x
image
maia
ჩაცმულობის სტილი ოფისისთვის-ვარსკვლავების გარდერობიდან
რომელი სამოსი ავირჩიოთ ზაფხულში ოფისში სასიარულოდ? ბრჭყვიალა კაბები, ჰაეროვანი ქვედაბოლოები და ღია მინი-კომბინეზონები ნაკლებად შეეფერება მკაცრ საოფისე დრეს-კოდს. თუმცა ვიწრო ფანქარ-ქვედაბოლოებს და მამაკაცურ კოსტუმებში სიარულიც აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ გადახედოთ „ცნობილების“ სტილს, მიბაძოთ მას და თავი კომფორტულად და მოდურად იგრძნობთ.

დამოკლებული შარვლები,

მირანდა კერის მსგავსი დამოკლებული შარვლები შესანიშნავად გამოდგება საქმიან შეხვედრებსა და ოფისში სამუშაოდ, ასევე ქალაქში
გასასეირნებლად. მკაცრი შარვალი შეგიძლიათ გაალამაზოთ თხელი ბლუზით და სექსუალური მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.

image
60-იანების სტილში
ფუშფუშა კაბა 50-60-იანი წლების სტილში მხოლოდ
რომანტიკული შეხვედრებისთვის არ გამოგადგებათ, მას ოფისშიც მოირგებთ. ევა მენდესის მსგავსი რეტრო-სტილის შექმნაში დაგეხმარებათ მრგვალად ამოჭრილი მსუბუქი კარდიგანი და
დახურული ფეხსაცმელები. გაიკეთეთ ვარცხნილობა „მაღალი კუდი“ და ანსამბლი შეავსეთ მოდური მზის სათვალეებით და შესაფერისი ჩანთით.

image
А-სილუეტის კაბები, რომელიც მეტად პოპულარული იყო
70-იან წლებში უხდება ნებისმიერი ფიგურის მქონე გოგონებს. ალექსა ჩანგის მსგავსი კაბა კონტრასტული დეტალებით გაგახსენებთ შანელის საუკეთესო ქმნილებებს. და რა შეიძლება იყოს Chanel-ის კლასიკურ სამოსზე უფრო სექსუალური და მკაცრი?


image
დეკორი
ზაფხულში მეტი სიკაშკაშე და მბზინვარება გვჭირდება, თუმცა ზოგიერთი სამსახურის დრეს-კოდი ბიჟუტერიის სიუხვეს გამორიცხავს. ამიტომ შეგიძლიათ ზაფხულის კაბა მთავარ სამკაულად აქციოთ. მძივებით გაფორმებული მანჟეტები და საყელო, როგორც კეიტ მიდლტონს, ლაკონურ კაბაზე მოკრძალებულად და მომხიბვლელად გამოიყურება.

image
ნათელი ფერები

ნეიტრალური ელფერის ნაცვლად აირჩიეთ ხასხასა ფერის სამოსი. მინიმალისტური კაბა -კაშკაშა ვარდისფერი, იისფერ-ლურჯი ან ევა ლონგორიას მსგავსად სტაფილოსფერი შეარჩიეთ.

image
მინი
წელს კვლავ აქტუალურია სექსუალური მინი. ოფისში მინი-კაბის ჩაცმა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა ის მკრთალი ფერის უნდა აირჩიოთ. ამასთან მინი-კაბისთვის მნიშვნელოვანია ჭრილის ფორმა. ზაფხულში უპირატესობა მიანიჭეთ დახურულ ან რაიმე დეტალით-მაგ. გადაკეცილი საყელოთი გაფორმებულ ვარიანტს,
მაგ. კირსტენ დანსტის მსგავსად.

image
ყვავილებიანი ნახატი
ჯენიფერ ენისტონი საკუთარი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე დიდების ხეივანში მოკრძალებულ მიდი-კაბაში გამოცხადდა, რომელზეც თითქოს ამოქარგული იყო ყვავილები. მსგავსი სამოსი შეგიძლიათ მოირგოთ როგორც მოდურ წვეულებაზე, ასევე საქმიან შეხვედრაზეც.

image
კლასიკა
რაც უნდა ხასხასა ფერი გაბატონდეს მოდაში, საოფისე კლასიკას ვერავინ შეცვლის. ანჯელინა ჯოლის მსგავსი ნაცრისფერი კაბა-ფუტლიარი კვლავ აქტუალურად გამოიყურება. იერსახე დაასრულეთ ავიატორი-სათვალეებით, ღია ფერის ფეხსაცმლით და მოდური ჩანთით.

image
შორტები
გვინეტ პელტროუ შორტებით შორეულ 2010 წელს გამოჩნდა. მან შავი შორტები შეუთავსა ღია ფერის ბლუზას და შავი ფერის სანდლებს. მსგავსი სამოსი იდეალურია ოფისისთვის, ის ლაკონური და თავშეკავებულია, ამასთან 2012 წლის სეზონზე ძალიან
მოდურია. თუმცა საოფისედ ოდნავ გრძელი შორტი შეარჩიეთ.

image



.


7
1176
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
1176
  
2012, 11 ოქტომბერი, 14:59
+1
2012, 10 ივლისი, 18:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7