x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამოუხსნელი "მოცეკვავე ჭირის ეპიდემია" ევროპაში

ამოუხსნელი "მოცეკვავე ჭირის ეპიდემია" ევროპაში


1518 წელს ევროპას თავს დაატყდა ძალიან უცნაური ეპიდემია, რომელსაც "მოცეკვავე ჭირი" ეწოდა. ყველაფერი სტრასბურგის ქუჩებში დაიწყო, სადაც მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე ფრაუ ტროფეა, რომელიც შეშლილივით ცეკვავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ცეკვა გრძელდებოდა და მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. პირველი კვირის განმავლობაში ეს სინდრომი შეეყარა 34 ადამიანს, ხოლო ერთი თვის თავზე ამ დაავადების მსხვერპლთა რაოდენობამ 400 ადამიანს მიაღწია. სიმპტომები ყველას ერთნაირი ჰქონდა - ადამიანი სრულიად მოულოდნელად იწყებდა შეშლილ როკვას და იქამდე ცეკვავდა, სანამ ორგანიზმის სრულად გამოფიტვისგან არ მოკვდებოდა.


ეს საოცარი შემთხვევები ქალაქ სტრასბურგში 1518 წელსვე დასრულდა და სხვა ქალაქებს აღარ მოსდებია, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ზუსტად იგივე "ჭირმა" იფეთქა უკვე ფლანდრიაში, ხოლო მცირე ეპიდემიური აფეთქებები ევროპაში შეინიშნებოდა მე-18 საუკუნის ბოლომდე. "მოცეკვავე ჭირის ეპიდემიას" მეცნიერები დღემდე ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიან.



ასევე დაგაინტერსებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. ქართული მითოლოგია - დალი

4. ნიკოლა ტესლა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
208
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0