x
image
თორ ნიკე
გიორგი - ქართული მითოლოგია
გიორგი - ქართული მითოლოგია


მგლისფერა ან სვილისფერი გმირი, ჰეროსი, მშვენიერი ღვთისშვილი, ხახმატის სათემო სახე, ამ თვალსაზრისით ხთონიური (ადგილობრივი) ღმერთი, ხატი, ჯვარი. სამძივარას, მზექალასა და აშექალას მახლობელი და მებრძოლი ძმობილი. შემდეგ კი, პატრიარქატის დროიდან უფრო მძლავრი, მეტის შემძლე და გამგებელი. მისი მთავარი საგმირო საქმეა ქაჯეთს ლაშქრობა. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ქაჯები დაამარცხა, ხსენებული სამი ქალი იხსნა, ხახმატში გამოიყვანა, დობილებად გაიხადა, მათთან ერთად ებრძვის ბოროტ ძალებს. ფშავ-ხევსურულ პოეზიაში ძლიერ პოპულარულია, უმღერიან ლექსში: "ქაჯეთს რად დაიარები, გიორგი მგლისა ფერაო?" გიორგის პასუხი: "ვალი მიკიდავ ქაჯებსა (ქისტებს), რად მკითხავ ქრისტეს დედაო? ცომს ზელდა ქაჯის ბებერი, მივასწერ ცნობაზედაო. სინას სჭედდ ქაჯის მჭედელი, მივასწარ წნობაზედაო." დაერია ქაჯებს, დაამარცხა, ქალები გამოიყვანა, "დანათლა თავის რჯულზედა". ლექსი საფერხულოა. გიორგი თვითონ გამოსცხადებია ქადაგ თორელას (გუდამაყრელ ქალს), უბრძანებია გამლექსეო. საყურადღებოა მითოსის ის ნაწილი, სადაც გიორგის შიშით ქაჯთა "მჭედელი-მემჭედურები ცისაკენ გამართულაო". ასეთი გმირობა ცნობილია ამირანიდანაც. გმირი იქაც სამჭდლოში შედის, "მჭედელი-მემჭედურები ერთმანეთს ეფარებიან" (მიხ. ჩიქოვანი. ამირანი, 193-194).


გიორგი ხახმატელი


გიორგი ხახმატელს ზოგი ახსენებს წმინდა გიორგის გვერდითაც, მაგრამ ეს მხოლოდ სახელტა დამთხვევაა. არის მესამე გიორიც - ლაშარის ჯვარის გიორგი. არის ასევე თეთრი გიორგი და ესეც წარმართული ღმერთია. თეთრი გიორგი მთვარის კულტის სახეა (ივ. ჯავახიშვილი). სახეთა ერთგვარი აღრევის მიუხედავად, ცხადია ერთი რამ - გიორგი თავიდანვე ბოროტების წინააღმდეგ ამხედრებული გმირი და ღმერთკაცია. ეს წარმართული ფალოსური ღვთაება ჭექა-ქუხილის განმგებელიცაა, ითვლება ტანჯულთა პატრონად, ნადირთა მფარველად, ბუნების კვდომისა და განახლების განსახიერებად. რითაც ადონისს მოგვაგონებს და ტრაგიკული ბედითაც მას ემსგავსება (ადონისი ნადირობაში გაფატრა არესის ტახმა). გიორგიც მოკლეს და მისი სხეულის ნაწილები მორიგე ღმერთმა მიმოაბნია. სადაც წმინდა ნაწილი მოხვდა, ყველგან ტაძარი აღმართეს.



გიორგის ევედრებიან შვილოსნობას და ძღვნად სწირავენ ერკემალს. მისი სახელობის დღესასწაული რამდენადმე ადონალიებს მოგვაგონებს, ბუნების კვდომა-განახლების სიმბოლოს. დღესასწაულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით ეწყობოდა: უსანეთობა, გერისთობა, ატოცობა (ქართლში), ილორობა (ილორის ხატზე, სამეგრელოში), ლიგერგობა, გიორგობა (სვანეთში), ალავერდობა (კახეთში).


ლაშარის გიორგი


წარმართული გიორგი შემდეგ ქრისტიანული გმირის, წმინდა გიორგის სახეს შეერწყა. საქართველოში გიორგი კაპადოკიელის სახელზე 363 ტაძარი აიგო. აქედანაა დალოცვა 363 წმინდა გიორგი შეგეწიოსო. საქართველოს მთასა და ბარში ერთნაირად თაყვანს სცემენ, ძალიან უყვართ. სვანთა ჯგირაგი თუ ჯგრაგიც ძალზე პოპულარული წმინდანია და წარმართული ელემენტები მასში საკმაოდ შეიცნობა. ზვარაკად ჯგრაგს ყველგან უკლავენ მამალ ცხვარს, დიდ დღეობაზე კი - ხარს. უბრალო დღეებში უძღვნიან მამალს. გიორგობას დაჩოქილი ხალხი (ხატის მონები) ტაძარს გარშემო სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა. თან კედლებზე სანთლებს აკრავდნენ, ლოცულობდნენ, ზღურბლზე წვებოდნენ და სხვები ზედ ფეხს აბიჯებდნენ. იქვე ღამეს ათევდნენ, პურობდნენ და ასე გრძელდებოდა რამდენსამე დღეს. დილით ხალხს გიორგის ნებას აუწყებდა კაცი, რომელსაც ხატთან ღამისთევა ევალებოდა.


ჯგირაგ ლენჩაშ


ერთნაირი შინაარსის მიუხედავად, ყოველი სოფელი და კუთხე გიორგის თავისებურად ადიდებდა და ესავდა, საკუთარ მფარველად თვლიდა. სვანეთში მტკიცედაა გარჩეული უშგულის, ლატალის, სვიფის, ხაიშის წმინდა გიორგი და სხვა. ლახამულის წმინდა გიორგის ეკლესია და მრგვალი ხატი (გირგედ)უძლიერესად ითვლებოდა. გიორგის სახით სხვა ღვთაებანიც იხსენიებოდა (ლაშარი, ხახმატი, ლომისის წმინდა გიორგი). ხალხი თავის ჰეროსს ეპითეტებით ამკობდა: ჯგირაგ ბოგეში (ხიდის წმინდა გიორგი ლახამულაში, სვანეთში), ლატალის ჯგირაგი, აწყურის თეთრი გიორგი (კახეთი), ხახმატი... მისი სახელობის თვეა ნოემბერი (გიორგობისთვე). სვანეთში მონადირეთა მფრაველია - "ჯგირაგ ლენჩაშ" ანუ ტყის ჯგრაგი. ჯგირაგ ლუჩაჟ (ცხენოსანი) და სხვ. ნაყოფიერების ღვთაებაცაა (დღესასწაული 2 აგვ.).


ქრისტიანულ რელიგიაშიც წინდა გიორგი სახეა გმირისა, რომელმაც იხსნა მეფის განწირული ასული და მოკლა ტბიდან გამოსული გველეშაპი. გველეშაპი ადამიანებს ჭამდა, ნათესებს შხამავდა, იღებდა ხარკს (შეად. პერსევსი). წმინდანი ქრისტიანობისთვის ეწამა.


გიორგიზე შექმნილ ფრაგმენტულ ხალხურ მითებს ავსებს ვაჟა-ფშაველას ბრწყინვალე ბალადა "თეთრო გიორგი შვილი რა მიყავ?" ერთ ბნელ, ქარიშხლიან ღამეს, მზის ნათელივით ლამაზი მხედარი მოადგება კარს და ეტყვის - "აი, შენი შვილი". დედა ილოს ეხვევა და სიხარულისგან კვდება. ცნობილია ჯუთის გიორგიც, არსებობს მრავალრიცხოვანი ხატ-ჯვარი.


წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983.



სამეცნიერო სტატიები:


1. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

2. რა დაგვემართება, თუ მზე გაქრება?

3. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?

4. ნიკოლა ტესლა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ

5. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

6. ოლიმპიადის ისტორია

7. დრაკულა ლეგენდებს მიღმა

8. ჩაქმულის ქანდაკებები

9. ლეშანის გიგანტური ბუდა

10. მიქელანჯელოს პიეტა

11. ბაისანგურ ბენოელი

12. საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ

13. უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?

14. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?

15. ადამიანის ქრომოსომა

16. ოსმალეთის მმართველთა უსასტიკესი კანონი

17. ჩვენი ისტორია 6 წუთში

18. რეი კურცვეილის წინასწარმეტყველება

19. რომელი ტერიტორიები დაიტბორება გლობალური დათბობის გამო?

20. ადამიანის ერითროციტები - სისხლის წითელი უჯრედები

21. ადამიანის ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები

22. გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან

23. ჰოლოკოსტი - მითი თუ რეალობა?

24. კაცობრიობამ პურის წარმოება ჯერ კიდევ 145 საუკუნის წინ დაიწყო

25. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?

26. საინტერესო ფაქტები ბაქტერიების შესახებ

27. რამდენი უჯრედისგან შედგება სხვადასხვა წონის ადამიანი?

28. ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?

29. ევროპული პროტოცივილიზაციები

30. პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში

31. გობუსტანის ეროვნული პარკი - პრეისტორიული კავკასია

32. იოსებ სტალინის გამონათქვამები

33. ადამიანები 7500 წლით უფრო ადრე დასახლდნენ ამაზონიაში, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით

34. დაკაგული ცივილიზაციის ნარჩენები - მეგალითების ქვათა ღაღადი

35. ყველაზე საოცარი არტეფაქტები

36. ქვის ხანის ზეგლები საქართველოს ტერიტორიაზე

37. "ნატო" - ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

38. მარქსისტი მკვლელები

39. ბურჯ-ხალიფა - მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი

40. სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა

41. მითანის სამეფო

42. ნეანდერტალელები

43. წარმართი ევროპელების მსოფლხედვა

44. სიცოცხლე - მარადიული ომი

45. დევიდ ლეინის ღია წერილი მკვდარ რასას

46. კომუნიზმის ფესვები

47. სიონიზმი

48. მსოფლიოში უძველესი ცხოველის დნმ, რომლის გაშიფრვაც სრულად მოხერხდა

49. ბასკები

50. საჰარას უდაბნო დაკარგულ ცივილიზაციას მალავს

51. რიქათის წარმონაქმნი - დაკარგული ატლანტიდა?

52. შავი ზღვის დაბადება

53. ამერიკული რასა

54. ვაჭრობდნენ დასავლეთ ევრაზიელები კოკაინით და ნიკოტინით ამერიკასთან კოლუმბამდე?

55. ეგვიპტური ცივილიზაციის პერიოდიზაცია

56. გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან

57. სფინქსის შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან

58. საინტერესო ფაქტები მზის შესახებ

59. ლონგიუს გამოვქბულების აუხსნელი ფენომენი

60. ვარსკვლავთა ტიპები

61. მოოსის შკალა - დიდი სიცრუის მამხილებელი

62. რამდენი ატომისგან შედგება სხვადასხვა ნივთიერების ერთი გრამი?

63. თერგვაული

64. დედაბერი

65. ოროველა

66. ოდი

67. არმენები

68. რა წერია ფესტოსის დისკოზე

69. დოგუ - უძველესი იაპონური ჰუმანოიდები

70. აიეტი

71. ჰეკატე

72. ჰელიოსი

73. მედეა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
811
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
811
  
2019, 19 ნოემბერი, 0:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 18 ნოემბერი, 12:43
ნეტა ხატვა შემეძლოს და დავხატო გველეშაპი, როგორიც წარმომიდგენია)
0 1 2