x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ენოქის წიგნი (ნაწილი მეოთხე)
ენოქის წიგნი


ენოქის წიგნის პირველი 3 ნაწილის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:


1. ენოქის წიგნი (ნაწილი I)

2. ენოქის წიგნი (ნაწილი II)

3. ენოქის წიგნი (ნაწილი III)



თავი XIX


და მითხრა ურიელმა: იმ ანგელოზთა სულები, რომელნიც ქალებთან შეერთდნენ, დარჩებიან აქ. მათ სხვადასხვა სახე მიიღეს, შებილწეს ადამიანები და აცდუნეს ისინი, რათა მსხვერპლი შეეწირათ დემონებისთვის ისე, როგორც ღმერთებისთვის. და ისინი დარჩებიან აქ იმ დღემდე, სანამ არ მოიწევს დიდი განკითხვის დღე და არ გადაწყდება მათი საბოლოო ბედი. მათ ცოლებს კი, რომელთაც აცდუნეს ანგელოზები, ელით ის დღე, რაც მათს მეგობრებს. და მხოლოდ მე - ენოქმა ვიხილე ყოველივეს აღსასრული და ვერცერთი ადამიანი იხილავს იმას, რაც მე ვნახე.


ურიელ მთავარანგელოზი





თავი XX


ეს არის სახელები წმინდა მეთვალყურე ანგელოზებისა:

ურიელ - ერთ-ერთი წმინდა ანგელოზთაგანი. ანგელოზი ჭექა-ქუხილისა და მიწისძვრისა.

რუფაელ - ერთ-ერთი წმინდა ანგელოზთაგანი. ანგელოზი ადამიანთა სულებისა.

რაგუელ - ერთ-ერთი წმინდა ანგელოზთაგანი. სამყაროში სინათლისა და სასჯელის მომტანი.

მიქაელ - ერთ-ერთი წმინდა ანგელოზთაგანი. ის წარმოდგენს ადამიანთა სულებს და ცოდვისკენ მიდრეკილ სულებს.

გაბრიელ - ერთ-ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც წარმოადგენს გველებს და სამოთხეს და ქერუბიმს.


ანგელოზი





თავი XXI


და მე შემოვუარე ადგილს, სადაც არაფერი იყო შექმნილი და ვიხილე საშინელი რამ, რაც არ იყო არც ზეცა, არც მიწა. არამედ უდაბნო დიდი და შემაძრწუნებელი. აქ მე ვიხილე შვიდი ვარსკვლავი ზეცისა შეკრული ერთად, როგორც დიდი მთები და აალებულნი, როგორც ცეცხლი. და მე ვთქვი - რა ცოდვის გამო არიან ისინი შეკრულნი ან რისთვის არიან ისინი აქ განდევნილნი? ურიელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგან, რომელიც მახლდა, როგორც ჩემი წინამძღოლი, მიპასუხა: "რატომ კითხულობ ენოქ? რატომ ინტერესდები? ეს ის ვარსკვლავები არიან, რომლებმაც ღვთის ბრძანება დაარღვიეს და იქნებიან კიდეც შეკრულნი ისინი აქ, მანამ არ შესრულდება ათი ათასი წელიწადი - რიცხვი მათი ცოდვების დღეებისა."

ამ ადგილიდან მე წავედი სხვაგან, ამაზე მეტად შემძრწუნებელ ალაგს და ვიხილე საშინელება: ცეცხლი დიდი, რომელიც იწოდა და აალებულიყო. ამ ადგილს ნაპრალი ჰქონდა, რომელიც სწვდებოდა უფსკრულს და სავსე იყო დიდი, ცეცხლოვანი სვეტებით. ვერ ვხედავდი მე მის სრულ სიდიდეს, არ შემეძლო დამენახა მისი ბოლო და აღმომხდა: "ეს რა საშინელი ადგილია, და როგორი მტკივნეულია ამას ხედავდე!" შემდეგ ურიელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგან, რომელიც მახლდა, მიპასუხა და მითხრა: "ენოქ, რატომ შიშობ და ძრწი ამ ადგილის ხილვისას, ან რატომ გრძნობ ტკივილს? ეს ადგილი არის საპყრობილე ანგელოზთა და ისინი სამუდამოდ აქ იქნებიან გამომწყვდეულნი."


მიჯაჭვული ანგელოზი





თავი XXII


და ამ ადგილიდან მე წავედი სხვაგან და მიჩვენა მან დიდი და მაღალი მთა დასავლეთ მხარეს და მტკიცე კლდე. იქ იყო ოთხი მშვენიერი ადგილი. შიგნით კი იყო ღრმა, ფართო და ძალიან გლუვი იმდენად, რომ ჰგავდა მბრუნავს, ხოლო ღრმა და ბნელი იყო შესახედად. შემდეგ რაფაელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგან, რომელიც მახლდა, დაარღვია სიჩუმე და მითხრა: "ეს მშვენიერი ადგილი მკვდართა სულების შესაკრებელად არსებობს. იმისთვის არიან შექმნილნი ისინი, რომ იქ ადამიანთა სულები შეიკრიბონ და შექმნილია ეს ადგილები მათს საცხოვრებლად განკითხვის დღემდე, დანიშნულ დრომდე, ხოლო დანიშნული დრო გრძელი იქნება, სანამ დიდი განკითხვა არ აღესრულება მათზე." და ვიხილე მკვდარ ადამიანთა სულები. აღწევდა მათი ხმა ზეცამდე და ჩიოდა.

შემდეგ მე ვკითხე ანგელოზ რაფაელს, რომელიც მახლდა: "ვისი სულია ეს, რომლის ხმა და ჩივილიც ზეცამდეც კი აღწევს?" მან მიპასუხა: "ეს არის სული, რომელიც გამოვიდა აბელისაგან, რომელიც მოიკლა თავისი ძმის - კაენის ხელით. იგი იჩივლებს მასზე მანამ, სანამ შთამომავლობა კაენისა არ აღიგვება პირისაგან მიწისა და სანამ ადამიანთა მოდგმიდან სრულად არ განადგურდება მისი შთამომავლობა.

შემდეგ მე ვკითხე უფრო მეტი აბელზე და ყოველივეს განკითხვაზე და მან თქვა: "რატომაა ერთი, გამოყოფილი მეორისგან? ეს სამი ადგილი იმისთვისაა შექმნილი, რომ გაჰყოს მკვდართა სულები. მართალთა სულებისთვის განკუთვნილი და გამოყოფილია ასე - იქ არის წყაროს წყალი და სინათლე.

ასევეა ცოდვილთა სამყოფელში, როცა ისინი დაიხოცებიან და მიწაში დაიმარხებიან, და არ აღსრულდება განკითხვა მათი სიცოცხლის მანძილზე. აქ გამოეყოფა მათი სულები შემდგომი წამებისთვის, სანამ არ აღსრულდება განკითხვის დღე და დასჯა და წამება მათთვის, ვინც წყეულია. სასჯელი მათი სულებისთვის სამუდამოდ. ის აქ მათ შეკრავს სამუდამოდ. და ეს გამოყოფილი ადგილი შეიქმნა სულებისთვის, რომლებიც ტირიან და იუწყებიან თავიანთი განადგურების შესახებ. და ისინი დაიხოცნენ ცოდვილთა დღეებში.

ეს ადგილი შეიქმნა ადამიანთა სულებისთვის, რომლებიც არ არიან მართალნი, არამედ არიან ცოდვილნი და დამნაშავენი. ისინი იქნებიან სხვა დამნაშავეებთან ერთად და მათ მსგავსად, მაგრამ მათი სულები არ დაიხოცებიან განკითხვის დღემდე და ვერ გამოვლენ ამ ადგილიდან.

შემდეგ მე ვადიდე დიდებული ღმერთი და ვთქვი: "კურთხეულ იყავ უფალო ჩემო, უფალო დიდებისა და მართალთა, რომელიც მართავ ყოველივეს მარადიულად."


დასჯილი ვარსკვლავი





თავი XXIII


ამ ადგილიდან მე წავედი სხვაგან, დასავლეთ მხარეს, დედამიწის დასასრულისკენ და ვიხილე უწყვეტად აალებული ცეცხლი, რომელიც იწვოდა დღისითაც და ღამითაც, მაგრამ ეს გრძელდებოდა უცვლელი სახით, გაუნელებლად და მე ვიკითხე: "რა არის ეს, რომელიც არ ისვენებს?" და რაგუელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგან, რომელიც მახლდა, მიპასუხა და მითხრა: "აალებული ცეცხლი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ მხარეს, არის ყველა სინათლე ზეცისა."


რაგუელ მთავარანგელოზი





თავი XXIV


ამ ადგილიდან მე წავედი დედამიწის სხვა ადგილას და მან მაჩვენა მთა ცეცხლისა, რომელიც იწვოდა დღისით და ღამით. მივუახლოვდი და ვიხილე შვიდი დიდებული მთა. ყოველი მათგანი კი იყო ერთმანეთისგან განსხვავებული ძვირფასი და მშვენიერი ქვისა. თითოეული მათგანი იყო გარეგნულად ძვირფასი, ბრწყინვალე და მშვენიერი. სამი მთა თანმიმდევრულად იყო განლაგებული აღმოსავლეთ მხარეს, და სამი მთა თანმიმდევრულად განლაგებულიყო სამხრეთით. აქ იყო ღრმა და უსწორმასწორო ველები და არცერთი მათგანი იყო ერთმანეთთან ახლოს. მათ შორის იყო მთა მეშვიდე და იყო სიმაღლე მისი, როგორც სამეფო ტახტისა, გარს შემოხვეული სურნელოვანი ხეებით. მათ შორის იყო ერთი ხე, რომლის მსგავსი სურნელიც არ შემიგრძვნია არასოდეს და არ ჰგავდა დანარჩენებს და არცერთ სხვა მის მსგავს ხეს. ის ბევრად სურნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა სურნელი და მისი ფოთლები, მისი ტანი და ყვავილები არასოდეს ლპებოდა. მისი ნაყოფი მშვენიერია და ნაყოფი მისი მსგავსია პალმის ნაყოფისა. და შემდეგ მე ვთქვი: "შეხედეთ ამ მშვენიერ ხეს, მშვენიერია საცქერლად, საამურია მისი ფოთლები, მისი ნაყოფი კი გარეგნულადაც კი ძალიან სასიამოვნოა."

და შემდეგ მიქაელმა, ერთ-ერთმა წმიდა ანგელოზთაგან, რომელიც მახლდა და წარმოადგენდა მათ, მიპასუხა....


მიქაელ მთავარანგელოზი



გაგრძელება იქნება...



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
425
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0