცხრაწლიანი მეფე. ასე ხსნიან: ყოველ 9 წელიწადში ან ახალ წელს, მინოსი შედიოდა იმ გამოქვაბულში, სადაც ყრმა ზევსს ნიმფები ზრდიდნენ და იქ თათბირობდა მამა კრონიდთან ახალი კანონების თაობაზე. ამრიგად, ტახტის კანონები ზეგარდმო ნაკარნახევად ითვლებოდა (შეად. მოსე და 10 მცნება). თვით მინოსი ზღვათა მეუფეა, თალასოკრატი, რაც ისტორიული სინამდვილის გამოხატულებაა: კრეტა ნამდვილად მბრძანებლობდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. მინოსთან კრეტის სხვა მეფეთა სახელებიც იჩრდილება (მაგ. იდომენევსი). მინოსი იქცა კრეტის მბრძანებლის სინონიმად. ეს სახელი ისე შეესისხლხორცა ამ კუნძულს, რომ ყველა მითსა და ლიტერატურულ ძეგლში, რაც მას მიეძღვნა ჰერაკლეს შემდეგ, ყველაზე მეტად ასაბუთებს ამ გმირის კავშირს ზევსთან, რომლის საკულტო კუნძულიც კრეტა იყო. თუმცა მრავალ სხვა გმირსაც აქვს პრეტენზია ზევსის ჩამომავლობაზე. ერთი სწავლული (ბეტე) იმ აზრსაც კი გამოთქვამს, რომ მინოსი თვითონ არის ხარი - არაბერძნული, კოლხური სახე. ასეთივე სახე ფიქსირდება ეგვიპტეში, ვინაიდან ეგვიპტური რწმენით ზეცა არის ძროხა, რომლის მუცელიც მოფენილია ვარსკვლავებით, ხოლო მინოსის მიწიერი მამა იყო ასტერიოსი (ვარსკვლავიანი) - ზევსის ერთ-ერთი ეპითეტი კუნძულ კრეტაზე. სწორედ მინოსის ცოლს, პასიფაეს ეყოლა ხარი, მინოტავრი, მინოსის ხარი. კრეტის გათხრებში ევანსის მიერ აღმოჩენილი კნოსის სასახლის ფრესკებზე გამოხატულია საკულტო თამაში ხარებთან (ისევ ხარის კულტი, რაც მეტად დამახასიათებელი იყო კოლხთათვის). შესაძლოა, კრეტიდან გადაიღეს ათენური წესი მეფე არქონტის ცოლის სარიტუალო თამაშისა ხარისსახიან დიონისესთან. თვით კრეტაზე კი მთელი ეს საოცრად გადახლართული და ღრმადგააზრებული წარმოდგენები ეგვიპტური რელიგიის კვალს ატარებს, სადაც ხარი აპისი, იგივე ღმერთი ოსირისია (ღმერთი - მეფე - ხარი ხომ ეგვიპტური სამებაა), თვით ოსირისი კი ეგვიპტეში უცხო ღმერთად ითვლებოდა და ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეგვიპტეში მისი კულტი კოლხური სამყაროდანაა შესული. აშკარაა ფინიკური რელიგიის ნათესაობაც, ევროპა, რომელიც ხარად გადაქცეულმა ზევსმა გაიტაცა, ასტარტას ორეულია. ასტარტას თავსამკაული სწორედ ხარის თავია. კრეტულ მითოლოგიაში ამ რელიგიამ განვითარება ჰპოვა, ხარის-სახე ზევსის კულტი ძლიერი იყო მეზობელ როდოსზეც, სადაც აღმართული იყო კოლხეთის სამეფო ოჯახის ფუძემდებლის - ჰელიოსის გიგატური ქანდაკება - როდოსის კოლოსი. მინოსური კულტურა დასავლეთში და კოლხური კულტურა აღმოსავლეთში ერთდროულად იფურჩქნებოდა და ერთი მოდგმის ხალხისა იყო. ეს კი მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 3000 წლიდან და ორივემ თავის ძლიერების პიკს მიაღწია ძვ.წ. 1800-1600 წლებში, რასაც ამყარებს ახალი და შედარებით ძველი გამოკვლევებიც. თუნდაც ინგლისელი მეცნიერის, ეჯერტონ საიქსისა (ჟურნ. "სიძველის ახალი ქვეყანა", 1966). რასაც ადასტურებს და აზუსტებს ესტონელი მეცნიერი აალოე, ამით იგი ეგვიპტელ მწერალთა კატასტროფის აღწერილობას რიგის უბის სარემას კრატერების კვლევას უკავშირებს და მინოსური კულტურის დასაწყის ასაკად ადგენს ძვ.წ. 2800-2600 წლებს. რიგელი მეცნიერის, ლ. ვლასოვის აზრით ეს უდავოდ უკავშირდება "საქართველოში აღმოჩენილ ქვის იარაღებს, მაღალ ცივილიზაციას, რომელიც ძვ.წ. 5000-4000 წლებში აღმოსავლეთიდან შეჭრილია დასავლეთში." ამით ვლასოვი არღვევს იმ არქეოლოგთა ეჭვს, აღმოსავლეთიდან საბერძნეთის გზით კულტურის შეჭრის შესაძლებლობა რომ აწუხებთ. საფუძვლიანად აბათილებს მათ ეჭვს საიქსიც ("საუკუნეთა საიდუმლოებანი", 1977). მითის ლაბირინთში იჭრება სიმართლის სხივი. ამასვე გვიდასტურებენ ანტიკური ეპოქის მკვლევარები, მწერლები და პოეტები. ნ. კრეტა. მეტად ბევრმა ამბავმა, მითმა თუ ისტორიამ მოიყარა თავი კრეტის დიდი მბრძანებლის სახელის გარშემო, შეიქმნა ვერსია ორი მინოსის - პაპისა და შვილიშვილის არსებობის შესახებ. ერთი დიდი მინოს I, ზევსის და პასიფაეს შვილი, მეორე კი - მინოს II. მინოს I-ის შვილიშვილი, თესალიიდან ჩასული დექტამოს დოროსის ძის შვილმა - ასტერიონმა (ასტერიოსმა) იშვილა (ვერსია ხელოვნური ჩანს). როცა ასტერიონი უშვილოდ გადაეგო, მინოს II-მ ტახტზე პრეტენზია განაცხადა. ამტკიცებდა, კრეტის ტახტი კანონით მე მეკუთვნის და რასაც მე ვილოცებ, უსათუოდ ასრულდებაო. სიტყვას საქმეც მიაყოლა. პოსეიდონს სთხოვა ზღვიდან ხარი გამომიგზავნე, რომ მსხვერპლად შემოგწიროო. მარტლაც, ტალღებში დიდებულმა ოქროსფერმა ხარმა გამოცურა. მინოსს მოეწონა, ვერ გაიმეტა, თავის ჯოგში შეურია, ღმერთს კი სხვა ხარი შესწირა. განრისხებულმა პოსეიდონმა თავისი ხარი გააგიჟა და პასიფაეს მისდამი არაბუნებრივი სიყვარული ჩაუნერგა. მინოსის ცოლი იოლად დანებდა ზღვის ხარს და ამ მანკიერი კავშირის შედეგად შვა კაციჭამია ხარ-კაცი - მინოტავრი ("მინოსის ხარი"). მინოსმაც შეიკედლა ცოლის ნაშობი ურჩხული და დიდოსტატ დედალოსს, რომელიც ათენში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ მინოსს შეეხიზნა, კოლხი მინოტავრისთვის საგანგებოდ ააშენებინა სახელგანთქმული ლაბირინთი. მიწისქვეშა სასახლის შუაგულში დაბმულ მინოტავრს მინოსი ადამიანის ხორცით კვებავდა. იმ ხანებში, ათენში მოკლეს ასპარეზობაზე გამარჯვებული ანდროგეოსი, მინოსის ძე. კრეტის მეფემ დამსჯელი ლაშქრობა მოაწყო, აიღო მეგარა, დაიმორჩილა ათენი და სამარცხვინო ხარკი დაადო: ყოველ 9 (ან სამ) წელიწადში, თუ ყოველწლიურად 7 ვაჟი და 7 ქალწული უნდა მიეცათ. ამ 14 რჩეულ ახალგაზრდას მინოტავრი გლეჯდა. მას ადამიანის ტანი და ხარის თავი ჰქონდა, ასეა გამოსახული ძველ სურათზე, სადაც თეზევსი მას კომბლით კლავს (რომი, ვილა ალბანი). როცა პაპასთან გაზრდილი თეზევსი დავაჟკაცდა, სამეფო ტახტის მისაღებად ათენს ჩავიდა და ასეთი ამბავი რომ შეიტყო, მოემზადა, მოხალისედ ავიდა გემზე, ჩავიდა კრეტაზე და მეფე მინოსის ასულ არიადნეს მახვილით მოკლა მინოტავრი. არიადნეს ძაფისვე შემწეობით გამოვიდა ლაბირინთიდან, გაიტაცა არიადნე, რომელიც გზაში დიონისეს დაუთმო და მოხსნა ხარკი ათენს. ძირგახვრეტილი გემებით მინოსი ვერ დაედევნა სიზიფეს. ამას მოჰყვა უარესი წყენა, რაზეც ჰეროდოტე მოგვითხრობს (7, 170). ლაბირინთის მშენებელი დედალოსი და მისი შვილი კრეტიდან გაიქცნენ, მინოსი დაედევნა მათ, კუნძულ სიცილიაზე გადავიდა, მეფე კოკალოსს ესტუმრა. მისმა ასულებმა ცხელი აბანო გაუმართეს და იქ ჰპოვა მინოსმა უსახელო აღსასრული (ან თვით კოკალოსმა მოკლა). დაფუფქული მეფის გვამი მის მხლებელთ გადასცეს. ჯერ სიცილიაზე დამარხეს, მერენეშთი კრეტაზე გადაასვენეს და ძეგლიც აუგეს. ჰომეროსის "ოდისეაში" მინოსი სულის მსაჯულია ზოგადად, ამაზე მოუთხრობს ოდისევსი ალკინოეს: "ჰადესში ვნახე ზევსის ბრძენი შვილი მინოსი, მარჯვენით ეპყრა ოქროს სკიპტრა, სულების მსაჯულს. იჯდა, სამართალს განაგებდა. ელოდა ყველა, ზოგი მჯდომარე, ზოგი ფეხზე მდგარი - სასახლის ჭერქვეშ" (11, 567-571). გვიანდელ თქმულებებში კი მინოსი საერთოდ ქვესკნელის უზენაესი მსაჯულია ეაკთან და რადამანთისთან ერთად, რაც ალბათ, უბრალო გაგრძელებაა იმ დიდი კანონმდებლური საქმიანობისა, რასაც სიცოცხლეში ეწეოდა. ტრაგედია "კრეტელები", რომელიც ევრიპიდემ მინოსს უძღვნა, სამწუხაროდ დაკარგულია. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. საინტერესო სტატიები კოლხეთის შესახებ:1. იბერო-კოლხების განსახლების არეალები ნაწ. I 2. იბერო-კოლხთა განსახლების არეალები ნაწ. II 3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში 4. იბერო-კოლხური ევროპა 5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე 6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი 7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები 8. კვირბები - კოლხური ტექსტები 9. კოლხთა დამწერლობის ნიმუშები 10. მინოსური წარწერები - კოლხური ტექსტები 11. რა წერია ფესტოსის დისკოზე? 12. კოლხეთის სამეფო 13. ლაზიკის სამეფო 14. პონტოს სამეფო 15. ტრაპიზონის იმპერია 16. კოლხური კულტურა 17. 6000 წლის წინანდელი მეტალურგიის კერა კოლხეთში 18. კოლხეთის ტერიტორიაზე საპიენსები ჯერ კიდევ 500 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ 19. მსოფლიოს პირველი მკერავები კოლხეთის ტერიტორიიდან 20. უძველესი ქართული საგანძური, სადაც კოლხური კულტურის წილი საკმაოდ დიდია 21. უძველესი ქართული საგანძური - დიდწილად კოლხური არეოლოგიური ნიმუშები 22. ეგვიპტელები და კოლხები 23. კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული დინოზავრები 24. ლაზური არქიტექტურა 25. რამდენი არიან ლაზები? 26. ვინ არიან ლაზები - ნაწ. I 27. ვინ არიან ლაზები - ნაწ. II 28. ვინ არიან ლაზები - ნაწ. III 29. ვინ არიან ლაზები - ნაწ. IV 30. ცხოველების სახელები ლაზურად 31. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ 32. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში 33. იბერო-კოლხური ცივილიზაცია 34. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები 35. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან 36. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი 37. კოლხეთის დედაქალაქის აიას მცირე ნაწილი აღმოჩენილია 38. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი კოლხეთის ტერიტორიაზე 39. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში 40. რუსი პროტოდიაკონი, ადრეი კურაევი აფხაზებს შესახებ 41. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთის შესახებ 42. ბასკურ-კოლხური კავშირები 43. კოლხი მედეა 44. კოლხი მედეა - მედიცინის სახელმიმცემი 45. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი 46. კოლხური ხარები - ხალკოტავრები 47. სპარტები - მიწისშობილი კოლხი მეომრები 48. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე 49. ჰეკატე - კოლხთა დიადი ქალღმერთი 50. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი 51. არგონავტები 52. არგო 53. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები? 54. ზვიად გამსახურდია იბერო-კოლხური ევროპის შესახებ 55. უკრაინელი მკვლევარი, არტიომ ივანცოვი იბერო-კოლხური ევროპის შესახებ 56. გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი 57. ხვამლის მთა - კოლხური მისტერიების ერთ-ერთი ეპიცენტრი 58. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი 59. კოლხები 60. კოლხეთი 61. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე 62. პასიფაე - კრეტის კოლხი დედოფალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე415 1-ს მოსწონს
|