x
image
ნატო ახრახაძე
ასე იყო და ასე იქნება

ღმერთი მიუზღავს ყველას თავისას,

თავის წილხვედრი ყველას ერგება,

ყველამ იცოდეს, ყველას ესმოდეს,

რაც არ გერგება, არ შეგერგება!

ასე იყო და ასე იქნება,

წუთია მართლა წუთისოფელი,

თუ მოხვალ წასვლა გარდუვალია,

ფულით ყველაფერს ვერ მოერევი.

აქ სააქაოს გამოცდას,

ზეცას გიფასებს უფალი,

ფულით ფრიადს არ დაგიწერს,

არ გაჭრის ჯიბე მსუქანი.

კაცობის ფასი ფრიადობს.

არა კაცობა ნულია,

სამოთხის კარებს მარტოდენ,

აღებს მართალი გულია.

2001წელი

0
35
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
35