x
image
maia
2013 წლის მთავარი ვარსკვლავური ქორწინებები და განქორწინებები

2013 წლის განმავლობაში ბევრმა ვარსკვლავმა-საპატარძლომ პომპეზურ ქორწილს დახურული საზეიმო ცერემონია ამჯობინა, ხოლო ხმაურიან განშორებებს- მშვიდი და მშვიდობიანი დამშვიდობება. გთავაზობთ2013 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწინებას და

განშორებას.


წლის ვარსკვლავური განშორებები


მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი


მომხიბვლელი იტალიელის და ფრანგის წყვილმა ერთად თითქმის

20 წელი გაატარა, მათ ორი საერთო შვილი, ხუთი ერთობლივი კინო-პროექტი და რამდენიმე მილიონიანი ქონებაც აკავშირებდათ. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა და პოპულარულმა წყვილმა განშორების შესახებ 2013 წლის აგვისტოში გამოაცხადა, რაც თაყვანისმცემლებისთვის შოკისმომგვრელი სიახლე აღმოჩნდა.

ისინი ურთიერთშეთანხმებით, მშვიდად დაშორდნენ, ორივემ თავს იდო გოგონებზე ზრუნვა.

image


მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი

თაყვანისმცემლებისთვის მორიგი შოკისმომგვრელი ინფორმაცია ავსტრალიელი მოდელის მირანდა კერის და ბრიტანელი მსახიობის ორლანდო ბლუმის განქორწინება გახლდათ. სამწლიანი ქორწინების დარღვევის მიზეზები არ სახელდება, თუმცა წყვილი მშვიდად დაშორდა და ორივემ თავს იდო ბიჭუნას აღზრდაზე ზრუნვა. ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ხმების მიხედვით ორლანდო დაუახლოვდა ახალგაზრდა მსახიობ კონდოლა რაშიდს, რომელთანაც ერთად თამაშობს ბროდვეის წარმოდგენაში "რომეო და ჯულიეტა", ხოლო მირანდამ კი რომანი ავსტრალიელ მილიარდელ ჯეიმს პეკერთან გააბა.

image


ჯორჯ კლუნი და სტეისი კებლერი

სასიხარულო ცნობა ჯორჯ კლუნის თაყვანისმცემელი ქალბატონებისთვის, მსახიობმა დაასრულა რომანი ლამაზმან ტელეწამყვან სტეისი კებლერთან ივლისის თვეში. როგორც სტეისიმ განაცხადა არ აპირებდა უფრო სერიოზული ურთიერთობაზე გადასვლას, ამიტომ დაშორება არც განუცდია.

ჯორჯ კლუნის თაყვანისცემის ახალი ობიექტი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

image


ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი
ყველაზე მეტად განხილვადი ვარსკვლავური-წყვილი სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი 2013 წლის დასაწყისში დაშორდა. აპრილის თვეში მიცემულ ინტერვიუში ჯასტინმა ახსნა მოულოდნელი განშორების მიზეზი: "მე ჯერ კიდევ ოცი წლის ვარ, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება მსურს."

თუმცა დეკემბერში ორივე ვარსკვლავმა გაამხილა, რომ ერთმანეთი ისევ უყვართ და არ გამორიცხავენ ხელახალ დაახლოებას.

image

რობერტ პატისონი და კრისტენ სტიუარტი
ვამპირების საგას ეკრანული გმირების ედვარდის და ბელასგან განსხვავებით რობერტ პატისონმა და კრისტენ სტიუარტმა ვერ შეძლეს ურთიერთობის შენარჩუნება. ვარსკვლავურმა წყვილმა ოფიციალურად დაასრულა თავიანთი ოთხწლიანი რომანი 2013 წლის მაისში. განშორების მიზეზი კი კრისტენ სტიუარტის ღალატი გახლდათ, მან ხანმოკლე რომანი გააბა ფილმის "მონადირე და ფიფქიას" რეჟისორთან.

image


2013 წლის მთავარი ქორწინებები


ჰოლი ბერი და ოლივიე მარტინესი
ვარსკვლავურმა წყვილმა, რომელიც 2010 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს, ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა ფრანგულ ციხე-სიმაგრეში Chateau des Conde-ს გამართულ დახურულ ცერემონიაზე.

47 წლის, შვიდი თვის ფეხმძიმე მსახიობს ეცვა Jenny Packham-ის ნაკეცებიანი ჰაეროვანი კაბა, რომლითაც ფარავდა მუცელს. სამი თვის შემდეგ კი წყვილს ბიჭუნა შეეძინა.
image

კირა ნაითლი და ჯეისონ რაიტი

ბრიტანელი მსახიობი ცოლად გაყვა ჯგუფ Klaxons-ის დამკვრელს მაისის თვეში, კირამ ცერემონიის სტუმრები გააოცა უჩვეულო საქორწილო კაბით. მან გადაწყვიტა არ მიეპყრო დიზაინერების ყურადღება და გამოიყენა თავის გარდერობში უკვე არსებული

Сhanel-ის მოკლე კაბა. დახურული ცერემონია საფრანგეთის სამხრეთით ზღვის სანაპიროზე გაიმართა.

image


ზოი სალდანა და მარკო პერეგო

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მსახიობი ზოი სალდანა ფეხბურთელ მარკო პერეგოს მეუღლე გახდა 2013 წლის ივნისში ლონდონში. მათ უარი თქვეს პომპეზურ ცერემონიაზე, მაგალითი აიღეს სხვა ცნობილი ჰოლივუდური წყვილებისგან და დაქორწინდნენ ახლო მეგობრების და ნათესავების ვიწრო წრეში.

image










0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0