x
image
maia
ჯენიფერ ლოპესის სტილი: როგორ დავფაროთ სხეულის ნაკლი

ჯენიფერ ლოპესს უკვე 43 წელი შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში ჯენიფერმა მოასწრო მომღერლობა, მსახიობობა, ორი შვილის გაჩენა, გათხოვება, განშორება, ტელეწამყვანობა და ორჯერ ნაკლები ასაკის მამაკაცთან რომანის გაბმა.

ერთი სიტყვით, ჯენიფერ ლოპესი მეტად მრავალმხრივი ქალბატონია. ამას გარდა მომღერალი საუკეთესოდ გამოიყურება და შესანიშნავად იცის, როგორ დაფაროს სხეულის ნაკლი სექსუალური სამოსის ქვეშ. ჯეო ლოს ფორმები, ისევე როგორც სხვა ვარსკვლავების სხეული სრულყოფილი ნამდვილად არ არის. მაგრამ ჯენიფერი სწორად არჩევს შესაფერის სამოსს.
image
ჯენიფერს გრძელი ფეხები არ აქვს, მაგრამ მომღერალმა იპოვა სიტუაციიდან გამოსავალი. ის წითელ ხალიჩაზე რეგულარულად ჩნდება კანისფერ წვრილქუსლებიან ფეხსაცმელებში. რომელსაც
ზოგჯერ ბრჭყვიალები ამშვენებს, რაც ფეხებს გარეგნულად აგრძელებს. ჯენიფერი ხშირად ირჩევს გრძელ გაშვებულ კაბებს, რითაც ფარავს სხეულის ნაკლს.

image
image
ჯენიფერის წარმატების კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია
ულტრამოკლე ქვედაბოლოები, მაღალი ქუსლები, თავისუფალი სტილი და იდეალური ნამზეური. მომღერლის სამოსი ხაზს
უსვამს სპორტულ ფეხებს და ფარავს განიერ თეძოებს.
image
ჯენიფერს უყვარს გულახდილი სამოსი, მაგრამ ზოგჯერ უპირატესობას მუხლს ქვემოთ სიგრძის კოქტეილის კაბებს ანიჭებს. მაგ. კაბებს ორიგინალური დეტალებით მკერდზე-ჭრილი, ბაბფთა ან ყვავილი.
image
მსუბუქი კაბა კაშკაშა ნახატებით, რომელიც გაფორმებულია წვრილი ქამრით, სამაჯურების ნაკრები და მოდური მზის სათვალეები-ნამდვილად იდეალური საზაფხულო იერსახეა. სამოსი ფარავს თეძოებს და ხაზს უსვამს მკერდს.
image
ჯენიფერი უარს ვერ ამბობს ორ რამეზე: ბრჭყვიალებზე და ხორცისფერ სამოსზე. მომღერალი ოსტატურად ირჩევს ფასონს. მაგ. წითელ ხალიჩაზე გასასვლელად მან აირჩია არა ტრადიციული კაბა, არამედ კომბინეზონი, რომელიც პრაქტიკულად შეერწყა მისი კანის ფერს.
image
შესაფერისი სტილის სამოსის ასარჩევად, ჯერ სხეულის ტიპი
უნდა განსაზღვროთ. ჯენიფერ ლოპესმა კარგად იცის, რომ „ქვიშის საათის“ სილუეტის ეფექტის გასაძლიერებლად საჭირო აქცენტი მხრებზე გააკეთოს, რათა გაათანაბროს მათი
და თეძოების სიგანე. ამიტომ ის ირჩევს მოცულობით მხრებიან სამოსს.
image
ვიწრო წელი, ფუშფუშა ქვედაბოლო და განიერი მხრები-სილუეტი New Look-ის შემადგენელი ნაწილია, და ჯენიფერის არსენალში მსგავსი თარგის პალტოებიც არის,
ისინი მის სხეულს თითქმის იდეალურად წარმოაჩენენ.
image




3
1229
10-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1229
  
2012, 24 აგვისტო, 15:44
+10
2012, 24 აგვისტო, 2:47
magart momwons jei lo
2012, 23 აგვისტო, 17:24
+1 მაგარიი ქალია !
0 1 3