პოეზია რომ შენ ქალი ხარ 2014, 16 აპრილი, 13:19 ეჰ! რა ძნელია, გენატრებოდეს, რაც შეიძლება, რომ ბევრი გქონდეს, მისაწვდომელი შენს გვერდით იყოს, და შენი გული მას ვერ წვდებოდეს. თითქოს შენშია და შენში ცოცხლობს, მაგრამ თითქოსდა შენშივე კვდება, ვერ გასცდენია შენს საზღვარს იქით, შენში გრძნობათა მშვენიერება. ვერ დაუნახავს სხვას მაგ სინათლე, განათებული სულის სიწმინდე, და ვერ მიდიხარ შენ იმის ახლოს, ვისთანაც გინდა, ახლოს მიხვიდე. უკვე ახდენილს შენ კვლავ ოცნებობ, შენთვის ნამდვილი ოცნებათ იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ქალი ხარ, და შენ ყოველთვის შენ გმართავს ვინცხა. 1997წელი 26 5-ს მოსწონს |