x
image
maia
ანჯელინა ჯოლი დისნეის ახალი ფილმში ბოროტი დედოფლის როლში ითამაშებს

ინტერნეტში გავრცელდა პირველი ფოტო, რომელზეც ანჯელინა
ჯოლი ბოროტი დედოფლის მალეფისენტის როლშია გადაღებული. დისნეის ახალი ფილმის სახელწოდებაც ასევე „მალეფისენტი“ გახლავთ. ფილმი "მძინარე მზეთუნახავის" ახალი კინოვერსია გახლავთ. თუმცა ამჯერად მოქმედება ბოროტი დედოფლის კუთხიდან იქნება წარმოდგენილი, ამიტომაც მისი სახელი გამოტანილია სათაურად. მძინარე მზეთუნახავ ავრორას თამაშობს ელ ფანინგი.

ფილმში მონაწილეობენ აგრეთვე ჯუნო ტემპლი და შარლტო
კოპლი, რეჟისორი კი რობერტ სტრომბერგია, რომელიც გახლდათ მხატვარი ფილმებში- „ავატარი“ და „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.

ფილმის გადაღება დაიწყო დიდ ბრიტანეთში 13 ივნისს და კინოვერსია ფართო ეკრანებზე გამოვა 3D ფორმატით 2014 წლის მარტში.

image
image
image



0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0