x
image
maia
ბრედ პიტი ავეჯის დიზაინერი გახდა
ვარსკვლავებს უყვართ ახალი პროფესიების ათვისება, თუმცა ცნობილი ადამიანების უმრავლესობა თავს მოდელიერის და პარფიუმერის როლში ცდის.

ბრედ პიტმა კი საკუთარი განსხვავებული გზა აირჩია და ავეჯის დიზაინერობა გადაწყვიტა.

როგორც მსახიობმა განაცხადა, ამაზე უკვე დიდი ხანი ოცნებობდა: "საკუთარი ავეჯის შექმნაზე ფიქრი ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დავიწყე, სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე ისეთი ნოვატორები არქიტექტურაში, როგორებიც არიან ფრენკ ლოიდ რაიტი და ჩარლზ რენი მაკინტოში, მათ შეცვალეს ჩემი შეხედულება არქიტექტურაზე".

image


ელიტური ავეჯის ხაზი ბრედ პიტმა ცნობილ დიზაინერთან ფრანკო პოლაროსთან ერთად შექმნა, რომელმაც თავად შესთავაზა მსახიობს თანამშრომლობა, როცა პიტის სახლის დიზაინის შესრულებისას ბრედის ესკიზები ნახა.

კოლექციის "Pitt-Pollaro" პრეზენტაცია გაიმართება 13-15 ნოემბერს ნიუ-იორკში. კოლექცია მოიცავს სასადილო, ჟურნალის მაგიდებს, ბარის სკამებს, საძინებელ გარნიტურს და სავარძლებს. ავეჯის დასამზადებლად გამოყენებულია ბევრი მინა და მსუბუქი მასალა. ავეჯი ძირითადად შესრულებულია სპილოს ძვლისფერში, რომელსაც ოქროსფერი ელფერი დაკრავს.

როგორც ჟურნალი Architectural Digest წერს, კოლექციაში ყველაზე შთამბეჭდავი მოდელი ტროპიკული ხისგან დამზადებული საწოლია, რომელიც გაფორმებულია 24 კარატიანი ოქროს დეტალებით, საწოლის რაოდენობა შეზღუდულია, ის მხოლოდ ათი ცალი დამზადდა.

image

image

image





0
78
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0