x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96538
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458436
ენოქის წიგნი (ნაწილი მეხუთე)
ენოქის წიგნი


ენოქის წიგნის პირველი 4 ნაწილის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:


1. ენოქის წიგნი (ნაწილი I)

2. ენოქის წიგნი (ნაწილი II)

3. ენოქის წიგნი (ნაწილი III)


4. ენოქის წიგნი (ნაწილი IV)




თავი XXV


და მითხრა მიქაელმა მე: "ენოქ, რატომ მეკითხები ამ ხის სურნელებაზე და რატომ ისწრაფვი შეიტყო ეს? შემდეგ მე - ენოქმა, ვუპასუხე მას: "მსურს ვისწავლო ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ამ ხის შესახებ." და მან მიპასუხა და მითხრა: "ეს მაღალი მთა, რომელიც იხილე და რომელიც ჰგავს ტახტს უფლისას, სადაც წმინდა და დიდებული უფალი ბრწყინვალებისა, მარადიული მეფე დაბრძანდება, როდესაც ის ესტუმრება ხოლმე დედამიწას მოწყალებისათვის. ამ თვალწარმტაც და სურნელოვან ხესთან შეხება ეკრძალება ყოველ მოკვდავს განკითხვის დღემდე, როდესაც ყველაფერი გამოსყიდული და დასრულებული იქნება. შემდეგ მარადიულად ის გადაეცემა მართალთ და მოკრძალებულთ. მისი ნაყოფისგან სიცოცხლე მიეცემა რჩეულებს. ის დარგული იქნება ჩრდილოეთ მხარეს, წმინდა ადგილას, უფლის და მარადიული მეფის სახლის წინ. შემდგომ ისინი იხარებენ და იზეიმებენ წმინდა ადგილას. ისინი მიიღებენ სურნელს ძვლებში და იცხოვრებენ მიწაზე დიდი ხნის მანძილზე, როგორც ცხოვრობდნენ მათი მამები. თავიანთი ცხოვრების მანძილზე არ შეეხება მათ არც მწუხარება, არც ტკივილი, ტანჯვა ან სასჯელი."

შემდეგ მე ვადიდე ღმერთი ბრწყინვალებისა, მარადიული მეფე, ვინაიდან მან განამზადა ეს ყოველივე მართალი ადამიანებისათვის, შექმნა ეს და თქვა, რომ ეს გადაეცემა მათ.


ენოქის წიგნი




თავი XXVI


და ამ დგილიდან მე გავემგზავრე დედამიწის შუაგულში და ვიხილე დალოცვილი, ნაყოფიერი ადგილი, სადაც იყო ტოტებიანი ხეები, რომლებიც ჰგავდნენ ცოცხლებს. ისინი ამოსულნი იყვნენ ხიდან, რომელიც ძირში იყო გადაჭრილი. და აქ მე ვიხილე წმინდა მთა, და მთის ქვეშ, აღმოსავლეთ მხარეს იყო წყალი, რომელიც მიედინებოდა სახრეთ მხარეს. და ვიხილე სხვა მთა აღმოსავლეთ მხარეს, რომელსაც ჰქონდა იგივე სიმაღლე და მათ შორის იყო ღრმა და ვიწრო ველი. მასზე მიედინებოდა წყალი მთებიდან. დასავლეთ მხარეს იყო სხვა მთა, რომელიც იყო დაბალი ვიდრე ის, და არ იყო მაღალი. მის ქვეშ დამათ შორის იყო ველი, და იქ იყო სხვა ღრმა და მშრალი ველები სამი მთის ბოლოს. ყოველი ველი ღრმა იყო და ვიწრო, მტკიცე კლდის ქვების და ხეები იყო დარგული მათზე. მე გაოცებული ვიყავი კლდეებისა და ველებისგან, ძალიან გაოცებული ვიყავი.


ენოქის წიგნი




თავი XXVII


შემდეგ მე ვთქვი: "რა არის ამ დალოცვილი მიწის არსებობის მიზანი, რომელიც სრულიად სავსეა ხეებით და რომელთა შორისაც არის ეს ერთი წყეული ველი?" ამაზე რაფაელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგან, რომელიც მახლდა, მიპასუხა და მითხრა: "ეს წყეული ველი მათთვისაა, ვინც დაწყევლილია სამუდამოდ. აქ ერთად შეიკრიბებიან ისინი, ვინც ლაპარაკობა ღმრთის წინააღმდეგ და მკრეხელობდა მის ბრწყინვალებაზე. ისინი შეკრებენ მათ აქ ერთად და იქნება სამსჯავროს ადგილი. უკანასკნელ დღეებში სწორედ აქ გაიმართება სანახაობა მათი სამართლიანად განსჯისა მართალთა წინაშე. ისინი, რომელნიც აქ შეწყალებულნი იქნებიან, აღავლენენ ლოცვას ბრწყინვალე ღმერთისთვის, მარადიული მეფისთვის. მათი განკითხვის დღეებში ისინი ადიდებენ მას წყალობისათვის, რადგან მან ასეთი წყალობა უწილადა." შემდეგ მე ვადიდე ბრწყინვალე ღმერთი და მივმართე მას. და მე მახსოვდა მისი დიდებულება.


ენოქის წიგნი




თავი XXVIII


ამ ადგილიდან მე გავემართე აღმოსავლეთის მხარეს, უკაცრიელ მთას შორის და ვიხილე უდაბნო, მაგრამ ის სავსე იყო ხეებით მათივე თესლიდან და წყალი მოედინებოდა მათზე. ზემოდან ნიაღვარი, რომელიც მიმართულიყო ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. უხვი ჩანდა და ყოველი მხრიდან შხეფები და ნისლი ადიოდა.


ენოქის წიგნი



თავი XXIX


და მე გავემგზავრე სხვა ადგილას, უდაბნოდან შორს. მივუახლოვდი ამ მთის აღმოსავლეთ მხარეს და ვიხილე იქ სამსჯავროს ხეები. განსაკუთრებით კი სჭარბობდნენ ისეთები, რომლებიც აფრქვევდნენ საკმევლისა და მურის სურნელს, არ ჰგავდნენ ისინი ჩვეულებრივ ხეებს.


ენოქის წიგნი



თავი XXX


და მათ ზემოთ, მათზე მაღლა, მთების ზემოთ, აღმოსავლეთ მხარეს და ახლოს, მე ვიხილე სხვა ადგილი, წყლიანი ველები, რომლებიც არ შრებიან. და ვიხილე მშვენიერი ხე და მისი სურნელი იყო, როგორც მასტაკისა. ამ ველების ნაპირებზე მე ვიხილე სურნელოვანი დარიჩინი. და ველების მიღმა გავემართე აღმოსავლეთ მხარეს.




გაგრძელება იქნება...



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0