x
image
natia.a
რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები!
თუ თქვენ ოთახში დიდხანს ყოფნის დროს, ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, გიღიზიანდებათ ყელი, ახველებთ და სურდოც გიჩნდებათ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ავეჯისგან გამოყოფილი საზიანო ნივთიერებები, რომელთაგან ყველაზე საზიანოა ფორმალდეჰიდი.

image
როგორია ავეჯის მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის ძირითადი სიმპტომები და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

უნდა ვიცოდეთ, რომ ისეთი საავეჯე მასალების წარმოებისას, როგორიცაა მერქან-ბურბუშელოვანი ფილა, იგივე "დეესპე" (ДСП) და მერქან-ბოჭკოვანი ფილა, იგივე "ემდეეფი" (МДФ), მათ შემადგენლობაში ამატებენ ფისოვან ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავს ფორმალდეჰიდს. მზა ნაწარმში აღნიშნული ნივთიერება გამოყოფას იწყებს, თანდათან წამლავს გარშემომყოფებს და მთელი რიგი დაავადებების მიზეზი ხდება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფორმალდეჰიდის ყველაზე დიდი ნაწილის აორთქლება ხდება ავეჯის შეძენიდან 6 თვის მანძილზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საშიში ნივთიერებების გამოყოფა ამის შემდეგაც გრძელდება, განსაკუთრებით კი მძაფრდება ზამთარში, გათბობის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. ამ დროს ოთახი თბება და შენობაში ჰაერის განიავება ნაკლებად ხდება.


image
ფორმალდეჰიდით მოწამვლის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება: ხველა, სურდო, ცხვირის გაჭედილობა, თვალის ლორწოვანის, ზედა სასუნთქი გზებისა და კანის გაღიზიანება, ხშირი თავის ტკივილი, გუნება-განწყობის უმიზეზო გაფუჭება.


როგორ გავიგოთ, აღნიშნული სიმპტომები მართლა არის თუ არა ფორმალდეჰიდით მოწამვლის ნიშანი?

image
ამისათვის, უნდა დააკვირდეთ, ქრება თუ არა თქვენი სიმპტომები შენობიდან გასვლისას. აღენიშნებათ თუ არა იგივე სიმპტომები ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად ცხოვრობენ. ძლიერდება თუ არა ზემოჩამოთვლილი სიმპტომები გათბობის სეზონის დაწყებისას.

მაგრამ ფორმალდეჰიდი არ არის ერთადერთი მავნე ნივთიერება, რომელსაც ავეჯი შეიძლება გამოყოფდეს. უხარისხოდ შესრულებულ ნაკეთოებებს შეიძლება ჰქონდეთ ამიაკის, აცეტატისა და ფტალატამის, სტიროლომის, მეტანოლომის, ფენოლომისა თუ ტოლუოლომის უსიამოვნო სუნი. ყველა ეს მასალა შეიძლება გამოყენებული იყოს ავეჯის წარმოებისას.

როგორ დავიცვათ თავი "დეესპესა" და "ემდეეფის" ავეჯისგან გამოყოფილი საზიანო ანაორთქლისგან?


image

პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მერქან-ბურბუშელოვან და მერქან-ბოჭკოვან ფილებში არსებული ფისისებრი ნივთიერებები ყველაზე აქტიურად გამოიყოფა თაროების ღია კიდეებიდან და ავეჯის უკანა მხარედან. გასათვალისწინებელია, რომ კორპუსული ავეჯი განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს - მისი დამზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით დაჭრილი "ემდეეფი"თუ "დეესპე", ხოლო თაროების კიდეებს, როგორც წესი, ღიად ტოვებენ.

როგორ მოვიქცეთ, თუ აღმოვაჩენთ, რომ მოწამვლის წყარო მართლაც ახლად შეძენილი ავეჯია?



image
როგორ შევამციროთ ფორმალდეჰიდისა და სხვა საშიში ნივთიერებების აორთქლება? თავდაპირველად, ავეჯის ყველა ზედაპირზე, რომელიც არ არის შესაბამისი მასალით (ლაქითა თუ საღებავით) დაფარული, დაიტანეთ წებოს, ლაქისა ან საღებავის რამდენიმე ფენა. საღებავი, ლაქი თუ წებო უნდა იყოს წყალში ხსნადი. იგი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ავეჯზე შექმნის დამცავ გარსს.

მაგიდებსა და ტუმბოებზე, უმჯობესია დააფინოთ ბუნებრივი მასალა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტოქსიკური ნივთერებების აორთქლებას. დამცავი ნივთიერებით უნდა დაიფაროს ასევე ყველა ბზარი თუ ნაფხაჭნი.

შეეცადეთ ავეჯი განალაგოთ გამათბობლის ბატარეებისგან რაც შეიძლება მოშორებით. და რაც მთავარია, ხშირად და ნებისმიერ ამინდში გაანიავეთ ოთახი.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!
image
2. როგორ მოვიქცეთ თუ ბანკომატმა ფული "ჩაგვიყლაპა" - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image
3. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!
image
4. გაბზარულ მინას წაუსვით ნიორი და... - ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!
image
5. როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთარში ფანჯრების დაორთქვლა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image

0
13198
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
13198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0