x
image
თორ ნიკე
მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე
მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე


კრეტა (Crete, Krete, Kreta) საბერძნეთის უდიდესი კუნძულია ეგეოსის ზღვაში, მთიანი და ნაყოფიერი ქვეყანაა. მითებთან დაკავშირებული ცნობილი ადგილებია იდას მთები, დიქტეს მთა და გამოქვაბული, კნოსის სასახლის ნაშთები. ამ ფრიად მნიშვნელოვან ქვეყანაში ცნობილი იყო არაინდოევროპელი, კოლხებთან მონათესავე ხალხის (კრეტის აღმოსავლეთ ნაწილს დღემდე ლასითი ჰქვია - იხ. Lasithi) მიერ შექმნილი კრეტა-მიკენის ცივილიზაცია და ევროპის უძველესი სახელმწიფოებრიობა (ძვ.წ. 2600-1150 წწ.), რამაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა კონტინენტური ევროპის შემდგომ განვითარებაზე. ძვ.წ. 1400 - ძვ.წ. 1200 წლებში შორის ძველი ქალაქები დაინგრა. კუნძულზე დორიელები დასახლდნენ და თავიანთი ქალაქები ააშენეს. აქ შობილი ზევსი, მინოსის სასახლე, მასთან დაკავშირებული თქმულებები, სპილენძის ბუმბერაზი ტალოსი და სხვა მითებში დარჩა და ეს საგულისხმო მითებია - ნამდვილი ისტორიის მითურ საბურველში შემომნახველი.


კნოსოსის სასახლის ფრესკა. ძვ.წ. 1500 წ.


დიდხანს ეგონათ, რომ კრეტის კულტურა (ძვ.წ. 2600- ძვ.წ. 1150 წლები) ანტიკურ კულტურასთან (ძვ.წ. VIII - ახ.წ. V საუკუნეები) შედარებით პრიმიტიული და პროვინციული იყო, მაგრამ არქეოლოგიამ ეს აზრი არსებითად შეცვალა. კნოსოსის დიდებული სასახლის ნაშთები, ბრწყინვალე სვეტები, ფრესკები (ქალის თავი, მეჭურჭლენი, დელფინების ფერადი გუნდი, ხართან ბრძოლის სცენები, მოცეკვავე პრინცი ფრთოსანი გვირგვინით თავზე, ჭურჭელი) მოწმობენ, რომ კრეტაზე დაირწა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანი, ეგვიპტელთა და შუმერთა ჟამისა. აქ იბადებოდა მითი, იქმნებოდა ხელოვნების უძველესი ძეგლები, დაახლოებით იმ დროს, როცა პირველ დიდ კულტურებს ურუკაგონა ლაგაშელი, სარგონ აქადელი, ფარაონი ხეოფსი და ისტორიის სხვა პატრიარქები, კრეტაზე იყო მინოსი, კოლხეთში - აიეტი.



მინოსის სასახლის დელფინების ფრესკა


მითი და ისტორია მხარდამხარ მოჰყვება კრეტის ისტორიის მთავარ ეტაპებს: ადრეული კერამიკა, გამოქვაბულებიდან ქოხებში გადასვლა, ძველი სასახლეების ჟამი, ძველ ბერძენ ხელოვანთა სამეფო, ჰიქსოსები და ხშირი მიწისძვრები, კრეტის ოქროს ხანა, სასახლეები, მისტერიები, სამსხვერპლო საჩუქრები; პაქს მინოიკა - მინოსის სამეფო ქალაქები, ფლოტი, ვაჭრობა; მიკენელები, პელასგები, ლელეგები, მტრობა დიდ ხმელეთთან, თეზევსი, არიადნე, მიკენის ოქროს საგანძური, ხართა ბრძოლა - მითოსი და სინამდვილე; სანტორინის კატასტროფა - მინოსური კულტურის აღსასრული, ბრწყინვალე ცივილიზაცია კუნძულზე დაეცა, დაქვეითდა, დაინგრა ვულკანის ამოფრქვევის გამო. "ეგვიპტური ბინდი" ჩამოწვა კუნძულზე. მერე იწყება ჰომეროსის გმირთა ერა. მიკენელები კოლხეთში ლაშქრობენ, ოქროს საწმისს ეტანებიან ბერძენთა ტომები, ტროას ანგრევენ...


მინოსური ჩვეულებრივი სახლის რეკონსტრუქცია


კრეტის და მიკენის უჭკნობი კულტურა კი რჩება არა მხოლოდ მითებში, პოემებში, მიწის წიაღში ძალიან მდიდარი არქეოლოგიური მასალის სახით, არამედ დასაბამს აძლევს ძველბერძნულ კულტურას.

ძვ.წ. III - II ათასწლეულებში კრეტაზე განვითარებული დიდი არაინდოევროპული კულტურა შემდეგ ძვ.წ. მე-16 - მე-12 საუკუნეებში მიკენშიც გავრცელებულ და დიდ ხმელეთზე გადატანილ კულტურის ძეგლებს, 1900 წლიდან სერ ართურ ევანსის დაწყებულმა გათხრებმა მოჰფინა შუქი და მრავალი მითი გახდა საცნაური კნოსის (ან კნოსოსის) სასახლის ნანგრევთა წიაღში. ეს იყო მინოსის ეპოქის ცივილიზაცია (Minoan civilization - 2700-1100 BC; მინოსური ან მინოური ცივილიზაცია - ძვ.წ. 2700-1100 წწ.)), რომლის არქეოლოგიაც მთელ ეპოქას ქმნის.


კნოსოსის სასახლის სვეტები


კრეტა-მიკენის (ეგეოსური ცივილიზაცია, Aegean civilization) ცივილიზაცია მოიცავს მთელ საბერძნეთს და თავის თავში აერთიანებს 3 რეგიონს და თითოეული ამ რეგიონის კულტურა ექვემდებარება შემდეგ პერიოდიზაციას:


კონტინენტური საბერძნეთის (Mainland Greece) ეგეოსური ცივილიზაციის პერიოდიზაცია:

1. ადრეული ჰელადური - ძვ.წ. 3200-2000 წწ.

2. შუა ჰელადური - ძვ.წ. 2000-1550 წწ.

3. გვიანი ჰელადური - ძვ.წ. 1550-1050 წწ.


კუნძულ კრეტის ეგეოსური ცივილიზაციის, იგივე მინოსური ცივილიზაციის (Minoan civilization) პერიოდიზაცია:

1. ადრეული, უძველესი, სასახლის წინარე - ძვ.წ. 3650-2160 წწ.

2. შუამინოსური, ძველი სასახლეთა ხანა - ძვ.წ. 2160-1600 წწ.

3. გვიანმინოსური, იგივე უფრო გვიანდელი სასახლეების ხანა - ძვ.წ. 1600-1150 წწ.


კიკლადური კულტურის (Cycladic culture) პერიოდიზაცია:

1. ადრეული კიკლადური - ძვ.წ. 3200-2000 წწ.

2. გვიანი კიკლადური - ძვ.წ. 2000-1050 წწ.


არქეოლოგებმა გამოაზეურეს მინოსური კულტურის ძეგლთა მთელი გალერეა - ფრესკა, ქანდაკებები, რელიეფები, მონეტები... ფრესკის ფრაგმენტებზე, კნოსოსის სასახლეში) გამოსახულია "პარიზელ ქალად" წოდებული ლამაზი, ქედმაღლური იერის მანდილოსანი, რაც ქალის კულტზე მეტყველებს (ძვ.წ. 1500 წ.).

ასევე უძველესია თიხის ქალის ფიგურა ტირინთოელი ქალის ბრწყინვალე ფრესკული გამოსახულება ორნამენტის ფონზე (ძვ.წ. 1300 წ.).

განსაკუთრებით შესანიშნავია გვიანი მინოსური კულტურის ძეგლი, ხელებაღმართული და ხარისრქებიანი ქალის საკულტო გამოსახულება წმინდა მტრედებით, საკულტო ხარის არაერთი ლამაზი თავი და სხვ.


კრეტელი "პარიზელი ქალბატონი". ძვ.წ. 1500


კრეტა-მიკენის (ეგეოსური) კულტურის ნიმუშად ითვლება მოცეკვავე გველებიანი ქალღმერთის თუ ქურუმის ორიგინალური გამოსახულება, მოხატული ტერაკოტა, თითქმის 30 სმ-ის სიმაღლის, ეგვიპტურ და შუმერულ ხელოვნებათა ზეგავლენისა და სიახლოვის ნიშნებით. და მაინც, განსხვავებული (გაშიშვლებული მკერდი, კონუსური კაბა, ფართო თვალები). დაახლოებით 3700 წელია, რაც ეს თიხის ქალღმერთი "ცეკვავს" და ხელოვნების ყველა მცოდნეს აოცებს ოსტატთა მაღალი დონით. ჩანს, ნაყოფიერების ქალღმერთია.


მინოსური გველებიანი ქალღმერთი


"არაფერი ბერძნული, არავითარი რომაული!" - წერდა გაოცებული მეცნიერი. ფაქტი აღემატებოდა მოლოდინს და მითსაც კი. იშვიათი ნიმუშები მაღალი თვითმყოფადი კულტურისა, აოცებდა თვალს. მინოსი ხომ კრეტის უზენაესი მბრძანებელი იყო, პირველი ფლოტის შემქმნელი, კიკლადების მეუფე, "ყველა მოკვდავ მეფეზე უფრო მეფური!". მას ადიდებდნენ ჰომეროსი, ჰესიოდე, ჰეროდოტე, თუკიდიდე...


ბოლო დროის მეცნიერული მონაპოვარნი საშუალებას იძლევა მტკიცე ვარაუდისთვის, რომ მინოსურ და აქაველ ზღვაოსანთა კავშირი, მათ იგივეობაზე მეტყველებს. ტროას ომიც გამოძახილია თალასოკრატთა შავ ზღვაზე გასასვლელის დაუფლებისთვის გამართული ბრძოლებისა. ამ ვარადუს ისიც ამყარებს, რომ თვით ჰომეროსის "ილიადის" შთაგონების წყაროდ ითვლება უძველეს თესალიურ-ბეოტიური თქმულება არგონავტებზე (აია, კირკე, მოძრავი კლდეები, სცილა და ქარიბდა). ამრიგად მინოსური კულტურა, რომლის აყვავების ხანად მაინც ძვ.წ. მეორე ათასწლედის მეორე ნახევარი ითვლება, კოლხეთს ძალიან მჭიდროდ უკავშირდება.


კრეტული ხარი. ძვ.წ. 1500-1450 წწ.


დაახლოებით ძვ.წ. 1450 წელს მოხდა დიდი კატასტროფა, ერთ-ერთი უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა კუნძულ სანტორინიზე, რამაც დააქცია სასახლეები, დაეცა ხელოვნება, ოქროს სამკაულთა წარმოება, კერამიკა. მინოსური ცივილიზაციის, ამ ეგვიპტური და შუმერული ცივილიზაციების ტყუპისცალის კულტურა კუნძულ კრეტაზე დაირწა და მისი თანამედროვე კოლხური კულტურის უახლოესი მონათესავე გახლდათ. ერთობლივად იფურჩქნებოდა კრეტის დედოფალ პასიფაეს ძმის - აიეტის სამეფო და მისი კულტურა. აიეტიც ხარების მომდრეკად მოიხსენიება, დიდი ფლოტის მფლობელი და "ლითონთა მეუფე". ამას ადასტურებს არქეოლოგიაც, კოლხეტის მიწის წიაღში აღმოჩენილი განძიც და მეცნიერთა აზრიც (ნ. მაგ. ბრიგანტინა, 1977. "საუკუნეთა საიდუმლო").


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





საინტერესო სტატიები კოლხეთის შესახებ:


1. იბერო-კოლხების განსახლების არეალები ნაწ. I

2. იბერო-კოლხთა განსახლების არეალები ნაწ. II

3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

4. იბერო-კოლხური ევროპა

5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი

7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

8. კვირბები - კოლხური ტექსტები

9. კოლხთა დამწერლობის ნიმუშები

10. მინოსური წარწერები - კოლხური ტექსტები

11. რა წერია ფესტოსის დისკოზე?

12. კოლხეთის სამეფო

13. ლაზიკის სამეფო

14. პონტოს სამეფო

15. ტრაპიზონის იმპერია

16. კოლხური კულტურა

17. 6000 წლის წინანდელი მეტალურგიის კერა კოლხეთში

18. კოლხეთის ტერიტორიაზე საპიენსები ჯერ კიდევ 500 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ

19. მსოფლიოს პირველი მკერავები კოლხეთის ტერიტორიიდან

20. უძველესი ქართული საგანძური, სადაც კოლხური კულტურის წილი საკმაოდ დიდია

21. უძველესი ქართული საგანძური - დიდწილად კოლხური არეოლოგიური ნიმუშები

22. ეგვიპტელები და კოლხები

23. კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული დინოზავრები

24. ლაზური არქიტექტურა

25. რამდენი არიან ლაზები?

26. ვინ არიან ლაზები - ნაწ. I

27. ვინ არიან ლაზები - ნაწ. II

28. ვინ არიან ლაზები - ნაწ. III

29. ვინ არიან ლაზები - ნაწ. IV

30. ცხოველების სახელები ლაზურად

31. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ

32. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

33. იბერო-კოლხური ცივილიზაცია

34. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

35. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

36. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი

37. კოლხეთის დედაქალაქის აიას მცირე ნაწილი აღმოჩენილია

38. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი კოლხეთის ტერიტორიაზე

39. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში

40. რუსი პროტოდიაკონი, ადრეი კურაევი აფხაზებს შესახებ

41. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთის შესახებ

42. ბასკურ-კოლხური კავშირები

43. კოლხი მედეა

44. კოლხი მედეა - მედიცინის სახელმიმცემი

45. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

46. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

47. სპარტები - მიწისშობილი კოლხი მეომრები

48. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე

49. ჰეკატე - კოლხთა დიადი ქალღმერთი

50. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი

51. არგონავტები

52. არგო

53. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები?

54. ზვიად გამსახურდია იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

55. უკრაინელი მკვლევარი, არტიომ ივანცოვი იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

56. გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი

57. ხვამლის მთა - კოლხური მისტერიების ერთ-ერთი ეპიცენტრი

58. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი

59. კოლხები

60. კოლხეთი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1266
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0