x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?
რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?


რა მოხდება, რომ ერთხელაც მთვარე უბრალოდ გაქრეს? ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ეს ჰიპოთეტური დაშვება. დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ დედამიწას შეეჯახა ძალიან დიდი ციური სხეული, რომელიც დაახლოებით მარსის ზომის იყო. ამ სხეულს მეცნიერებმა "თაია" უწოდეს. დაჯახებისას თაიამ დედამიწას თავისი დიდი ნაწილი უბრალოდ მოწყვიტა. ამ ნაწილმა კი მოძრაობა გააგრძელა დედამიწის გარშემო და მის ბუნებრივ თანამგზავრად ჩამოყალიბდა, რომელსაც მთვარეს ვუწოდებთ. სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე. სწორედ მთვარემ მიანიჭა დედამიწას ის პირობები, რაც აუცილებელია სიცოცხლის დიდი მრავალფეროვნების განვითარებისათვის. მხოლოდ მთვარეს შეუძლია ისევ წაართვას სიცოცხლე დედამიწას. მისი გაუჩნარების შემთხვევაში რაც ჩვენ გველის იმას მხოლოდ ერთი სიტყვა შეიძლება ეწოდოს - საშინელება - სამყაროს აღსასრული, აპოკალიფსი.


საქმე იმაშია, რომ მთვარე ახდენს უდიდეს გავლენას ოკეანეებზე. მისი დედამიწის გარშემო მოძრაობის დროს, თავისკენ იზიდავს წყლის მასებს და წარმოქმნის ოკეანეებისა და ზღვების მიქცევა-მოქცევას. მთვარის გარდა კი, მზეც მოქმედებს დედამიწაზე არსებულ ოკეანეებზე თავისი გრავიტაციით. მთვარე რომ არ იყოს, მთელი დედამიწის წყლის საფარი მზის გრავიტაციის კონტროლქვეშ მოექცეოდა, ეს კი საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანდა - მთვარის გაქრობის პირველი ეფექტი ის იქნებოდა, რომ საწყის პერიოდში წარმოიქმნებოდა უდიდესი ცუნამები, წყლები იმდენად აიზვირთებოდა, რომ მთელი პლანეტის ხმელეთს დაფარავდა. ეს იქნებოდა კაცობრიობის აღსასრულის დასაწყისი. თუმცა გლობალური აღსასრული სიცოცხლისა მოვიდოდა არა ოკეანიდან. მთვარის გაქრობის შემდგომ წარმოქმნილი გიგანტური ცუნამების შემდეგ ოკეანეები დაწყნარდებიან, დედამიწა კი მთლიანად გადავა მზის გრავიტაციული კონტროლის ქვეშ. ეს მიგვიყვანს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებამდე. აღარ იქნება არანაირი წელიწადის დროები. დაიწყება ტემპერატურის ცვლილებები. მაგალითად მარსზე დღის განმავლობაში ტემპერატურა აღწევს +27 გრადუსს, ხოლო ღამით -50 გრადუსს. ჩვენ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე შედეგები იქნება. გლობალური დათბობა ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენება ამ პრობლემებთან შედარებით.


ყველაფრის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა გადარჩება, დღეს უკვე საკმარისად განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით. ისინი დაიწყებენ ახალი გარემო-პირობებისადმი შეგუებას, მაგრამ თითქმის განადგურდება სიცოცხლე ოკეანეებში. მთვარის გარეშე თევზები და სხვა წყლის ბინადრები ვერ იარსებებენ, სწორედ ის უწყობს ხელს ოკეანეში სიცოცხლის არსებობას. ოკეანეების დღევანდელი ბინადარი სახეობების უდიდესი უმრავლესობა გაქრება, მხოლოდ უმცირესი ნაწილი გადარჩება და ამ გადარჩენილთაგან შესაძლოა წარმოიქმნას სხვა სიცოცხლის ფორმები მილიონობით წლის განმავლობაში.



და მაინც, რამდენად რეალურია ეს ჰიპოთეტური მსჯელობა მთვარის გაქრობასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება დაიღუპოს მთვარე? შესაძლებელია, რომ ის აფეთქდეს. თუ ის ამ აფეთქების შედეგად დაიშლება ნაწილებად, ჩვენი პლანეტისგან არაფერი დარჩება. ეს ნაწილები დაეშვებიან დედამიწაზე და გაანადგურებენ ყველაფერს. ეს იქნება "მთვარის სეტყვა". რამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი თანამგზავრის აფეთქება? შესაძლებელია, ჩვენს თანამგზავრს დაეცეს რომელიმე მკვდარი ვარსკვლავის ნამსხვრევი. ან შესაძლოა კაცობრიობამ მიაღწიოს ისეთ განვითარებას, რომ თავად შეძლონ თანამგზავრების ან ვარსკვლავების აფეთქება და ეს ტექნოლოგია რომელიმე ფსიქოპატ ტერორისტს ჩაუვარდეს ხელთ. ასევ შესაძლებელია, რომ ეს გააკეთონ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა, თუ მათ მტრული მიზნები ექნებათ დედამიწელებისადმი.


ამიტომ როცა ღამის ცაზე აიხედავთ იცოდეთ, რომ თქვენ საკუთარი სიცოცხლის გარანტორს უყურებთ. მეგობარს, რომლის გამოც სიცოცხლის წარმოქმნა შესაძლებელი გახდა დედამიწაზე და რომელიც 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში ადევნებს თვალყურს თავის დედა პლანეტას და მის მცხოვრებლებს.





ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)

2. ბერძნული ღმერთების ოჯახი (+160 სამეცნიერო სტატია)

3. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

4. სტალინი ქართველების შესახებ

5. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
625
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0