ღმერთი მიუზღავს ყველას თავისას,
თავის წილხვედრი ყველას ერგება,
ყველამ იცოდეს, ყველას ესმოდეს,
რაც არ გერგება, არ შეგერგება!
ასე იყო და ასე იქნება,
წუთია მართლა წუთისოფელი,
თუ მოხვალ წასვლა გარდუვალია,
ფულით ყველაფერს ვერ მოერევი.
აქ სააქაოს გამოცდას,
ზეცას გიფასებს უფალი,
ფულით ფრიადს არ დაგიწერს,
არ გაჭრის ჯიბე მსუქანი.
კაცობის ფასი ფრიადობს. ...
ეჰ! რა ძნელია, გენატრებოდეს,
რაც შეიძლება, რომ ბევრი გქონდეს,
მისაწვდომელი შენს გვერდით იყოს,
და შენი გული მას ვერ წვდებოდეს.
თითქოს შენშია და შენში ცოცხლობს,
მაგრამ თითქოსდა შენშივე კვდება,
ვერ გასცდენია შენს საზღვარს იქით,
შენში გრძნობათა მშვენიერება.
ვერ დაუნახავს სხვას მაგ სინათლე,
განათებული სულის სიწმინდე,
და ვერ მიდიხარ შენ იმის ახლოს,
ვისთანა...
ბევრი ვიფიქრე, ძლიერ მინდოდა,
რომ შენ თვალებზე ლექსი ამეგო,
მინდოდა თვალებს რაღაცა ეთქვა,
რომ შენი გულის ძგერა გამეგო.
ამას მე იმ დღეს თითქოს ველოდი,
როცა შენ შემხვდი მთვარიან ღამეს,
როცა ის შუქი მთვარის მომყოლი,
შენ გინათებდა სევდიან თვალებს.
სევდიან თვალებს მოჰყვა სალამი,
გულშიაც თბილმა სიომ დაჰბერა,
და მაგ თვალებმა გამამხელინა,
რისიც არ მსურდა დღემ...
მე შემოვედი შენ სამყაროში,
ვიცი ნასვამი ჰპოვებდი შვებას,
ღვინო თელავდა უძილო ღამეს,
ღვინო გიკლავდა გრძნობას და ვნებას.
ფხიზელი ფიქრებს ვერ ერეოდი,
ღამის კოშმარი ბევრჯერ გალიე,
სიყვარულით და ტრფიბით დამთვრალმა,
განა სათრობლათ წამლათ დალიე.
ვერვინ ხვდებოდა შენს გულის ტკივილს
ვერც მას ხვდებოდნენ, რატომ თვრებოდი,
არვინ იცოდა, რომ მარტოდ მარტო,
შენ დღე და ღამე ფ...
ხან სინათლეა, ხან სიბნელეა,
ხან გონებაში ეჭვები ავდრობს,
როცა ცხოვრება თითქმის გაწვალებს,
და როცა გული ფიქრობს და დარდობს.
ხან სიძნელეა, ხან სიადვილე,
ხან გამტყუნება, ხან გამართლება,
და თუ ცხოვრების ფერხულს ჩამორჩი,
ძნელია მერე მისი გასწრება.
ზოგს იმდენი აქვს თავზე გადადის,
ზოგს სულ არაფრის არ აქვს შეძლება,
ზოგის ბეღელში აღარ ეტევა,
ზოგის ...
ქალის ბაგე როცა ჰყვავის,
სურნელოვან ვარდის მსგავსად,
მის ტკბილ სურნელს თვით პოეტი,
ხოტბას ასხავს ფიანდაზად,
რათ მიქვია მე ის ბაგე,
მყრალ თუთუნით რომ ამყრალდეს,
და სურნელის ნაცვლად მისგან,
სიმყრალე რომ გამოქარდეს.
ასეთ ბაგეს ვინღა ეტრფის,
იმ ლამაზი სიყვარულით?
იმ ლამაზი წრფელი გრძნობით,
ოცნებით და სიხარულით.
დღეს დაუშრა პოეტს მუზა,
და ოცნებო...
ოცნებებს იწყებ, როდესაც შენში,
რაღაც ან ვიღაც აღვიძებს გრძნობას,
ფიქრით შედიხარ დინების ცეცხლში,
როდესაც გული შეიგრძნობს ტრფობას.
მუზა გეწვევა და შენ ცხოვრებას,
გრძნობით გამთბარი ლექსათ ასახავს,
ასე იწყება ის ყველაფერი,
შემოქმედების წალკოტს რომ ხატავს.
ასე იქმნება ის სილამაზე,
და ის წარმტაცი შემოქმედება,
და ასე იწყებს ლამაზ ოცნებებს,
შენი ფიქრი და შენი...
თუ გიყვარს მაშინ დაფიქრდი,
ღრმად გაერკვიე გრძნობაში,
თორემ შენ თვითონ იქნები,
დასჯილი მაგ შეცდომაში.
თუნდ არვინ გყავდეს მსაჯული,
და არც არავინ გებრძოდეს,
შენ თავს ვერსაით წაუხვალ,
რაც უნდა ძალა გერჩოდეს.
ყოველ დღე დაიტანჯები,
წარსულზე ფიქრით, ოცნებით,
მოგენატრება წარსული,
მშვენებით და საოცრებით.
შენ ვეღარ შეძლებ დათრობას,
ვნებიან ტრფობის ...
არვინ იცის ამ ქვეყანას,
თუ რა ბედი ერგება.
ჩვენ არ ვიცით სიცოცხლეში,
რა ცხოვრება გვერგება.
ღმერთო! ყველას აგრძნობინე,
დიდ სიამის შეგრძნება,
და არგუნე ამ ცხოვრების,
სიყვარულით შერგება.
ღმერთო!ყველას მიეც ძალა,
და ცხოვრების შეძლება,
ყველას, ყველას ალოცვინე,
ამ სამყაროს შესწრება.
ღმერთო!უნდა შეისმინო,
ჩემი ლოცვა-ვედრება,
ნიჭი მოგვეც სიყვარუ...
ყველა დრო სასურველია ,
ყველა დრო მეფობს მეფურათ,
ფიქრით, მიზნით და ოცნებით,
გრძნობებით თავისებურათ.
ყრმობის სილაღე წარმტაცი,
დაუდეგარი ბავშვობა,
ფეხშიშველ ფეხით სირბილი,
ცელქობა ლაღი ანცობა.
სიყმაწვილე და სიწმინდე,
ბავშვური სულისკვეთება,
სილამაზის და მშვენების ,
სინორჩით გამოკვეთება.
ის სიყვარული პირველი,
და ის საამო შეგრძნება,
მშვენე...
ოცდაორმა გაიარა გაზაფხულმა,
ოცდაორმა გაიხურა მარტმა კარი,
მაგრამ დღეს რომ გაზაფხული მიხარია,
არ ყოფილა ჯერ ასეთი გასახარი.
შემომხედე, შემომცინე,
და მითხარი სიხარულით,
"რა მიჭირავს კარგო ხელში,
თუ მიხვდები წრფელი გულით?"
მე ავწიე თავი მაშინ,
და რას ვხედავ-სახეს მზიანს,
ქორჩიოტა მომართვი და
გაზაფხულის ლურჯი ია.
სიხარუმლა ამიტანა,
სიყვარულმა ჟინი ...
მირტყავს და მირტყავს ცხოვრება,
თითქოსდა არ ვილახები.
სულში მიმიზნებს პირდაპირ,
სხეულს არ მაჩანს დაღები.
ამ უსასრულო ბრძოლაში,
ჭკუით ვარ გამონარჩევი,
ტკივილს ვიყუჩებ იმედით,
ტირილს ვარ გადანაჩვევი.
ყველას ვგონივარ უდარდო,
ცხოვრებით განალაღები,
გულში კი კვნესის ტკივილით,
შემონაჩვევი დარდები.
და მაინც, არ დავცემულვარ!
ხვთის სიყვარულით ვმაღლდები,...
|
|