x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა
ბერი-ბერა


ბერი-ბერა ქართველ წარმართებში მიიჩნეოდა ანთროპომორფულ, ნაყოფიერების ღმერთად. უცნობია თუ რამდენად ძველია მისი კულტი. ის გამოისახებოდა, როგორც ჯოხზე ამხედრებული ღვთაება. სრულიად შესაძლებელია, რომ ის გაჩნდა დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც მთელ ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა თემები ჯადოქრების შესახებ, თუმცა საქართველოში და კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, როგორიც იყო მთიულეთი და გუდამაყარი, ბერი-ბერა მიიჩნეოდა არა ჯადოქრად, არამედ ღმერთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღმერთის დამახასიათებელი თვისება იყო ის, რომ გადაადგილდებოდა ცოცხზე ამხედრებული, რაც ჯადოქრების დამახასიათებელი ატრიბუტი გახდა შუა საუკუნეების ევროპაში. შუა საუკუნეებამდელ პერიოდში ჯადოქრებს არ ჰქონდათ ხსენებული ატრიბუტი ხალხის წარმოდგენებში. აქედან გამომდინარე ეს ჯოხზე გადამჯდარად ბერი-ბერას წარმოდგენა შესაძლოა შუა საუკუნეების ევროპულ გავლენებს გამოეწვია.


ბერი-ბერა


ბერი-ბერას კულტის სიძველეზე მეტყველებს ერთი გარემოება - ეს ღმერთი გუდამაყარსა და მთიულეთში როგორც სწამდათ, იყო ანთროპომორფული (ადამიანის ფორმის), წარმოისახებოდა, როგორც მოხუცებული კაცი, იყო მოსავლის მფარველი, ხელს უწყობდა საქონლის ნაყოფიერებას და ასევე საყმოს, მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდას, გამრავლებას, ხალხის ნაყოფიერებას. საერთოდ, ნაყოფიერების ღვთაებებს მთელ მსოფლიოში საკმაოდ ძველი, ქრისტესშობამდელი წარმოშობა გააჩნიათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ბერი-ბერა ძალიან პოპულარული პერსონაჟი იყო კალენდრული დღესასწაულების აღნიშვნისას. მაგალითად წინასაახალწლო რიტუალის დროს თითქმის ყოველ ოჯახში, მამაკაცთა შორის უფროსი განასახიერებდა ბერი-ბერას და სახლში ჯოხზე გადამჯდარი შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით, ამგვარი სახის მეკვლეს ბერბერას ეძახდნენ.






ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)

2. ქართული მითოლოგია - ბატონები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
434
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0