x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართული მითოლოგია - ბოჩი
ბოჩი


ბოჩი ერთ-ერთი უძველესი იბერო-კავკასიური ღმერთი იყო. პირველად მისი სახელი წერილობით წყაროებში, ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი საეკლესიო პირის და გამორჩეული ფილოსოფისის - ექვთიმე ათონელის (955-1024) ნაშრომებში გვხვდება. ივ. ჯავახიშვილის აზრით სახელი ბოჩი ოჩს ან ვოჩს (ჭანურად ნიშნავს მამალ თხას, ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი?ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ბოჩი მოსავლიანობის ღვთაებაც უნდა ყოფილიყო. დიდი და უძველესი ღმერთის - ბოჩის კულტი გავრცელებული იყო მთელ იბერო-კავკასიაში - იბერიაში, კოლხეთშიც, დიაოხშიც, ლაზთა ტერიტორიებზეც, კავკასიის სხვა ადგილებშიც.


ბოჩი


"სახელის დებანი იგი საწარმართოთა კერპთანი, რომლნი მათ ღმერთად შერაცხნეს, რომელნიმე მამათა და რომელნიმე დედათა, სრულიად მოისპენ - დიოს ანუ აპოლოს, ანუ არტემის, ანუ ბოჩი, და გაცი და არმაზ და ბადაგონ ანუ რომელ იგი წნეხასა ყურძნისასა ბილწისა მას დიონისეს სახელს იტყვიან. ესენი ყოველი საეშმაკოი არს და მოისპენ ქრისტიანეთაგან". VI მსოფლიო კანონების კრების ქართული თარგმანი. გამ. ა. ხახანაშვილისა. გვ. 113.



ბოჩი


ნავარაუდევია, რომ ძველი ქართული ღვთაება ოჩოპინტრე, რომლის სახელშივ ოჩი ურევია და წარმოგვიდგება როგორც თხის ფეხებიანი და ადამიანის ტანიანი არსება, წარმომდგარა ბოჩიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ხევსურეთის დაარსებაც, რომელიც გარეული თხის მონადირებით დაიწყო.


თეიმურაზ ბატონიშვილი ძველ ქართველებზე (იბერო-კავკასიელებზე) წერს: "აქვნდათ მათ სასულიეროიცა მსახურება მრავალღმერთობისა. თაყვანის სცემდეს კერპთა მრავალ ღმერთობისითა სახითა. ჰყვათ მათ საკუთარნიცა ღმერთნი თვისნი, რომელთა შორის იყო უპირველესი ღმერთი მათი - ბოჩი. რომელსაცა პირველ არმაზის თაყვანის-ცემისა, ამას თაყვან სცემდეს, და შემდგომადცა არმაზის თაყვანის-საცემელად მიღებისა უყოფდეს დიდსა პატივსა ბოჩის.


ბოჩი


ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა. ბოჩისასა იტყოდეს ამას - "ესხნეს შვიდნი ხელნი, რომლითაცა ხელმწიფებდა თვითოეულითა ხელითა თვითოეულთა უმაღლესთა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან, შვიდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თითოეულსა ხელსა მისსა აქვნდა თითო ფერი ხელმწიფება მოფენად სარგებლობისა, წყალობისა, გინა რისხვისა. ესე საკუთარი ქართველთა არის, რომელიცა უვიდოდათ საესვად.


ბოჩი


ეგ სახედვე შვიდნი ხელნი ბოჩისანი ნიშვნიდენ შვიდთა ნათესაობანთა თარგამოსიანთასა:

1. ქართლოსისა და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნეს ერთ საზოგადოობა და ხელისა ქვეშე ქართლოსისა:

2. ეგროსის (მეგრელთა და ლაზთა მითოლოგიური ფუძემდებელი, ძმა ქართლოსისა)

3. მოვაკოსისა

4. ჰეროსისა

5. ბარდოსისა

6. ლეკოსისა და

7. კავკასოსისა


თეიმურაზ ბატონიშვილის აზრით ბოჩის მთავარი ტაძარი დღევანდელი ბიჭვინთის ტაძრის ადგილას იდგა.


ბოჩი


"სრულიად ივერიელთა ჰყვათ უძველესთა შინა დროთა უპირატეს ღმერთად ბოჩი და ტაძარი მისი იყო ფრიადისა სიმდიდრითა შემკობილ, საზღვარსა ზედა კოლხიდისა და აფხაზიისათა ბიჭვინთას (რომელიცა ქრისტეს სარწმუნოებასა მოქცევისა შემდგომად შეიცვალა ეკლესიად).


აქაც, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ უძველესი წარმართული იბერო-კავკასიური ფესვის ძალმომრეობით მოთხრას და ბარბაროსულად, დაუნდობლად ამ უძველესი კულტურის ბრწყინვალე ნიმუშთა კვალის წაშლასა და გაქრობას. არაა შემორჩენილი თუ როგორი არქიტექტურით აგებდნენ უძველესი იბერო-კავკასიელები იმ უმდიდრეს ტაძრებს თავიანთი ღმერთებისთვის, რომელიც აღწერილია მხოლოდ მოგვიანებით წერილობით წყაროებში და რომლებიც ნამდვილად არსებობდა და მათით იყო მოფენილი ძველი კოლხეთი, იბერია და სხვა იბერო-კავკასიური მიწები.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ

4. თამარ მეფის ბრძოლების სია

5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

6. ვერმახტის ქართული ლეგიონი

7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა

10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

11. ქართული მითოლოგია - აფსათი

12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

13. ქართული მითოლოგია - არმაზი

14. ქართული მითოლოგია - ბატონები

15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა

16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

17. სტალინი ქართველების შესახებ

18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?

19. პირამიდების ტიპები

20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1107
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0