x
image
maia
Victoria's Secret-ის შვედი ლამაზმანი დაუტცენ კრეზი სილამაზის საიდუმლოს ამხელს
შვედი ლამაზმანი დაუტცენ კრეზი Victoria's Secret-ის
და L’Oréal Paris-ს სარეკლამო სახე გახლავთ. დაუტცენი არ იცავს მკაცრ დიეტას, არ ხარჯავს დროს და ფულს კოსმეტოლოგებსა და მაკიაჟზე, მხოლოდ რამდენიმე გამოცდილ საშუალებას იყენებს.

image
ტოპ-მოდელმა თავისი სილამაზის საიდუმლო ჟურნალ ELLE-სთან ინტერვიუში გაამხილა:

-რაში მდგომარეობს თქვენი დილის „beauty“-რიტუალი?
-ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ვიღებს შხაპს, ვიხეხავ კბილებს და ვიბან თბილი წყლით. შემდეგ სახეზე ვისმევ დღის კრემს „ტრიო
აქტივ- L’Oréal Paris. რომელიც შესანიშნავად ატენიანებს და იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან.
-თქვენი makeup-მინიმუმი ყოველდღიურად?
-კაშკაშა ეფექტური მაკიაჟი ჩემი აზრით, შეუფერებელია ყოველდღიური ცხოვრებისთვის. საკმარისია ოდნავ გადაისწორო წარბები, გადაისვა ტუში-მაგ. Lash Architect 4D, L’Oréal Paris, მცირე ნაკლს ვფარავ კონსილერით, შემდეგ ვამატებ Garnier-ს BB-კრემს, რომელიც ჩემი ბოლო აღმოჩენაა, ის თავის საქმეს აკეთებს და კანზე არ რჩება.
-თქვენ ისეთი მაცდუნებელი ტუჩები გაქვთ, როგორ უვლით?
-გეთანხმებით, ისინი საკმაოდ მგრძნობიარედ გამოიყურებიან. ხოლო ვარდის ბალზამი მეხმარება მათი ფორმის და ფერის ხაზგასმაში. ვიცი, რომ ზოგიერთი ქალი უზარმაზარ თანხას იხდის
ასეთი ტუჩების გასაკეთებლად, მაგრამ მე გამიმართლა, ბუნებამ დამაჯილდოვა.
-შეხვედრაზე წასვლის წინ როგორ მაკიაჟს იკეთებთ?
-ხაზს ვუსვამ თვალებს, მუქი smoky eyes და შავი ტუში-იდეალური ვარიანტია. ტუჩებზე მხოლოდ გამჭვირვალე საცხს ვისმევ. საკმაოდ სექსუალური იერი გამომდის.

image
-როგორ უვლით თავს დასვენებისას?
-ღამით თმებზე ორგანულ ქოქოსის ზეთს ვისმევ, რომელიც შესანიშნავად აღადგენს მას მზეზე ყოფნის შემდეგ. საერთოდ ქოქოსის ზეთი შეუცვლელია შვებულებისას. ის შეგიძლიათ წაისვათ ტანზე, შემდეგ აკურატულად გაიხეხოთ კანი ჩვეულებრივი ქვიშით. „ნიღაბი“ კი ზღვაში ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ კანი აბრეშუმივით რბილი და გლუვი გახდება.
image
-თქვენი ყველაზე სერიოზული beauty-შეცდომა?
-18 წლის ასაკში პირველად მოხვდი ფოტოგრაფ სტივენ მეიზელთან გადაღებაზე, რომელმაც ჩემი გრძელი თმა ექსტრემალურად შეამოკლა, ჩემი კარიერა მხოლოდ იწყებოდა და უარის თქმა ვერ გავბედე,
გრძელ თმებს კი ტირილით დავემშვიდობე. თუმცა ყველაფერი ცუდი უკეთესობისკენ არის და ამ ფოტომ დაამშვენა იტალიური პრიალა ჟურნალის გარეკანი, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი წარმატება. ასე რომ ჩემი წუხილი გარკვეულწილად ანაზღაურდა. გარკვეული პერიოდი მუქი ფერის პომადას ვისმევდი და გოთს ან პანკს ვგავდი, თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ ეს ფერები არ მიხდებოდა.

image
-ყველაზე მეტად რა მოგწონთ საკუთარ გარეგნობაში?
-არ მიყვარს საკუთარ ღირსებას და ნაკლზე საუბარი, რადგან შემდეგ ადამიანები მხოლოდ მათ აქცევენ ყურადღებას. ერთხელ ევა ლონგორიამ მირჩია: საკუთარ ნაკლზე მეუღლესთანაც ნუ
ისაუბრებო“.


image
-თქვენი საყვარელი სპა-პროცედურა?
ძალიან მიყვარს მასაჟი. თუმცა მას ხშირად აეროპორტში ვიკეთებ, სადაც განთავსებულია ექსპრეს-მოვლის კაბინები, რომელშიც ქუსლების და კისრის საუკეთესო მასაჟს აკეთებენ, რაც ძალიან სასარგებლოა ხანგრძლივი გაფრენის წინ. ხოლო სპაში მიზანმიმართული სიარული დროის ხარჯვად მიმაჩნია.
უმჯობესია გამოსასვლელი დღეები ბავშვთან გავატარო. (დაუტცენს ერთი წლის ვაჟიშვილი ჰყავს.)
image
-სპორტით თუ ხართ დაკავებული?
-დავდივარ კლუბში ნიუ-იორკში, სადაც დინამიური აერობიკა ტარდება სწრაფი მუსიკის თანხლებით, რაც დიდ
ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მიყვარს ფიზიკური დატვირთვა, ბავშვობაში დაკავებული ვიყავი საციგურაო სპორტით, ფეხმძიმობის დროს კი პილატესს და იოგას მივდევდი. ზაფხულში სერფინგით და ცურვით ვარ დაკავებული. (ამჟამად მოდელი ოჯახთან ერთად მაიამიში ისვენებს).
-თქვენი საყვარელი არომატი?
-სუნამოს არჩევას მეუღლეს ვანდობ. მთავარია მას მოეწონოს ჩემი სურნელი. ცოტა ხნის წინ საჩუქრად Chanel-ის Chance მივიღე, რომელიც ახალი რჩეული გახდა. ასევე ჩემი საყვარელი სუნამოა Flowerbomb, Viktor & Rolf.
-დიეტას თუ იცავთ?
-ამჟამად არა. უბრალოდ ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, მივირთვა ხარისხიანი პროდუქტები კონსერვანტების, საღებავების და ა.შ. გარეშე. რაც ჩემთვის საკმაოდ ადვილია, რადგან
მიყვარს ქორფა ხილი და ბოსტნეული, ვერ ვიტან შემწვარს და ცხიმიან საკვებს. აუცილებლად ვიღებ ვიტამინებს, რაც დედისგან ვისწავლე, რომელიც ჯანსაღი კვების თავგადაკლული მიმდევარი გახლდათ.

image






6
2064
11-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
2064
  
2013, 5 მაისი, 11:37
ულამაზესიააა
2012, 28 დეკემბერი, 22:24
victoria secretis yvelaze lamazi modeli esaa*
2012, 3 ივლისი, 21:51
ამას რომ არ ეთქვა ცივ წყალში ვიხრჩობდი თავს :D:D:
2012, 3 ივლისი, 16:24
*_*+1
2012, 2 ივლისი, 14:46
+100 ძალიან საყვარელი გოგოა, ძალიან მომწონს.
0 1 6