სხვა როგორ გავაერთიანოთ სასტუმრო ოთახი და საძინებელი - ადგილის დაზოგვის ეფექტური ხერხი პატარა ბინისთვის 2018, 13 მარტი, 11:18
მცირე ზომის ბინის მფლობელებისთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის ადგილის დაზოგვაა, ამას კი, როგორც წესი, კომფორტზე უარის თქმა მოსდევს. თუმცა დღეს უამრავი დიზაინერული იდეა და საშუალება არსებობს იმისთვის, რომ მცირე სივრცეშიც კი შესაძლებელი გახდეს ოჯახისა და სტუმრებისთვის მყუდრო გარემოს მოწყობა. ქვემოთ განვიხილავთ დაახლოებით 20 კვ.მ. ფართობის მქონე სივრცის სასტუმრო და საძინებელ ოთახად გაერთიანების საშუალებებს. ზონების სწორი განაწილებისა და სივრცის გონივრული გაფორმების საშუალებით, შესაძლოა პატარა, მაგრამ ძალიან კომფორტული და მყუდრო ოთახის მიღება, რომელიც საძინებელიც იქნება და მისაღებიც.
გამოცდილი დიზაინერები გვირჩევენ, ინტერერის შექმნისას ოთახში ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სხვადასხვა ზონები - სამუშაო ადგილი იქნება ეს თუ საძინებელი. ჩვენს შემთხვევაში, ოთახის გამიჯვნა მოგვიწევს საძინებელ და და მისაღებ ზონებად. მცირე ფართობის მქონე ოთახის ორ ზონად გამიჯვნისას გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:
249 9-ს მოსწონს
|