სხვა როგორ გამოვიყენოთ ბუხარი პატარა ბინის დიზაინში - ის, რაც ბევრს შეუძლებელი ჰგონია 2018, 22 იანვარი, 10:43 ბუხარი ერთ-ერთი იმ ატრიბუტთაგანია, რომელიც განსაკუთრებით უწყობს ხელს ოთახში მყუდრო ატმოსფეროს შექმნას. თუმცა ბევრი ადამიანი იძულებულია მასზე უარი თქვას რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, დამატებით ადგილს იკავებს, მეორეც, საკმაოდ ძნელი კონსტრუქციაა და ნადვილი ბუხრის გაკეთება ძვირი სიამოვნებაა. თუმცა გამოსავალი, როგორც ყველგან, აქაც არსებობს. ბუხრის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომლებიც ყველა ზომასა და ბიუჯეტზეა გათვლილი. იმისათვის, რომ სწორად გავაკეთოთ არჩევანი, ჯერ განვიხილოთ ბუხრის სხვადასხვა სახეობები და მათი უპირატესობები. კლასიკური ბუხარი, როგორც წესი, კედელში შენდება და თანამედროვე ვარიანტისგან განსხვავებით, პროპორციების მკაცრად დაცვასა და ადგილის გულისყურით არჩევას მოითხოვს. თავისი მონუმენტურობით კლასიკური ბუხარი ოთახში გარკვეულწლად ისტორიულ ატმოსფეროს ქმნის და ხაზს უსვამს მფლობელის სტატუსს. საშუალო ბუხარი
ეს კლასიკური, აგურისგან აშენებული ინგლისური ბუხრის ყველაზე გავრცელებული და აქტუალური მოდელია. მისი ზომა შედარებით პატარაა.
პატარა ბუხარი ეს არის მინიატურული თუჯის ბუხარი, რომელიც შესანიშნავად ერგება მომცრო ოთახის ინტერიერს. ძირითადი აპარატი დაახლოებით 100 კგ-ია და მისი დაყენება შესაძლებელია არა მხოლოდ პირველ, არამედ ზედა სართულებზე და მანსარდაზეც კი. კედლის ან ჩაშენებული მოდელი არ იკავებს დიდ ადგილს და 20 კვ.მ-ის ოთახშიც კი შესანიშნავად "ჩაჯდება".
ორმხრივი ბუხარი
დიდი ოთახის ან ორი მიმდებარე ოთახის გასათბობად საინტერესო მოდელია ორმხრივი ბუხარი. იგი ორივე მხრიდან მინით დაფარულია. მას უფრო ხშირად ორ ოთახს შორის არსებულ კედელში აშენებენ. ამგვარად ერთი ბუხრით ორივე ოთახში სარგებლობაა შესაძლებელი.
Dimplex
ეს არის ელექტრო ბუხარი, რომელიც ნამდვილი ცეცხლის შესანიშნავ იმიტაციას ქმნის. მაქსიმალუურად რეალისტური ეფექტი იქმნება პაროგენერატორის რეზერვუარში წყლის აორთქლების ხარჯზე. ორთქლი ნათდება ჰალოგენური ლამფებით. ამგვარი ბუხრების მონტაჟიც და ექსპლუატაციაც ძალიან მოსახერხებელია და ამის გამო საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ეს არის მინით დაფარული მეტალის ღუმელი. ამგვარი მოდელის უპირატესობა არის ის, რომ ხანძრისგა დაცული, შედარებით იაფი, მცირე ზომის და მაღალეფექტურია. ეს არის გამათბობელი ბუხრის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. მეტალის ბუხარი სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი უპირატესობაა ორიგინალური, მოდური დიზაინი, შედარებითი სიმსუბუქე, მარტივი მონტაჟი უკვე გარემონტებულ და საცხოვრებლად მზა სახლშიც კი. თუმცა ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს შედარებით ნაკლები სიმძლავრე. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ გამოვიყენოთ ჩაშენებული მაგიდა პატარა ბინის დიზაინში - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები! 2. ფერთა 20 იდეალური შეხამება საძინებლისთვის - გაითვალისწინეთ! 3. როგორ გამოვიყენოთ ვიწრო კორიდორი - იდეები პატარა ბინებისთვის 4. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 5. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები! 6. ოთახის მცენარეები, რომლებსაც სახლში წარმატება და ჯანმრთელობა შემოაქვთ - გაითვალისწინეთ! 7. გაბზარულ მინას წაუსვით ნიორი და... - ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 2495 6-ს მოსწონს 1-ს არა
|