x
image
maia
"Lady in Red"-კენდის სვეინპოულის ფოტოსესია Vogue-თვის
ქერათმიანი ქალბატონები ყოველთვის იზიდავენ მამაკაცების მზერას და ყურადღებას. როგორც ჩანს არის რაღაც იდუმალი ქერა თმებში, რომელიც ასე ატყვევებს მამაკაცების გულს.

ხოლო როცა საქმე Victoria's Secret-ის სამხრეთამერიკელ ლამაზმანს კენდის სვეინპოულს ეხება, არანაირი ახსნა საჭირო არ არის. მისი ერთი შეხედვაც კი აღტაცებას და აღფრთოვანებას იწვევს და არა მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებში, არამედ ქალბატონებშიც.

image

image


განსაკუთრებით, როცა საქმე შესანიშნავ ფოტოგადაღებასთან გვაქვს, რომელიც Vogue-მექსიკა სექტემბრის ნომრისთვის ჩატარდა.

კენდისის სილამაზე ფოტოებიდანაც იზიდავს მაყურებელს და მას გვერდით გულგრილად, ემოციების გარეშე ვერ დაათვალიერებ.

image

image

Vogue-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კენდისი საშემოდგომო ნომრის სახედ აირჩია. წითელი ფერის სამოსში გამოწყობილი ლამაზმანის ხილვისას გავიწყდება მომავალი სიცივეები და ცუდი ამინდი. Versace, Valentino, Hermes, Chanel, Michael Kors, Ralph Lauren და სხვა ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი კენდისი ალამაზებდა ტანსაცმელს თუ პირიქით რთული გადასაწყვეტია.

image

image
image
image
image
image




0
59
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0