x
image
maia
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის შვილები კინოფილმის გმირებად გადაიქცნენ
ზაფხულის ბოლოს უცხოური პრესა იუწყებოდა, რომ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის გოგონამ ვივიენმა მიიღო პირველი როლი Disney-ს სტუდიის კინოფილმში "Maleficent", რომელიც მძინარე მზეთუნახავის ახალ ვერსია გახლავთ. ფილმი კინოგაქირავებაში გამოვა 2013 წელს.

როგორც გაირკვა ფილმში როლი გამოიძებნა არამარტო ოთხი წლის ვივიენისთვის, არამედ ცნობილი წყვილის სხვა შვილებისთვისაც.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პროექტში ასევე ჩართული არიან 8 წლის პექსი და 7 წლის ზახარი, თუმცა მათ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი როლები ერგოთ.

image
ბრედის და ანჯელინას უფროსი გოგონა შაილოც მიწვეული იყო ფილმში, თუმცა მას არ მოეწონა გადაღების პროცესი, ამიტომ უარი განაცხადა როლზე.


image
ფილმის "Maleficent" გადაღება მიმდინარეობს ლონდონში. მასში ანჯელინა ჯოლის და მისი შვილების გარდა მონაწილეობას ელ ფენინგიც ღებულობს.

image

0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0