x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პასიფაე - კრეტის კოლხი დედოფალი
პასიფაე - კრეტის კოლხი დედოფალი


პასიფაე (Pasiphae, Pasiphaessa; პასიფაი, პასიფაია, პასიფესა - "ყოვლის მანათობელი, ყოველთა სხივმფენი) იყო კრეტის კოლხი დედოფალი, კრეტის დიდებული მეფის, მინოსის მეუღლე, აფროდიტეს ნათესავი, ჰელიოსისა და პერსეიდის (ჰეკატეს) ასული (ან შვილიშვილი), კირკეს, პერსეს და აიეტის დაი. მინოსისგან პასიფაეს ჰყავდა შვილები: აკაკალისი (Acacallis), არიადნე (Ariadne), ანდროგეა (Androgeus), გლავკე (Glaucus), დევკალიონი (Deucalion), ფედრა (Phaedra), ქსენოდიკე (Xenodice) და კატრევსი (Catreus). ასევე მას გაუჩნდა მონსტრი შვილი, სახელად ასტერიონი (ვარსკვლავისებრი, starlike), რომელსაც ბერძნებმა მინოტავრი (Minotaur) შეარქვეს. პასიფაე გარდაცვალების შემდეგ ღმერთად აღიარეს. ძალზე საგულისხმოა, რომ კრეტის დედოფალი, რომელიც იმდენად დიადი იყო, რომ შემდგომში მითოლოგიურ საბურველში გაეხვია, არის კოლხეთის მეფის, აიეტის და. ეს კოლხეთისა და კრეტა-მიკენის კულტურების სიძველესა და სიმაღლეს, მათ შორის ძალიან ახლო ნათესაობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.


პასიფაე სამეფო ტახტზე. ანტიკური მოზაიკა


პასიფაეს ქმრის, მინოსის მამინაცვალი, სახელად ასტერიონი ისე გარდაიცვალა, რომ შვილი არ გასჩენია. გერმა მინოსმა მოისურვა, რომ დიდებული კრეტის მეფე გამხდარიყო და დასახმარებლად ღმერთებს მიმართა. როდესაც მინოსმა პოსეიდონს შესთხოვა დახმარება, მას მსხვერპლად შესაწირად ზღვიდან გამოუგზავნა თეთრი, ულამაზესი, ღვთიური, ზებუნებრივი ხარი. ამით მინოსმა მეფობის უფლება მოიპოვა, თუმცა ამ ხარის სილამაზით და სრულყოფილებით იმდენად მოიხიბლა, რომ პოსეიდონთან დადებული სიტყვა გატეხა და ხარი მსხვერპლად შესაწირად ვერაფრით გაიმეტა. მის სამაგიეროდ სხვა, საუკეთესო ხარი აარჩია და ის შეწირა ზღვათა და ოკეანეთა მეუფეს. პოსეიდონმა ურჩობისათვის დასაჯა მეფე მინოსი. მის ხარს სიგიჟე მოუვლინა, ხოლო მისი ცოლი, პასიფაე, ხარის მიმართ უჩვეულო ვნებით აღავსო. მათი კავშირის შედეგად ქვეყანას მოევლინა ნახევრად ხარი და ნახევრად ადამიანი - მინოტავრი. მინოტავრი არ მოკლეს, მაგრამ ლაბირინთში გამოამწყვდიეს, ვინაიდან საშიში იყო ადამიანებისთვის.



პასიფაე და თეთრი ხარი. პომპეი. ახ.წ. I ს.


შემდგომში პასიფაემ, რომელიც გადაღლილი იყო ქმრის მრავალრიცხოვანი სექსუალური თავგადასავლებით და მრავალი ღალატით, გადაწყვიტა შური ეძია მასზე. პასიფაე, ისევე, როგორც ნამდვილი კოლხი ქალი, როგორც მედეა, ძალიან მაღალ დონეზე ფლობდა მედიცინას, შელოცვებს და ჯადოსნური წამლების დამზადების საიდუმლობებს და ქმარს გაუკეთა ისეთი წამალი, რომ უცხო ქალთან ყოველი სექსუალური სიახლოვის დროს, მეფის "მოღალატე ორგანოდან" გადმოღვრილიყო შხამიანი გველებისა და მორიელების ნაკადი. ამას კი საბრალო ქალები სიკვდილამდე მიჰყავდა. როგორც კი სამეფოში გავრცელდა ხმები მეფე მინოსის ამ ახალი, საშინელი ფიზიოლოგიური თავისებურების შესახებ, მასთან ფიზიკური სიახლოვის მსურველთა რიცხვმა კატასტროფულად იკლო. მაშინ კი, უმოქმედობით სასოწარკვეთილმა უაღრესად ტემპერამენტიანმა მეფემ მორიგ რჩეულთან სექსის დროს, მის საშოში წინასწარ მოათავსა თხის შარდის ბუშტი. ექსპერიმენტმა გაამართლა, ქალი გადარჩა, ეჭვიანმა მეუღლემ კი ვერაფერი შეიტყო, სხვა ვერსიით კი ათენის მეფის ქალიშვილმა პროკრისმა მასთან სექსუალური სიახლოვის დროს, გამოიყენა ამ წამლის გამანეიტრალებელი ქიმიკატები, რომელიც დამზადებული იყო სამკურნალო მცენარეებისგან.


პასიფაე და ღვთიური ხარი


გარდაცვალების შემდგომ ქალღმერთად აღიარებული და კულტად ქცეული პასიფაეს მთავარი საკულტო ქალაქი გახლდათ ძველ ლაკონიაში მდებარე ქ. თალამე - სპარტელების კოინე (წინარე სამშობლო). ბერძენი მოგზაური პავსანია (Pausanias - ახ.წ. 110-180 წწ.) აღწერს, რომ თალამეში იდგა მამა-შვილის, ჰელიოსისა და პასიფაეს მშვენიერი ძეგლები. იგივე ავტორი პასიფაეს აიგივებს ბეოტიის დედოფალ ინოსთან (Ino) და მთვარის ქალღმერთ სელენესთან (Selene) და ამბობს, რომ პასიფაეს კერპს თაყვანი მიეგებოდა, როგორც მთვარის ქალღმერთ, მაგრამ კრეტული რელიგიის ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადგინა, რომ მინოსურ რელიგიაში მზე ქალად წარმოდგებოდა და არა მამაკაცად (ისევე, როგორც ქართულ კოსმოგონიაში), ამიტომ მიჩნეულია, რომ პასიფაე თავდაპირველად მზის ქალღვთაება უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ მისი მამა ჰელიოსი გახლდათ.

ციცერონი (მარკუს ტულიუს ციცერონი - ძვ.წ. 106-43) წერს, რომ სპარტელი ეფორები პასიფაეს საფლავზე იძინებდნენ ხოლმე იმისთვის, რომ ეხილათ წინასწარმეყველური სიზმრები და მათზე დაყრდნობით მიეღოთ სპარტელებისთვის მნიშვნვნელოვანი გადაწყვეტილებები.


პასიფაე და ჩვილი მინოტავრი


წყარო 1: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.

წყარო 2: გრეივს რობერთი. "ბერძნული მითები". 1955.

წყარო 3: ქარლ ქერენილი. "ბერძენთა ღმერთები". 1951.


საინტერესო სტატიები კოლხეთის შესახებ:


1. იბერო-კოლხების განსახლების არეალები ნაწ. I

2. იბერო-კოლხთა განსახლების არეალები ნაწ. II

3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

4. იბერო-კოლხური ევროპა

5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი

7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

8. კვირბები - კოლხური ტექსტები

9. კოლხთა დამწერლობის ნიმუშები

10. მინოსური წარწერები - კოლხური ტექსტები

11. რა წერია ფესტოსის დისკოზე?

12. კოლხეთის სამეფო

13. ლაზიკის სამეფო

14. პონტოს სამეფო

15. ტრაპიზონის იმპერია

16. კოლხური კულტურა

17. 6000 წლის წინანდელი მეტალურგიის კერა კოლხეთში

18. კოლხეთის ტერიტორიაზე საპიენსები ჯერ კიდევ 500 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ

19. მსოფლიოს პირველი მკერავები კოლხეთის ტერიტორიიდან

20. უძველესი ქართული საგანძური, სადაც კოლხური კულტურის წილი საკმაოდ დიდია

21. უძველესი ქართული საგანძური - დიდწილად კოლხური არეოლოგიური ნიმუშები

22. ეგვიპტელები და კოლხები

23. კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული დინოზავრები

24. ლაზური არქიტექტურა

25. რამდენი არიან ლაზები?

26. ვინ არიან ლაზები - ნაწ. I

27. ვინ არიან ლაზები - ნაწ. II

28. ვინ არიან ლაზები - ნაწ. III

29. ვინ არიან ლაზები - ნაწ. IV

30. ცხოველების სახელები ლაზურად

31. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ

32. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

33. იბერო-კოლხური ცივილიზაცია

34. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

35. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

36. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი

37. კოლხეთის დედაქალაქის აიას მცირე ნაწილი აღმოჩენილია

38. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი კოლხეთის ტერიტორიაზე

39. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში

40. რუსი პროტოდიაკონი, ადრეი კურაევი აფხაზებს შესახებ

41. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთის შესახებ

42. ბასკურ-კოლხური კავშირები

43. კოლხი მედეა

44. კოლხი მედეა - მედიცინის სახელმიმცემი

45. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

46. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

47. სპარტები - მიწისშობილი კოლხი მეომრები

48. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე

49. ჰეკატე - კოლხთა დიადი ქალღმერთი

50. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი

51. არგონავტები

52. არგო

53. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები?

54. ზვიად გამსახურდია იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

55. უკრაინელი მკვლევარი, არტიომ ივანცოვი იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

56. გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი

57. ხვამლის მთა - კოლხური მისტერიების ერთ-ერთი ეპიცენტრი

58. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი

59. კოლხები

60. კოლხეთი

61. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
772
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
772
  
2020, 16 ივნისი, 22:01
პასიფაე - კრეტის კოლხი დედოფალი, ქალღმერთი.
Pasiphaë - Colchian Queen of the first state of Europe - Crete

მშობლები: ჰელიოს სხივთამთოველი და პერსე ოკეანიდა.

ქმარი: ევროპის პირველი სახელმწიფოს - კრეტის მეფე მინო (მინოსი).

შვილები: აკაკალისი, არიადნე, ანდროგევსი, გლავკე, დევკალიონი, ფედრა, ქსენოდიკე, კატრევსი და ვარსკვლავმსგავსი ასტერიონი, იგივე მინოტავრი.

და-ძმები ორივეს, დედის და მამის მხრიდანაც: აიეტი, კირკე და პერსე.


Parents: Sun-God Helios and Perse Oceanida.

Consort: King Minos of Crete - The first state of Europe.

Children: Acacallis, Ariadne, Androgeus, Glaucus, Deucalion, Phaedra, Xenodice, and Catreus. She was also the mother of "starlike" Asterion, called by the Greeks the Minotaur.

Siblings (From both mothers and fathers side): Circe, Aeëtes and Perses.
2020, 16 ივნისი, 20:22
ევროპის პირველ სასახლეში - კნოსოსის კოლხურ სასახლეში არის ცნობილი დელფინებიანი აბაზანა, სადაც ულამაზესი ფრესკებია შემორჩენილი, დელფინების დეკორაციებით. ამ სასახლის და ცივილიზაციის აღმომჩენმა ევანსმა, ამ დარბაზს კოლხი დედოფლის, აიეტის დის - პასიფაეს დარბაზი უწოდა და დღემდე ასე ჰქვია. ხელოვნების ისტორიაში საერთოდ ფრესკები, სწორედ კრეტადან მოდის.

ასევე საინტერესოა, რომ მსოფლიო აზროვნების და გამომგონებლობის პიონერად და მთავარ გენიად მიჩნეული დედალოსი კოლხ დედოფალს ემსახურებოდა. დედალოსი პასიფაეს პირადი არქიტექტორი გახლდათ. და თუკი ვინმემ იცის რა არის, სად მდებარეობს და ვინ შექმნა ლაბირინთი, უნდა იცოდეს ისიც, რომ დედალოსმა ის სწორედ პასიფაეს შეკვეთით შექმნა.
2020, 16 ივნისი, 20:22
კნოსოსის სასახლეში მედეაც ნამყოფია, როცა არგოთი იასონთან ერთად გაიქცა. კრეტაზე ჩამოსვლისას მედეა პირველად თავის მამიდასთან მივიდა და მშობლიურ ენაზე - ზანურად ესაუბრა. ბერძნების მიხედვით პასიფაე ფარმაკოლოგიის ფუძემდებელია. ამავე დროს პასიფაე არა მხოლოდ კრეტაზე, არამედ კონტინენტურ საბერძნეთში, მაგალითად სპარტაში წინასწარმეტყველად და ერთ-ერთ მთავარ ქალღმერთად იყო მიჩნეული.

ძვ.წ. 1450 წლისთვის კუნძულ სან-ტორინიზე მომხდარმა ვულკანურმა ამოფრქვევამ დამანგრეველი მიწისძვრა გამოიწვია და ეგეოსის აუზში მინოური კულტურის მრავალი კერა გაანადგურა. მართალია კრეტა მას მთლიანად არ გაუნადგურებია, მაგრამ ძალიან შეარყია მისი დიდება. ძვ.წ. 1300 - 1100 წლებში მაგალითად მთლიანად დატოვა მოსახლეობამ კნოსოსის დიდებული, დაახლოებით 100 ათასკაციანი მოსახლეობის მქონე ქალაქი. ამ დაცემით ისარგებლეს ბერძნებმა და საბოლოოდ დომინაცია მოიპოვეს კუნძულზე, თუმცა ამ კულტურის მონაპოვარი ჯერ ბერძნული და შემდეგ მთელი ევროპული ცივილიზაციის დასაბამად იქცა.
0 1 3