x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97312
  • ვიდეო:344149
  • სურათი:459281
"არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას... რაც დაღუპავს რუსეთს"
უდიდესი რუსი წმინდანი სერაფიმე საროველი აფრთხილებს რუსეთს:
"არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებითimage

დედას ღვთისას... რაც დაღუპავს რუსეთს, "


მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდანი ღირსი სერაფიმე საროველი, ერობაში პროხორე მოშნინი, დაიბადა 1754 წლის 19 ივლისს, ქ. კურსკში.

პროხორეს მამა ადრე გარდაეცვალა და მცირეწლოვანი ყმა დედის აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა. დედამ ადრევე შენიშნა შვილის მისწრაფებანი, ამჩნევდა მას გულითად ლოცვას, წუთისოფლისგან განდგომის სურვილსა და მიწიერი საზრუნავისადმი გულგრილობას.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო დედასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. პროხორემ მალე დატოვა თავისი მშობლიური კერა და საროვოს უდაბნოში გაემგზავრა,

წმინდა საროვის უდაბნოში 8 წლიანი მორჩილების შემდეგ 1786 წლის 13 (26) აგვისტოს, მარხვის დასასრულს, იღუმენმა პახომმა პროხორე ბერად აღკვეცა.
მას სახელად სერაფიმე ეწოდა იგი ებრაულად “ცეცხლოვანს”, ძვ. ქართულად კი “ცეცხლებ დამწველნი ნიშნავს”.

1793 წლის 15 სექტემბერს ღვთის სიტყვით ანთებული მამა სერაფიმე უდაბნოში განმარტოების სურვილით აენთო, და განდეგილობა გადაწყვიტა.


მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წმინდანს მეუდაბნოებაზე მისცა კურთხევა.

და მონასტრიდან ხუთი ვერსის მოშორებით, მდინარე საროვოს ნაპირზე, უდაბურ ფიჭვნარში ამაღლებულ ბორცვზე ერთოთახიან ხის სენაკში დასახლდა.მთელი კვირის განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის წინ მიდიოდა სავანეში.

ბერი სერაფიმე ძალიან ცოტას ჭამდა, საკვებს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირას შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდა.


წმინდა სერაფიმესთან რჩევის და ლოცვა-კურთხევისთვის მოდიოდნენ როგორც მონასტრის ძმები, ისე ერისკაცებიც.

იგი ყოველ ღამით ტყეში ერთ უზარმაზარ ლოდზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა. დღისით კი კელიაში აგრძელებდა ლოცვს, სადაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

იგი უფლის შეწევნით უამრავ სასწაულს აღასწულებდა, ლოცვებით კურნავდა ადამიანებს. წმინდა სერაფიმე განსაკუთრებულად ზრუნავდა დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ

წმინდა სერაფიმე მრევლს ყოველთვის ეუბნებოდა გულში მუდამ
იმეორე იესოს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო,
შემიწყალე მე ცოდვილი”. შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე.

საოცარი იყო ღირსი სერაფიმეს ცხოვრება და საკვირველი იყო მისი აღსასრული.

მამა სერაფიმემ განჭვრიტა თავისი აღსასრულის მოახლოება ხშირად აფრთხილებდა მნახველებს: “ჩვენ აწი ვეღარ შევხვდებით”. დედა პარასკევას ეუბნებოდა: “ამიერიდან მარტო იცხოვრეთ, გტოვებთ!”

1833 წლის 14 იანვარის დილას იგი უკანასკნელად მივიდა ეკლესიაში. იგი უჩვეულოდ იქცეოდა, ყველა ხატთან სანთელი დაანთო და ემთხვია. ასეთი რამ ადრე არ გაუკეთებია.

15 იანვარის, დილის ექვსი საათისთვის წმინდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო, წმინდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა, “სანამ ცოცხალი ვარ ჩემს კელიაში ცეცხლი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება”. როდესაც კელიაში შევიდნენ წმინდანი გარდაცვლილი დახვდათ.

მამა სერაფიმე სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც, დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს,
მისი შემწეობით უამრავი სნეული განკურნებულა და იკურნება.

ხსენება – ახალი სტილით 15 იანვარი.

ყველასშეგეწიოთ წმინდა სერაფიმე საროველი!

imageimageimageimage

დავით დანელია


4
9533
11-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
9533
  
2016, 30 დეკემბერი, 12:55
კიდეც გვეომა და ბომბებიც წაგვაყარა მარა ქე არიან მშვენივრად
2015, 14 აგვისტო, 14:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 8 იანვარი, 18:38
+++ ამინ!!! ++++
2014, 26 ივლისი, 0:53
სულ ცოტა ხნის წინ მოვილოცე ბორჯომში სერაფიმ საროველი სახელობის მონასტერი,დიდება უფალს ამისთვის და მადლობა სერაფიმ საროველს ამის ღირსი რომ გამხადაა....გვფარავდეს მისი მადლი
0 1 4