სხვა ხის ფანჩატურის მოწყობის ულამაზესი იდეები 2018, 1 აგვისტო, 11:37 ფანჩატური - დასვენებისა და განტვირთვის განკუთვნილი ეს მცირე კონსტრუქცია სულ უფრო პოპულარული ხდება ეზოების დიზაინში. ფანჩატურს ყველაზე დიდი დატვირთვა ზაფხულის ცხელ დღეებში აქვს, როცა სუფთა ჰაერზე ყოფნა - სადილი, სტუმრების მიღება ან უბრალოდ დასვენება და კითხვა განსაკუთრებით სასიამოვნოა. თუმცა იგი თავის ხიბლს არც ზამთრის ცივ, თოვლიან ან შემოდგომის გრილ დღეებში კარგავს, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამისად არის მოწყობილი. ამ მცირე ზომის, მსუბუქი ნაგებობის ფორმა უამრავი ვარიაციის საშუალებას იძლევა: ის შესაძლოა იყოს კლასიკური, ხის მორებით ან აგურით აშენებული, ან კიდევ თანამედროვე, ორიგინალური დიზაინის, რიყის ქვებითა თუ მინით აგებული. თუმცა ყველაზე პოპულარული დღეისთვის მაინც ხის ფანჩატურებია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხე ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც განსაკუთრებით კარგად ეხამება ბუნებას, არის გარე სამუშაოებისთვის გამძლე და კარგად უძლებს ამინდის ცვლილებას (საუბარია ხის შესაბამის ჯიშებზე). ფანჩატურისთვის ხის მასალის გამოყენების ერთადერთ მინუსად შესაძლოა ხანძარსაშიშროება დასახელდეს, თუმცა ამის თავიდან აცილებაც შესაძლებელია სპეციალური ლაქების გამოყენებით. ქვემოთ წარმოგიდგენთ ხის ფანჩატურის რამდენიმე საინტერესო იდეას. 882 8-ს მოსწონს 1-ს არა
|