x
მეტი
  • 18.02.2019
  • სტატია:86173
  • ვიდეო:336529
  • სურათი:446438
რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?

მელიტონ ქანთარია რაიხსტაგზე აღმართავს საბჭოთა დროშას


მეორე მსოფლიო ომს ჰქონდა მსოფლიო ომებს შორის უდიდესი მსხვერპლი. მან შეიწირა მაშინდელი მსოფლიოს 3% მოსახლეობისა. 1940 წლის აღწერით მსოფლიოს მოსახლეობა იყო 2.3 მილიარდი ადამიანი. სულ მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა 70-85 მილიონი ადამიანი. სამხედრო მოქმედებებმა პირდაპირ ბრზოლის ველზევე შეიწირა 50-56 მილიონი ადამიანი - როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები, ხოლო რაც შეეხება ომისგან გამოწვეულ დაავადებებსა და შიმშილობას, ამ ყველაფრის მსხვერპლი მერყეობს 19-დან 28 მილიონ ადამიანამდე.


მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი მერყეობს 50-დან 55 მილიონამდე.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამხედრო პირების რიცხვი კი მერყეობს 21-დან 25 მილიონამდე. აქ შედის 5 მილიონი ტყვე, რომელიც დაიღუპა ტყვეობაში.


ვერმახტის ქართული ლეგიონი


მეორე მსოფლიო ომში მონაიწლეობდა 72 სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობდა დედამიწის მთელი მოსახლეობის 80%. ბრძოლები 1939-1945 წლებში მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მსოფლიოში ომში ჩართული ქვეყნებიდან შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იქნა სულ 110 მილიონი ჯარისკაცი. აქედან დაიღუპა 62 მილიონი ჯარისკაცი (სსრკ - 27 მილიონი, გერმანია - 5, 25 მილიონი, პოლონეთი - 5-6 მილიონი, იუგოსლავია - 1.7 მილიონი, იაპონია - 1.8 მილიონი, აშშ - 318.000, ბრიტანეთი - 386, 000, საფრანგეთი - 810, 000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420.000, ფინეთი - 84.000). სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.


რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?


რაც შეეხება საქართველოს - II მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის 24%-მა. ასეთი მასშტაბის გაწვევა არ ჰქონია გერმანიასაც კი ყველაზე დიდი მობილიზაციის დროს. გაიწვიეს 700 ათასი ქართველი, აქედან დაიღუპა 190, 000 სამხედრო პირი, ხოლო 110, 000 სამოქალაქო პირი. ჰიტლერის მხარეს კი იბრძოდა 30, 300 ქართველი. მათ შორის იყვნენ როგორც ევროპაში მცხოვრები ქართველების შთამომავლები, რომლებიც 1921 წლის ოკუპაციის დროს აქედან წავიდნენ ემირაციაში და ასევე ჰიტლერის მხარეს გადასული საბჭოთა კავშირის მოქალაქე ქართველებიც. ამ ომში დაიღუპა საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობის 13, 7%.


ვერმახტის ქართული ლეგიონი


1990 წელს იქნა რუსეთის მიერ გამოქვეყნებული თუ რამდენი ადამიანი დაეღუპათ ომში. ეს დოკუმენტაცია გასაჯაროვდა და ნათელი გახდა, რომ საბჭოეთმა ომში დაკარგა 26.6 მილიონი ადამიანი. აქ შედიოდა 8-9 მილიონი ადამიანი, რომელიც ომის მიერ გამოწვეულმა შიმშილობამ და დაავადებებმა იმსხვერპლა. ჩინეთის დანაკრგები კი შეადგენდა 20 მილიონ გარდაცვლილს და 15 მილიონ დაჭრილს.




ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ

4. თამარ მეფის ბრძოლების სია

5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

6. ვერმახტის ქართული ლეგიონი

7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა

10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

11. ქართული მითოლოგია - აფსათი

12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

13. ქართული მითოლოგია - არმაზი

14. ქართული მითოლოგია - ბატონები

15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა

16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

17. სტალინი ქართველების შესახებ

18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?

19. პირამიდების ტიპები

20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?

22. ქართული მითოლოგია - ბოჩი

23. დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში

24. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
446
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0