
თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სივრცის ეკონომიაა. საინტერესო ინტერიერის შექმნა და ამავდროულად ადგილის დაზოგვა საკმაოდ ძნელი ამოცანაა, თუმცა სრულიად შესაძლებელი. ამისათვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა რამდენიმე ოთახის გაერთიანება. სასტუმრო ოთახისა და სამზარეულოს შერწყმა ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ინტერიერში.