x
მეტი
  • 18.02.2019
  • სტატია:86173
  • ვიდეო:336529
  • სურათი:446441
სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?

სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?


სტალინმა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე 1921 წლის ივნისში განაცხადა:

- "საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი."

თბილისიდან მოსკოვში ჩასული სტალინი ოფიციალურად აცხადებს:

- "სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი სასიკვდილო საფრთხეშია."

"ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან - ისინი საშინლად ავიწროვებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს."

"ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია."

"საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა."


სტალინი


სტალინმა გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე მარშალ პაველ რიბანკოს კითხვაზე იყო თუ არა ქართველი, უპასუხა:

- "მე არ ვარ ქართველი, მე ვარ რუსი, ქართული წარმოშობის."


სტალინი ორჯონიკიძეს:

- "ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქნას სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია."


საქართველოს ტერიტორია 1918-21 წლებში მოიცავდა 107, 6 ათას კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4, 400 კვადრატული კილომეტრი. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი - პილენკოვო (ახლადელი განთიადი).


საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ, აზერბაიჯანს უფეშქაშეს საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის 6000 კვადრატული კილომეტრი - ზაქათალას ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი (92, 600 მცხოვრებით).


სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?


თურქეთს სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23, 000 საქართველოს ტერიტორიის 23, 000 კვადრატული კილომეტრი (ისტორიული ტაო-კლარჯეთი) 200 ათასამდე მცხოვრებით.


სომხეთს კი 4600 კვადრატული კილომეტრი საქართველოს მიწა - ლორე-ალავერდის მხარე (38, 000 მცხოვრებით).


საბოლოო ჯამში 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ბოლშევიკების "წყალობით" საქართველომ დაკარგა: ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ბამბაკი, ჩრდილი, ჰერეთი, დვალეთი.


სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?


ამას ემატება სტალინის მიერ შექმნილი 2 ავტონომია საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთი და ხელოვნური ტერმინი "სამხრეთ ოსეთი". 8600 კვადრატული კილომეტრი და 3885 კვადრატული კილომეტრი.


საერთო ჯამში 40, 585 კვადრატული კილომეტრი. საქართველოს ეს დაკარგული ტერიტორიები, რომელიც სტალინმა და სხვა ბოლშევიკებმა გაგვისხვისეს, უსწრებს ან უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების ფართობს, როგორიცაა ბელგია (30, 528 კვ. კმ), შვეიცარია (41, 285 კვ. კმ) ან ნიდერლანდების (41, 528 კვ.კმ) ტერიტორიებს.


როდესაც სტალინს უთხრეს ლევან რაზიკაშვილზე, რომ ვაჟა-ფშაველას შვილია, ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძემ ასე უხასუხა:

- ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით ცოცხალი რომ იყოსო.


სტალინი


იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი საბჭოთა კავშირის ბელადი გახლდათ 1924 წლიდან (ლენინის სიკვდილის შემდეგ) 1953 წლამდე და ამ პერიოდში მან მოაწყო ჰოლოდომორი უკრაინაში, როდესაც შიმშილით გაანადგურა 7 მილიონზე მეტი უკრაინელი (რომ ჩაეხშო უკრაინელი პატრიოტული ფენის ნაციონალისტური განწყობები). დაახლოებით 30-წლიანი მმართველობის პერიოდში, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განხორციელებულ გადასახლებებში, რეპრესიებში, დახვრეტებში, გულაგებში მან მოკლა 23 მილიონ ადამიანზე მეტი (ჰოლოდომორის ჩათვლით).





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ

4. თამარ მეფის ბრძოლების სია

5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

6. ვერმახტის ქართული ლეგიონი

7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა

10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

11. ქართული მითოლოგია - აფსათი

12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

13. ქართული მითოლოგია - არმაზი

14. ქართული მითოლოგია - ბატონები

15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა

16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

17. სტალინი ქართველების შესახებ

18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?

19. პირამიდების ტიპები

20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?

22. ქართული მითოლოგია - ბოჩი

23. დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში

24. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?

25. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?

26. ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


9
2239
7-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2239
  
12 თებერვალი, 18:05
სტატის სახელია"ალენ დალასის დოქტრინა"
12 თებერვალი, 10:45
სიამოვნებით. დამეხმარეთ მოძებნაში და წაკითხვას რა უნდა:)
12 თებერვალი, 10:27
წაიკითხე ჩემს მიერ აქ დაწერილი ერთადერთი სტატია,შემდეგ მიხვდები თუ საიდან მოდის ეროვნულობის გაჩანაგება!!!
12 თებერვალი, 10:14
საკუტარ თავთან კი განვიხილავთ და გვაქვს იდეები,მაგრამ რეალურ ნაბიჯებს ვგულისხმობ.
12 თებერვალი, 10:12
ქართველებმა საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ ის ყველაფერი,რაც მოგვივიდა. სტალინი რაც იყო ყველამ ვიცით,მაგრამ აქ მარტო სტალინის ბრალეულობა არ იქნება სწორი. საქართველოს მთავარი მტერი ქართველია. ჩვენივე ხელით გავითხარეთ სამარე და ეხლა იმის მკითხაობა,რომ დამოუკიდებლობა რო შეგვენარჩუნებინა ასე იქნებოდა და ისეო აზრს მოკლებულია. ახლა ხომ ვართ ავად თუ კარგად დამოუკიდებლები,მერე რამე არის საამაყო ამ ყველაფერში? სიტყვით არის საქართველო დამოუკიდებელი და აკონწიალებენ ხან რუსები და ხან ამერიკელები. ქართველებმა თვით შეფასება დავკარგეთ და სირაქლემას პოზა დაგვიჭერია წლებია უკვე. ერთნი ამბობენ,რომ რუსეთის გარეშე საქართველო ვერ იარსებებს და მეორენი კი ამერიკის გარეშეო. არც ერს და არც ბერს არ ადარდებს ქართული ინტერესი. მიმოიხედავ ირგვლივ და ქართულ ინტერესად გირაცხავენ გეების უფლებებს და გამოიხედავ მეორე მხარეს წვერიანთა ბრბოს დაინახავ,რომლებიც ქართულ ინტერესად მათ ბენტლებით და ფეერარით გადაადგილებას გინათლავენ. ბოლოს რა იყო ნაბიჯი,რომელიც ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესი? დამოუკიდებლობის მოპოვება,რომლის მერე ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების. არ გვაინტერესებს საქართველოს ინტერესი და თუ ვინმეს ჰგონია სტალინისგან დიდად განვსხვავდებით ძალიან სცდება. არცერთ საკითხზე ერთობა არ არსებობს და ვერ შევთანხდით. რუსეთი ოკუპანტია ყველა გაიძახის,მაგრამ ამ საკითხზეც არ გვაქვს სრული ერთობა.
12 თებერვალი, 3:39
კომუნისტური რევოლუცია დააფინანსეს იუდეველებმა და მასონებმა,ძველ პეტრბურგში იყო ბანკი სადაც იუდეველების ფულით ფინანსირდებოდა კომ.რევილუცია,სადაც დაღუპა მხოლოდ 7 ადამიანი,ისეთივე ხუთქიმიანი ვარსკვლავია ლონდონში მასონთა საკრებულოს თავზე როგორც მოსკოვის კრემლზე,მასონთა წინაპრები არიან ჯვაროსნები რომლებიც საფრანგეთიდან გაყარა 17 საუკუნეში ფილიპ ბრწყინვალემ,მასონები ქადაგებენ საერთო ცხოვრებას,განათლრბას რელიგიის გარეშე და სკოლებიდან აძევებდნენ საღვთო კანონის სწავლებას,ამიტომ იყო რომ კომ.რევოლუციის შემდეგ ანგრევდნენ მართლმადიდებლურ ტაძრებს.თბილისში ტაძრში დამპალმა სტალინმა მოაწყო აბანო ნახალოვკაში 1928 წელს.ქრისტიანობის პირველი მტრები არიან იუდეველები,რომლებმაც მოიგონეს ისლამი მე-6 საუკუნეში ქრისტიანთა წინააღმდეგ,ექვსი თანხვედრა,როგორც იუდეველთა ექვსქიმიანი ვარსკვლავი:დამწერლობა მარჯვნიდან მარცხნივ,წინდაცვეთა,ქორწინება სისხლით ნათესავებზე,ღორის ხორცის უარყოფა,პარასკევს ლოცვა საღამოს 8 საათზე,შაბათი დასვენების დღე!!!
11 თებერვალი, 17:16
სტალინი მიზანტროპია < ან იყო>, ეს უდვო ჭეშმარიტებაა ჩემთვის! თუმცა, ხშირად საპირისპირო მხარის მოსაზრებასაც ჩავღრმავებივარ, ( ეჭვის ჭია მამაძაღლია რა)... განსაკუთრებით მას მერე, რაც 2010-ში მამაო გიორგისთან რომ მოვხვდი. ეს უკანასკნელი მოწამეთაში ცხოვრობდა ბერად. მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზეც. ერთი დიიიდი, მაშინაც და ეხლაც ჩემთვის ამოუხსნელი ნიუანსი - მას თავის კელიაში, ხატების გვერდით სტალინის ფოტოც ეკიდა(!) და საკმაოდ დიდხანს მის შესახებაც ისაუბრა, რა თქმა უნდა, უფლის, ზოგადად ადამიანისა და მისი ყოფა-მოვალეობების გარდა. ვუსმენდი, თუ როგორ აქებდა სტალინს და მიკვირდა,.. ეხლაც მიკვირს, თუმცა ხშირადაც ვფიქრობ... რუსეთის რევოლუცია, მანამდე კი პირველი მსოფლიო ომიც, ებრაულ-მასონური ძალების მიერ იყო ინსპირირებული, ლენინი, ტროცკი და მთელი მაშინდელი მასონური ელიტა მობილიზებული იყო დედამიწის მეექვსედზე გაეშენებინათ ეს „კომუნისტური“ სამოთხე და მოკლედ რომ ვთქვათ, სტალინმა მათ ეს ყველაფერი ცხვირწინ „ააცალა“, თუ 23 მილიონი ადამიანის მსხვერპლს ასე შეიძლება უწოდო და თავისი „სამოთხე“ მოაწყო, რომელმაც დაახლოებით 70 წელი იარსება.
მეორე ის კიდევ რომ,.. ამაზე უფრო ხშირად მიფიქრია, როგორ განვითარდებოდა საქართველო დამოუკიდებლობა რომ შეენარჩუნებინა? ერთი დეტალი: აღმოჩნდა, რომ ჩვენს იმდროინდელ მინისტრებს, გაქცევისას, კაბინეტებში ტომრით ფქვილი, სიმინდი და ა.შ. დარჩათ. მაშინდელი ფულის გაუფასურების გამო, ქრთამს ნატურით იღებდნენ(!) ამჟამად რა სამთავრობო ელიტაც გვყავს, კარგად მოგეხსენებათ, იმ პერიოდის ამბებს რომ ვეცნობი, ვხედავ ჩვენი მენტალიტეტი დიდად არ შეცვლილა.. რა, მაშინდელი ევროპა თუ ამერიკა, ეხლანდელზე უფრო გამოიდებდნენ თავს ჩვენთვის, მსოფლიო საბანკო კორპორაციების ტყვეობას ავცდებოდით თუ მეორე მსოფლიო ომს? ნუ შესაძლოა, ამ უკანასკნელში, იმხელა მსხვერპლს ავრიდებოდით, მაგრამ მთლიანობაში ომს, არამც და არამც! ან ჩვენი კულტურის (კინოს არც ვგულისხმობ) ასე რიგად განვითარება, ქართული ენისა და ისტორიის(შესაძლოა მნიშვნელოვნად დამახინჯებულის, მაგრამ მაინც) იმ დონეზე კვლევას შეძლებდა სახელმწიფო ბიუჯეტი? იმხელა მშენებლობები, თუნდაც ენგურჰესი აშენდებოდა? და თუ კი - ვისი იქნებოდა, ჩვენი ?
ჰოდ
11 თებერვალი, 1:20
1961 დამპალ კგბ-ს უფროს სუსლოვს უნდოდა კიდევ შეექმნა სამეგრელოს და სვანეთის ავტონომიები,გაიმეორა მყრალი სტალინის სიტყვების აზრი:ქართველები ყოველთვის იბრძოლებენ დამოუკიდებლობისათვის და ამიტომ უნდა დავყოთ ავტონომიებათო!!!იმ გნიდა სტალინის სისხლში არ იყო ქართული სისხლი,იყო უფრო ოსური,ჯუღაევი,მაგ დამპლის გულისთვის 1959 წლის 9 მარტს დაგვიხვრიტეს ქართველები დამპალი ხრუშოვის ბრძანებით და უმრავლესობა გარდაცვლილები მტკვრის სანაპიროზე გადააგდეს მტკვარში და ისევ შეიღება მტკვარი წითლად ქართული სისხლით როგორც შეეწირა ასიათასი ქართველი 1227 წელს რომ არ უღალატეს წმინდა რწმენას მართლმადიდებლობას და არ შეურცყეს წმინდა ხატები!!!
10 თებერვალი, 20:20
რუსები მადლობლებიც კი არ არიან რომ იმპერია შეუქმნა და მეორე მსოფლიო მოაგებინა. ზუსტად დაწერა აკაკი წერეთელმაც თავის ლექსში "ღამურა", თითქოს იწინასწარმეტყველაო:

გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!

„ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!

„კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..“
0 1 9