x
image
natia.a
როგორ გავაერთიანოთ სასტუმრო ოთახი და სამზარეულო - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები
image


თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სივრცის ეკონომიაა. საინტერესო ინტერიერის შექმნა და ამავდროულად ადგილის დაზოგვა საკმაოდ ძნელი ამოცანაა, თუმცა სრულიად შესაძლებელი. ამისათვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა რამდენიმე ოთახის გაერთიანება. სასტუმრო ოთახისა და სამზარეულოს შერწყმა ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ინტერიერში.




გაერთიანებული სასტუმრო ოთახისა და სამზარეულოს უპირატესობები


მსგავსი ტიპის დიზაინს გარკვეული უპირატესობები აქვს. პირველ რიგში, იგი სივრცის ეკონომიის საშუალებას იძლევა, მეტი ადგილი რჩება სტუმრების მისაღებად.



imageimageimageimage




ამას გარდა, საშუალება გექნებათ ერთდროულად ამზადოთ კერძები და ოჯახის წევრებთან თუ სტუმრებთან იმუსაიფოთ. არ დაგჭირდებათ ტაფაზე შესაწვავად დატოვებული კერძის გადასაბრუნებლად გამუდმებით სამზარეულოში გასვლა-გამოსვლა.

imageimageimageimageimage





გაერთიანებული სასტუმრო ოთახისა და სამზარეულოს მინუსები



თუმცა ამ ტიპის დაგეგმარებას მინუსებიც აქვს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ თუ ოთახების გასაერთიანებლად კედლის დანგრევა გადჭირდებათ, ეს საკმაო ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და შესაძლოა ნებართვაც დაგჭირდეთ.

მეორე მინუსს წარმოადგენს ის, რომ თუ ხშირად გიწევთ სამზარეულოში ტრალი და კერძების მზადება, ბინაში მუდმივად იქნება საჭმლის სუნი. ამიტომ დაგჭირდებათ ძალიან ძლიერი გამწოვი ან მუდმივად ღია ფანჯარა. ამასთან, კერძის მომზადების შემდეგ სამზარეულოსთან ერთად ხშირად მოგიწევთ სასტუმრო ოთახის დასუფთავებაც.


ნებისმიერ შემტხვევაში, პატარა ბინისათვის აღნიშნული ტიპის გაერთიანება საკმაოდ მომგებიანია. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს.


imageimageimageimageimage
imageimageimageimage




imageimageimageimage

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვაქციოთ აივანი ცალკე ოთახად - იდეები პატარა ბინისთვისimage


2. როგორ გამოვიყენოთ ბუხარი პატარა ბინის დიზაინში - ის, რაც ბევრს შეუძლებელი ჰგონიაimage


3. ფერთა 20 იდეალური შეხამება საძინებლისთვის - გაითვალისწინეთ!image


4. როგორ გამოვიყენოთ ჩაშენებული მაგიდა პატარა ბინის დიზაინში - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები!image


5. როგორ მოვაწყოთ კარადები კარის ირგვლივ - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეებიimage


6. როგორ ვაქციოთ "ხრუშოვკის" სამზარეულო კომფორტულ ადგილად - იდეები 1 და 2- ოთახიანი ბინებისთვისimage


7. როგორ გამოვიყენოთ ფანჯრის რაფა პატარა ბინის დიზაინში - ულამაზესი იდეებიimage

3
8078
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8078
  
2018, 18 მარტი, 14:46
მაგაშიც სწორი ხართ 100%–ით...
2018, 18 მარტი, 10:22
ესეც რომ დაფიქსირდა საკვირველია :)) მადლობა.
2018, 17 მარტი, 13:12
უმაგრესია და მეტ ნახვასაც იმსახურებს.
0 1 3